ალბათ გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა რამდენად დიდ თანხას გამოიმუშავებენ ერთ წამში უმსხვილესი კომპანიები.
ანალიტიკური პლატფორმა Statista-ს მონაცემებით, ერთ წამში ყველაზე მეტს ტექნოლოგიური გიგანტი Apple გამოიმუშავებს. 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პერიოდში, Apple-ის წმინდა მოგების გაანგარიშებით, კომპანია წამში 3 000 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
შემდეგი არიან Alphabet და Microsoft, პირველი მათგანი წამში 2 239 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო მეორე - 2 153. შემდეგ მოდის Facebook ($1,278) და Amazon ($833).
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.