USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
თარიღი:  492

2023 წლის 9-10 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:

- უკრაინული იერიში მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გრძელდება. ერთის მხრივ ანტონოვის ხიდის მომიჯნავე პლაცდარმი გააფართოეს უკრაინელებმა და ოლეშკისაკენ ცდილობენ გადაადგილებას, სადაც მდინარე კონკასა და ჩაიკას შორის მონაკვეთზე მიმდინარეობს შეტაკებები, ხოლო მეორეს მხრივ კოზაჩი ლაჰერთან (კაზაკთა ბანაკი - ასე ითარგმნება ამ ადგილის სახელწოდება ქართულად) ვითარდება იერიშები. უკრაინელებმა კუნძულების დაკავება მოახერხეს და ახლა ჭაობების სიახლოვეს მიმდინარეობს შეტაკებები, ქალაქის სამხრეთით. უკრაინული იერიშის შესაკავებლად დიდი რაოდენობით რუსული ნაწილები შევიდნენ დასახლებაში.

დნეპრის სანაპიროს შენარჩუნება რუსებს აშკარად უჭირთ. გრძელი, ჭაობიანი და კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ თავდაცვის გადარეცხილი ხაზი აქვთ დასაცველი მათ. ეს კი როგორც ჩანს უჭირთ და საკმაოდ დიდ რეზერვებსა და ძლებს მოითხოვს.

ამასთან, უკრაინელები აქტიურად ბომბავენ მთელს პერიმეტრს. ყველა ტიპის უკრაინული არტილერია სწვდება მათ. ამ პროცესში გუშინ ინტენსიურად დაიბომბა ნოვა კახოვკაში რუსული სამხედრო ნაწილიც.

- რუსები ცდილობენ შეტევა განავითარონ ხარკივის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით, ქალაქის ჩრდილოეთით, ლიმან პერშის მონაკვეთზე. ამ მოცემულ რეალობაში, სტრატეგიული თვალსაზრისით ეს მონაკვეთი საკმაოდ უმნიშვნელოდ იქცა და ახლა მასზე ძალიან დიდი ძალებითა და ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად დაწოლა ანალიტიკოსებისათვის გასაკვირია. ბევრი მოსაზრება წავიკითხე ამ თემაზე და სამი ძირითადი აზრი იკვეთება: 1. შეტევა შეტევისათვის - უბრალოდ არ უნდათ რუსებს ინიციატივა არ ჰქონდეთ სადმე და ყველა მიმართულებით თავდაცვაში იდგენენ; 2. უკრაინელთა ყურადღების ამ მიმართულებით გადასატანად და სხვაგან ძალების მოსაკლებად; 3. რუსები მდინარე ოსკილს მიუყვებიან და ცდილობენ თავდაცვის ხაზი მის გაყოლებაზე შექმნან. სამივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და ერთმანეთს არ გამორიცხავს (პირიქით, ავსებს კიდეც). მაგრამ იმდენად დიდ ძალისხმევად უჯდებათ მათ ამ შეტევის განვითარება, რომ რამდენად ეყოფათ ძალა საეჭვოა.

მიუხედავად ამისა, უკრაინელები ქალაქ კუპიანსკის თავდაცვისათვის მაინც ამზადებენ და მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაც აქვთ შემუშავებული. კუპიანსკი უკრაინელებმა 2022 წლის სექტემბრის კონტრშეტევისას გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსები კუპიანსკის ჩრდილოეთით იანვრიდან მოყოლებული აქტიურობენ, ხოლო აქტიურ იერიშებს ბოლო სამი თვეა ახორციელებენ.

- უკრაინელები დონეცკის ოლქის სამხრეთ ნაწილში, ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, უროჟაინეზე ახორციელებენ შტურმს. გარდა ამისა მიმდინარეობს საარტილერიო დუელი. ამ პატარა მონაკვეთზე იმდენად ინტენსიურია შეტაკებები, რომ ამის მსგავსი მთელს უკრაინაში ძალიან ცოტა წერტილია.

- ყირიმში უკრაინელებმა ჯანკოის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს მინიმუმ ორჯერ. აფეთქებების შესახებ იტყობინებოდნენ ნოვოფედოროვკას აეროპორტის ტერიტორიაზეც.

- რუსებმა ქალაქი ზაპორიჟია ორჯერ დაბომბეს. ორჯერვე მშვიდობიანი მოსახლეობა. ესაა განგრძობითი ტერორი.

- რუსულმა დრონებმა რივნეს ოლქში (დასავლეთ უკრაინა) ბელარუსიდან გაშვებული დრონებით ნავთობბაზა დაბომბეს.

- უცნაურად ვითარდება "ვაგნერის" ბედი: როგორც ჩანს მათ ლუკაშენკას იმაზე დიდი ფული მოსთხოვეს, ვიდრე მას ამის გადახდა შეეძლო ან სურვილი ჰქონდა. სწორედ ამიტომ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით მათი ნაწილი მაინც უკან, რუსეთში ბრუნდება და შოიგუს უწყებასთან გააფორმებს კონტრაქტს. ჯერჯერობით საუბარია 500-600 გასულ სამხედროზე (სულ ბელარუსში მყოფი ვაგნერის რაოდენობა 3000 სამხედროდან 10 ათას სამხედრომდე მერყეობს). თუკი ეს ინფორმაცია ნამდვილი გამოდგა რა საინტერესოა რა ნაწილი დარჩენა ბელარუსში და როგორ გამოიყენებენ მათ რუსეთში - გაუშვებენ ისევ ფრონტის ხაზზე, სადაც ისინი კვლავ სჭირდებათ თუ გაუშვებენ აფრიკის ქვეყნების გასაძარცვავად. ხოლო მეორეს მხრივ, თუკი ლუკაშენკა მათ ნაწილს დაიტოვებს, დიდი რაოდენობით ისინი შეიძლება არც კი ესაჭიროებოდეს - რამდენიმე ასეული მსროლელი მკველთა რაზმი "პრეტორიანული გვარდიის" მსგავსად ეყოლება მას, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ თუ დივერსიისათვის ეფექტურად გამოიყენებს.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის