USD 2.6856
EUR 3.1857
RUB 3.4747
თბილისი
რა ცვლილებები იგეგმება დიდი ფეხბურთში? - ფიფას 74-ე კონგრესი ტაილანდში გაიმართა
თარიღი:  1010

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ფიფას 74-ე კონგრესი გაიმართა. 

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია იღებდა. ღონისძიებას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ. 

კონგრესის ფარგლებში შედგა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს შეხვედრას უეფას კონფედერაციის წარმომადგენლებთან და გაიმართა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფიფას და უეფას შორის, რომელშიც მონაწილეობა ლევან კობიაშვილმა მიიღო. 

ფიფას კონგრესზე დასახელდა 2027 წლის ქალთა მსოფლიო ჩემიონატის მასპინძელი ქვეყანა. წილისყრის შედეგად, 119 ხმით, ტურნირის მასპინძლად ბრაზილია დასახელდა. ამასთან, კონგრესმა ფეხბურთში რასიზმთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის წესდება დაამტკიცა.

კონგრესზე რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განიხილეს. რეფორმა შეეხო მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზების საკითხს, რომლის თანახმადაც შესაძლებელი ხდება მომდევნო ორი მუნდიალის მასპინძლის ერთდროულად გამოცხადება. ამ ცვლილებებს რა თქმა უნდა ბევრი მაკრიტიკებელი ჰყავს, რადგან FIFA მასპინძლის წინასწარი შერჩევით უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ ქვეყნებს, რომელთაც უფრო მეტი რესურსები და ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ წარსულში ორი ტურნირის მასპინძლობის ერთად გაცემის უფლება მას მერე გაიწვიეს, რაც 2018 და 2022 წლის მუნდიალების მასპინძლობის უფლება რუსეთმა და კატარმა მიიღეს. ფარულ კენჭისყრაზე ცვლილებებს მხარი FIFA-ს 202-მა წევრმა დაუჭირა, 4 ფედერაცია კი წინააღმდეგი იყო. შესაბამისად, წინ აღარაფერი უდგას 2030 წლის მუნდიალის მასპინძლის გამოცხადების საკითხს, რომელიც ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში შედგება და პლუს თითო თამაში არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიში ჩატარდება.

2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად კი საუდის არაბეთი მოიაზრება, რომელმაც კონკურენტ შვედეთს მას შემდეგ სძლია, რაც ამ უკანასკნელმა რეგისტრაციის უკანასკნელ დღეს თავისი კანდიდატურა უკან გაიწვია.

კიდევ ერთი სიახლე შეეხება ვიდეო ასისტენტ რეფერის სისტემასაც, რომლის მიხედვითაც თამაშის ვიდეო გამეორების მოთხოვნის უფლება არა მარტო მსაჯებს, არამედ გუნდების მწვრთნელებსაც ექნებათ.
ამჟამად VAR-ის სისტემა მსოფლიოს 65 ქვეყნის ფედერაციას აქვს დანერგილი და ის წარმატებით გამოიყენება. ახალი წესის მიხედვით კი მატჩის მიმდინარეობისას მწვრთნელებს მისი გამოყენების უფლება 2-ჯერ ექნებათ. ფეხბურთელები საჭიროების შემთხვევაში საეჭვო ეპიზოდის შესახებ მწვრთნელებს გააფრთხილებენ, რის შემდეგაც კლუბის თავკაცი მსაჯებს მიმართავს. საბოლოოდ თუკი მსაჯთან მიმართვა და ეპიზოდის გადამოწმება მომჩივანი გუნდისთვის წარმატებით ჩაივლის და პირველადი გადაწყვეტილება შეცვლილი იქნება, მწვრთნელებს მარაგში ისევ 2 ცდა დარჩებათ.

გეტყვით იმასაც, რომ კონგრესზე განხილვის შედეგად შესაძლოა FIFA-მ შტაბ-ბინა შეიცვალოს და ციურიხიდან სხვა ქალაქში გადაიტანოს. სავარაუდო ქალაქებს შორის კი მაიამი და პარიზი მოიაზრებიან.

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო

ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ომანში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „ირანმა იგრძნო, რომ დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად შესაბამისი გაგება და კონსენსუსი არსებობს“.

„მასკატში შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი აზრით, მიზანი მეორე მხარის სერიოზულობის შეფასება იყო იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელოთ ამ გზაზე წინსვლა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გასულ პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის