USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
дата:  429
2023 წლის 7-8 მაისის შეჯამება უკრაინაში:
- რუსებმა რუსული პასპორტის მქონე მოსახლეობის ევაკუაცია კიდევ უფრო გაააქტიურეს ზაპორიჟიასა და ხერსონის ოლქებიდან. პროცესები მიმდინარეობს არამხოლოდ სახმელეთო ფრონტისპირა დასახლებებიდან, არამედ მდინარე დნიპროს გასწვრივაც. მეორეს მხრივ, უკრაინელები არაერთ ინფორმაციას ავრცელებენ მდინარე დნიპროს მომავალი გადალახვის შესახებ, რითაც რუს სამხედროებს აიძულებენ ფოკუსი ამ მიმართულებით გაასწორონ. სავარაუდოა, რომ უკრაინელები მართლაც შეეცდებიან მდინარის გადალახვას და განახორციელებენ რუსულ პოზიციებზე იერიშს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათი მთავარი შეტევა ამ მიმართულებით იყო და ისიც წინასწარ დაანონსებული.
- საკვანძო ბრძოლები გრძელდება ქალაქ ბახმუტში. ქალაქის დასავლეთ ნაწილში, სადაც არცერთი მთელი სახლი აღარ დგას, ყველაზე მეტად უჭირს რუსულ არმიას და "ვაგნერელებს". დღეს უკრაინელებმა მცირე საუბნო მასშტაბის კონტრშეტევაც განახორციელეს და რამდენიმე შენობის დაბრუნებაც შეძლეს. უფრო ჩრდილო-დასავლეთით კი რუსული ნაწილები ავითარებენ იერიშებს. რეალურად, საბრძოლო მოქმედებები შენობების სართულებზე გრძელდება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, შეტაკებები იმაზე ახლო მანძილზე მიმდინარეობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ამასთან, უკრაინელებმა, სოლედარის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქი სივერსკისაკენ იანვარ-თებერვალში წაწეული რუსული ნაწილები გარკვეული ტერიტორიებიდან უკუაქციეს, რაც არცთუ უმნიშვნელო მოვლენაა - თითოეული გათავისუფლებული ტერიტორია და უკანდახეული რუსული სამხედრო ძალები ახალი შესაძლებლობაა უკრაინელთათვის.
- ნაკლებად სავარაუდოა ბახმუტიდან "ვაგნერის" ნაწილების გასვლა, მით უფრო რაც პრიგოჟინმა მიიღო დაპირება იარაღის მიღების შესახებ. ამ ეტაპზე გამოვიდა, რომ პრიგოჟინი ადგენს რუსულ სამხედრო ძალებში თამაშის წესებს. ეს მოსალოდნელიც იყო. მისი მხრიდან თამამი განცხადებები კრემლში ზურგის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ შიდა ბრძოლა კი არ გადაიწევს უკანა პლანზე, არამედ პირიქით, მოიმატებს კიდეც.
ამასთან, არც კადიროვსა და პრიგოჟინს შორისაა კარგი ურთიერთობა. კადიროვის მხრიდან ბახმუტის სრულ გადაბარებაზე საუბარი თავიდანვე არარეალისტური იყო. ახლა კი ვნახოთ, რა სახით იქნება წარმოდგენილი კადიროვის ძალები ბახმუტში ან საერთოდ იქნება თუ არა.
- ქალაქი დონეცკის შემოგარენში უკრაინელებმა რუსული სამხედრო პოზიციები დაბომბეს. ინტენსიურად მუშაობს უკრაინული "გრადის" ტიპის საარტილერიო სისტემა.
- კვლავ დაიბომბა რუსეთის ბელგოროდის ოლქის ქალაქი შებეკინოს პოზიციები. სწორედ ასეთი მაღალინტენსიური იერიშების ფონზე ზოგიერთი რუსი მიმომხილველი იმასაც არ გამორიცხავს უკრაინელებმა ბელგოროდისაკენ დაიწყონ შეტევა, დაიკავონ ოლქი და შემდგომ უკრაინულ ტერიტორიებზე გადაუცვალონ რუსებს. ეს სცენარი, ცხადია, ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ რადგან მსგავს თემას მართლაც განიხილავს ვინმე, ესე იგი რუსული ფოკუსი ამ დაშვებისაგან შორს ვერ წავა.
- კიევისაკენ რუსები პრაქტიკულად ყოველდღიურად უშვებენ ფრთოსან რაკეტებსა თუ უპილოტო საფრენ აპარატებს. უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ძალიან მაღალ დონეზე უმკლავდება იერიშებს.
- ლუკაშენკა პუტინთან ვიზიტს მართავს. ისინი არამხოლოდ 9 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან, არამედ ზოგად სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობასაც მიმოიხილავენ. რეალურად, ბელარუსის მხრიდან უკრაინაზე შეტევის შანსები შემცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ კრემლში ასე ძალიან სურდათ ეს. თუმცა კრემლის პროპაგანდისტები ახლაც ამბობენ, რომ თუკი რუსეთმა ვერ მიაღწია წარმატებას პოლონეთი შეიჭრება ბელარუსში და რეჟიმს დაამხობსო. ზოგადად, კრემლში ძალიან ეშინიათ მარცხის და ამ მარცხის თავსმოხვევას ცდილობენ ლუკაშენკასათვის.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати