„ბორჯღალოსნებმა“ ტონგას სარაგბო ნაკრები 22:7 დაამარცხეს.
„ბორჯღალოსნებმა“ სამი ლელო დადეს. ტონგას სარაგბო ნაკრებმა კი თამაშში ქულის მოპოვება ვერ შეძლო. მატჩის ორივე ტაიმი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა.
ამასთან, „ბორჯღალოსნებს“ მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი დადებული ლელო არ ჩაუთვალეს. საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებსა და ტონგას ნაკრებს შორის თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა.
„ბორჯღალოსნებმა“ 2024 წლის დასკვნით თამაში თბილისში გამართა.
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.