USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
რამ შეიძლება გამოიწვიოს რეკლამის უარყოფა ფეისბუქზე
Date:  4294

Facebook Ads-ის ანგარიშზე Rejected შეტყობინების დანახვა არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. როგორც წესი, ეს ნიშნავს, რომ თქვენს რეკლამაში ან სამიზნე აუდიტორიაში რაღაც არის შესაცვლელი. რეკლამის დახვეწის შემდეგ კი ისევ გეძლევათ საშუალება, ხელახლა მოითხოვოთ მისი დასტური, რაც სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს.

ზოგიერთი რეკლამის დაბლოკვა ნამდვილად მიზანშეწონილია და ამ შედეგის გამოსწორებაც შეუძლებელია, რადგან ისინი პლატფორმისთვის შეუფერებლად მიიჩნევიან.

სტატიის განმავლობაში ვისაუბრებთ იმ შემთხვევებზე, რამაც შეიძლება თქვენი რეკლამის უარყოფა გამოიწვიოს. ასევე გაეცნობით, თუ სად შეიძლება უარყოფილი რეკლამების ნახვა, როგორ ხდება ამის გამოსწორება და რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ პრობლემის გადაჭრა ვერ შეძელით.

უარყოფილი Facebook Ads? რატომ ხდება ეს?

ფეისბუქს საკმაოდ ვრცელი სია გააჩნია აკრძალული და შეზღუდული კონტენტის შესახებ. შეზღუდული კონტენტის გამოყენება დაშვებულია, თუმცა გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეთ, რაც ძირითადად თქვენს ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება აკრძალულ კონტენტს, ის ფეისბუქზე ვერასდროს მოხვდება.

რა თქმა უნდა, ეს სრული სია არ გახლვათ, თუმცა მოიცავს რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ შეიძლება რეკლამა იქნას უარყოფილი შეზღუდული კონტენტის გათვალისწინებით:

  • არალეგალური კონტენტი ზოგიერთი რეგიონისთვის, მაგალითად ალკოჰოლის რეკლამირება 21 წლამდე ადამიანებისთვის ამერიკის მასშტაბით.
  • დისკრიმინაციული კონტენტი.
  • რეკლამები, რომლებიც ფეისბუქის ბრენდირებულ აქტივებს იყენებს.
  • რეკლამები, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებსა და სავაჭრო ნიშნებს.
  • მომხმარებლის ინტერფეისის სურათები.
  • ლიდების რეკლამა, რომელიც სენსიტიურ ინფორმაციას ითხოვს, მაგალითად კრიმინალური ისტორია, ჯანმრთელობა ან სექსუალური ორიენტაცია.
  • არასწორი პროდუქტის აღწერა ან არარელევანტური სურათები.
  • რეკლამები, რომლებიც დისკრიმინაციისთვის ან პროვოკაციისთვისაა განკუთვნილი.
  • შეზღუდული კონტენტი გარკვეული ინდივიდებისთვის ან მოსახლეებისთვის, მაგალითად ეს შეიძლება იყოს კრიპტოვალუტის, სოციალური პრობლემების ან ფარმაცევტული მედიკამენტების შესახებ.

როგორც ვახსენეთ, ზოგიერთი კონტენტი სრულიად არის აკრძალული ფეისბუქზე გასავრცელებლად. მათ შორის:

  • არალეგალური პროდუქტები და სერვისები
  • თამბაქოსთან დაკავშირებული ნივთები
  • ნარკოტიკთან დაკავშირებული რეკლამები
  • იარაღები და ტყვიაწამალი
  • პორნოგრაფია
  • დეზინფორმაცია ან სენსაციური კონტენტი
  • არაკეთილსინდისიერი ან გრამატიკულად უხეში კონტენტი
  • რეკლამები ვირუსული პროგრამით

სად ვნახოთ, რა მიზეზით იქნა უარყოფილი რეკლამა?

უარყოფილ რეკლამასთან მუშაობისას პირველ რიგში, საჭიროა, გავიგოთ, იქნა თუ არა მართლაც ის უარყოფილი. უარყოფილი რეკლამის შესახებ ხშირად მეილებს არ ვიღებთ, ამიტომ, შესაძლოა გვეგონოს, რომ რეკლამა გამოვაქვეყნეთ, დავტოვოთ ფეისბუქი და ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვქონდეს.

შესაბამისად, გირჩევთ რამდენიმე წუთი დაიცადოთ ფეისბუქზე და ნახოთ გადალახა თუ არა თქვენმა რეკლამამ ფეისბუქის საწყისი ავტომატური ტესტი. ზოგადად კი მიზანშეწონილია, რომ ხშირად შეამოწმოთ რეკლამა სანამ არ დარწმუნდებით, რომ მას გამოქვეყნებული ან აქტიური სტატუსი აქვს.

მოდით მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. დავუშვათ, თქვენ აირჩიეთ რეკლამის გამოქვეყნება და ფიქრობთ, რომ ყველანაირი სტანდარტი დაიცავით და სწორი აუდიტორიაც მიუთითეთ. სად უნდა შეამოწმოთ რეკლამის სტატუსი?

პირველ რიგში, დაიწყეთ თქვენი ფეისბუქ პროფილის “dashboard”-ის შემოწმება. აქედან კი გადადით Ads Manager სექციაში.

წარსული რეკლამების ნახვას ასევე შეძლებთ Business Suite ან Ad Center-ის საშუალებითაც. თუმცა, ვფიქრობთ, რომ Ads Manager ყველაზე მარტივი გზაა ახალი, ძველი და სამომავლო რეკლამების მონიტორინგისთვის. თუმცა, შედარებით მსხვილი კამპანიების წარმოებისას Business Suite-ს დამატებითი ხელსაწყოებიც გააჩნია.

სექციაში გადასვლისას იხილავთ თქვენი რეკლამების შეჯამებას, ხელსაწყოების ახალი რეკლამების გენერირებისთვის და ფილტრებს სხვადასხვა რეკლამების სანახავად.

ჩამოსქროლეთ უკვე არსებული რეკლამების სანახავად.

თქვენი უკანასკნელი რეკლამები ჩამოთვლილია სათითაოდ და მათთან ერთად მოცემული გაქვთ ინფორმაცია მათი რიჩისა და სარეკლამო ხარჯების შესახებ.

ასევე შეგიძლიათ, აქ ნახოთ გაწითლებული გაფრთხილებები იმ რეკლამების შესახებ, რომლებიც უარყოფილ იქნა.

სწორედ აქ ნახავთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

უარყოფილი რეკლამების სანახავად ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს Business Suite-ის გვერდი. ჩამოდით ქვემოთ და ნახეთ “Recent Ads” ღილაკი იმავე ჩამონათვალისთვის, რომელიც ედს მენეჯერში ნახეთ.

აქაც ყველა უარყოფილ რეკლამას თან ახლავს წითელი შეტყობინება. 

ფეისბუქი უარყოფილი რეკლამების შესახებ შეტყობინებების გრაფიდანაც გაცნობებთ და შეგიძლიათ პლატფორმის მენიუდანაც ნახოთ ეს შეტყობინებები.

მეილის საშუალებით უარყოფილ რეკლამებზე ინფორმაციას ნაკლებად ვიღებთ, თუმცა შეტყობინებების გრაფასაც შესაძლოა ერთი ან ორი დღე დასჭირდეს, რათა მოლოდინის რეჟიმში მყოფი რეკლამების შესახებ განახლდეს ინფორმაცია. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც შეტყობინებების გრაფაში ასეთი მესიჯი საერთოდ არ გამოჩენილა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან რეკლამებზე მხოლოდ მათ ნუ მიენდობით.

მაგალითად, რეკლამის გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება მსგავსი შეტყობინება მოგივიდეთ:

რა თქმა უნდა, ასეთი შეხსენებები გვეხმარება, მაგრამ მათი გამორჩენაც მარტივია. გარდა ამისა, მათ გამოსაჩენად შედარებით დიდი დრო სჭირდებათ და შესაძლოა ზოგჯერ საერთოდ არ გამოგვიჩნდეს.

როგორ დავადასტუროთ რეკლამის მიმოხილვა მისი უარყოფის შემდეგ?

თითოეული რეკლამა ფეისბუქზე რამდენიმე ავტომატური შეფასების პროცესს გადის გამოქვეყნებისთვის. ავტომატურ ტესტებში ვგულისხმობთ იმას, რომ რეკლამებს თავდაპირველად ალგორითმები და ბოტები უმკლავდებიან. ამიტომაც, ხშირად ხდება რეკლამის უარყოფა, რადგან რთულია ბოტმა და ალგორითმა 100%-ით გამოარჩიოს რეკლამის შინაარსი. საწყისი ავტომატიზებული ტესტის შემდეგ, შესაძლებლობა გაქვთ, უკვე ფეისბუქის მხარდაჭერის გუნდს დაუკავშირდეთ. თუმცა, ეს ყველაზე ეფექტური გზა ნამდვილად არ არის, რადგან შესაძლოა, მათი პასუხი საკმაოდ დაგვიანდეს და დახმარების გარანტიასაც ვერ მოგცემენ.

ამგვარად, უარყოფილი რეკლამის გამოსწორების ორი გზა არსებობს: ავტომატური და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან მეილის გაგზავნა.

პირველი ეტაპი ფეისბუქზე რეკლამის დადასტურების მოთხოვნაა. ყველა რეკლამა მსგავსად განიხილება და საჭიროა, ამ პროცესში ფეისბუქმა დაადგინოს, არის თუ არა რეკლამა ამორალური ან არალეგალური.

რეკლამის დადასტურების შემდეგ იღებთ შეტყობინებას, რომელიც გამცნობთ, რომ რეკლამა განხილვაშია.

შემდეგ, როგორც უკვე განვიხილეთ, გადადით ედს მენეჯერის ანგარიშში და შეამოწმეთ თქვენი რეკლამის სტატუსი.

როგორც წესი, რეკლამა, რომელიც ყველა წესს იცავს და პროფესიონალურად გამოიყურება, უპრობლემოდ იღებს აქტიურ სტატუსს.

თუმცა, უარყოფილი რეკლამის წითელი შეტყობინება გამცნობთ, რომ თქვენმა რეკლამამ ფეისბუქის ავტომატური შეფასების ნაწილი წარმატებით ვერ გაიარა და გარკვეული წესი დაარღვია.

მიიჩნევთ თუ არა ამას სამართლიანად, პრობლემის გამოსწორების გზა იქამდე არ იარსებებს, სანამ რეკლამაში ცვლილებების შეტანას არ დაიწყებთ.

იმის გასაგებად, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, შეგიძლიათ დააჭიროთ „View Results” ღილაკს.

თითოეული უარყოფილი რეკლამა მოიცავს ახსნას ფაქტის შესახებ.

თქვენ დაინახავთ წითელ სიმბოლოს და შეტყობინებას ვრცელი აღწერილობით იმ წესის შესახებ, რომელიც თქვენმა რეკლამამ დაარღვია. ძირითად შემთხვევებში მთავარ ფაქტორს რეკლამაში შემავალი კონტენტი ან სამიზნე აუდიტორია წარმოადგენს.

განვიხილოთ მაგალითი. ქვემოთ იხილავთ რეკლამას, რომელიც ამერიკაში უძრავი ქონებისთვის იყო განკუთვნილი. ამ ინდუსტრიაში ამერიკაში გარკვეული კანონიერი შეზღუდვები არსებობს, რომლებიც დისკრიმინაციულ საკითხებს - რასას, შემოსავლებსა და სქესს ეხება.

რეკლამის ფარგლებში შერჩეულ იქნა სამიზნე აუდიტორია კონკრეტული შემოსავლების ფარგლებში. შესაძლოა ჩათვალოთ, რომ ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან უძრავ ქონებას ისეთი ადამიანები ყიდულობენ, რომლებსაც ამის საშუალება აქვთ. მიუხედავად ამისა, კანონის თანახმად ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი ხალხისთვის პოტენციური შესაძლებლობის დამალვა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ამისათვის საჭირო თანხები არ გააჩნიათ.

View Results სექციის დადებითი მხარე ის არის, რომ აქ დაწვრილებითი ინფორმაციაა მოცემული დარღვეული წესის შესახებ და ის დამატებით ბმულებსაც შეიცავს, სადაც უფრო მეტის წაკითხვა შეგვიძლია სპეციალური სარეკლამო კატეგორიების შესახებ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი წესი ირღვევა.

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, დააჭიროთ Request Review და თქვენი რეკლამის ახლიდან განხილვა მოითხოვოთ, თუმცა გაცილებით მეტი შანსი გაქვთ წარმატების, თუ რეკლამაში შესაბამის ცვლილებებს შეიტანთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ, კვლავ მოითხოვოთ რეკლამის განხილვა და აჩვენოთ ფეისბუქს, რომ გარკვეული ძალისხმევა გაიღეთ პრობლემის გამოსასწორებლად.

რეკლამაში ცვლილებების შესატანად შეგიძლიათ “Edit Ad” ღილაკს დააწვეთ.

თითოეული შემთხვევა რედაქტირებისას განსხვავებულია.

შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ საჭიროა რეკლამის ტექსტიდან ან ფოტოდან რაიმე პერსონალური ან შეუფერებელი კონტენტი ამოშალოთ. ასევე შესაძლებელია, რომ სამიზნე აუდიტორიის ცვლილებაც მოგიწიოთ, ან სულ მცირე რამდენიმე ფილტრის გაუქმება დაგჭირდეთ.

ჩვენი მაგალითისთვის, საჭიროა შევამოწმოთ “Special Ad” კატეგორია, რადგან უძრავი ქონება სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

საბოლოო საფეხური რეკლამაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, არის საწყის რეკლამასთან დაბრუნება, View Results სექციაში გადასვლა და რეკლამის განხილვის მოთხოვნა. ამის შემდეგ მცირე ფანჯარას დაინახავთ, საიდანაც დაადასტურებთ, რომ საჭირო რედაქტირება შეიტანეთ რეკლამაში და მზად ხართ, ის განსახილველად კვლავ წარადგინოთ.

გაითვალისწინეთ, რომ Request Review ღილაკზე დაჭერა რამდენჯერმე შეიძლება მოგიწიოთ, თუ ერთდროულად რამდენიმე წესი დაარღვიეთ.

საწყის მიმოხილვასთან შედარებით, განხილვის პროცესი შესაძლოა, უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს. რეკლამის სტატუსის შესამოწმებლად დაბრუნდით ედს მენეჯერის გვერდზე და შეამოწმეთ შეტყობინებები.

მთავარია „In Review” სტატუსი “Approved” სტატუსად იყოს შეცვლილი. ასევე შესაძლებელია, რომ კვლავ მიიღოთ უარყოფის შეტყობინება. ამის შემდეგ სასურველია, დაუბრუნდეთ რეკლამის აღწერას და განაგრძოთ შეცოდმების გამოსწორება.

როგორ დავუკავშირდეთ ფეისბქუის მხარდაჭერის გუნდს რეკლამის უარყოფის შემდეგ?

ძირითადად მეორედ უარყოფილი რეკლამა ხვდება „Unchanged” კატეგორიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უარყოფის სტატუსი არ იცვლება. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად რეკლამების სტატუსის შესახებ, შეგიძლიათ Account Quality page-ს ესტუმროთ.

ამ გვერდისთვის ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია, რადგან სარეკლამო ანგარიშთან დაკავშირებული ბევრი ხარვეზის გამო, შესაძლოა, თქვენი ანგარიში დაიბლოკოს და უფრო მეტიც, შესაძლოა ის სრულიად წაშალონ.

ამ გვერდზე თქვენ შეგეძლებათ ნახოთ, თუ რომელი რეკლამის მიმოხილვა შეგიძლიათ ხელახლა. რეკლამების უმეტესობისთვის თქვენ მხოლოდ ერთი შანსი გეძლევათ გამოსასწორებლად. თუ ამ მიმოხილვას წარმატებით ვერ გაივლით, რეკლამა “Unchanged” საქაღალდეში მოხვდება და შემდეგ მისი რედაქტირება შეუძლებელი ხდება. ასეთ შემთხვევაში რეკლამის შექმნა ახლიდან უნდა დაიწყოთ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა რეკლამა არ იღებს მეორედ განხილვის შანსს. ასეთი რეკლამები ამორალურ ან არალეგალურ კონტენტს შეიცავენ.

არსებობს შემთხვევებიც, როდესაც უფრო მეტი გვჭირდება, ვიდრე ავტომატიზებული ალგორითმია.

ასეთ შემთხვევაში დაბრუნდით View Results სექციაში და დააწეთ სამი წერტილის („...“) ნიშანს ზედა მარჯვენა კუთხეში, სადაც რამდენიმე ფუნქციას იხილავთ.

მათ შორის შეგხვდებათ მომხმარებელთა მხარდაჭერაც.

მართალია, ეს ფეისბუქის მხარდაჭერის გუნდის წევრებთან არ დაგაკავშირებთ, მაგრამ ეს ერთგვარი ბიბლიოთეკაა ფეისბუქისთვის, სადაც საჭირო ინფორმაციას იპოვით უარყოფილ რეკლამასთან დაკავშირებით. გირჩევთ, რომ სხვადასხვა სტატიებს გადახედოთ და მეტი ეფექტურობისთვის, სცადოთ სიტყვების “ad rejected” მოძებნა თითოეულ ტექსტში, რათა უფრო რელევანტური მონაკვეთები წაიკითხოთ.

ფეისბუქის გუნდთან პირდაპირი კავშირი საუკეთესო საშუალებაა ისეთი რეკლამებისთვის, რომლებიც განხილვას 24 საათზე მეტი ხნით ელოდება. მისი დახმარებით შესაძლოა, პირდაპირი გამოხმაურებაც მიიღოთ თქვენს რეკლამასთან დაკავშირებით.

 

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way