USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Тбилиси
რამ გამოიწვია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში გრანტების 61%-ით კლება? - გიორგი კაკაურიძის პასუხი
дата:  818

2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტში გრანტების მოცულობა გაზრდილი იქნება - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრი მოადგილემ ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას კითხვას - რამ გამოიწვია დონორების დაფინანსების შემცირება.

2025 წელს საქართველოს მთავრობა უცხოეთის სახელმწიფოებისგან და საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან 91.5 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტებს მიიღებს, - ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მომდევნო წელს საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან, უცხოეთის სახელმწიფოებისგან და უცხოეთის იურიდიული პირებისგან ბიუჯეტი გრანტების სახით 60.3 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 2024 წელთან შედარებით 61%-ით ნაკლებია.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეს ბიუჯეტის პირველადი პროექტია, სადაც როგორც წესი გრანტის მოცულობა ნაკლებია, ახლა ზუსტდება, რომელ პროგრამაზე რა თანხა უნდა გამოიყოს და მესამე მოსმენამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ელის, რომ გრანტების მოცულობა გაიზრდება.

" რაც შეეხება გრანტების კლებას, თუ ნახავთ წინა წლების ბიუჯეტის პროექტებს, პირველ ეტაპზე გრანტების მოცულობა ყოველთვის ნაკლებია და შემდეგ იზრდება. ვინაიდან ჩვენ წლის ბოლომდე უნდა დავაზუსტოთ ბიუჯეტი, ამაში იგულისხმება გრანტებიც. უნდა დაზუსტდეს, რომელ პროგრამაზე რა გამოიყოფა.

ახლა რაც არის გრანტები გათვალისწინებული, არის ის გრანტები, რომელიც საინვესტიციო პროექტებს მოჰყვება. არის სესხის და გრანტის ნაწილი რომელიც მოჰყვება საინვესტიციო პროექტებს მათი მოცულობა არის წარმოდგენილი დაახლოებით 50 მლნ. ისევე, როგორც შარშან და სხვა წლებში, დარწმუნებული ვარ, გრანტების მოცულობა გაიზრდება და ბიუჯეტის ბოლო ვარიანტში გრანტების მოცულობა იქნება მეტი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრანტები არის კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული და ეს პირობები შესრულებული გვაქვს მათ შორის წელს. ველოდებით, რომ ამ პირობების შესრულებიდან გამომდინარე გრანტებს მივიღებთ მომდევნო წელს. თუმცა მოცულობები და შესაბამისი პროგრამები ახალი, რომელიც ჯერ არ დაწყებულა განსახილველი იქნება და მომდევნო თვე ნახევრის განმავლობაში დაზუსტდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, 24 ივნისს ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღების და ევროკავშირის მიმართულებით სვლის შეჩერების გათვალისწინებით, ევროკავშირი მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გადახედვას განიხილავდა.

წყარო:https://bm.ge/

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати