USD 2.7573
EUR 3.0518
RUB 3.2415
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
дата:  258
- ბახმუტის ირგვლივ სიტუაცია კრიტიკულია. თუკი ქალაქის ურბანულ სივრცეში რუსულ ნაწილებს აღმოსავლეთ რაიონებშიც კი უჭირთ სწრაფი გადაადგილება, ქალაქის შემოგარენში, ფლანგებიდან შედარებით წარმატებით მოძრაობენ. უკრაინელები ახერხებენ და კვლავ ფლობენ მომარაგების არტერიას ბახმუტი-ჩასივ იარის გზის სახით, მაგრამ სოფელ ხრომოვესთან, რომელზეც აღნიშნული გზა გადის, რუსები საკმაოდ ახლოს არიან.
უკრაინელები ბახმუტში როტაციას ახორციელებენ - ქალაქიდან გარკვეული ნაწილები გადის და სხვა შედის. ეს შეიძლება უკანდახევის მოსამზადებელი სამუშაო იყოს ან პირიქით, გამოცდილი დანაყოფებით კონკრეტული პოზიციების შენარჩუნებას ემსახურებოდეს ქალაქში.
სავარაუდოა, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი რუსების კონტროლქვეშ გადავა, რადგან მისი დაცვა და მომარაგება ჭირს, მით უფრო რომ ხიდები აფეთქებულია თავად უკრაინელთა მიერ. ცოცხალი ძალა ეტაპობრივად დატოვებს აღმოსაველთს, თუმცა რუსების მიერ ტერიტორიის სწრაფი კონტროლი რამდენად იქნება შესაძლებელი ეს ცალკე საკითხია - ქალაქის ის ნაწილი, რომლიდანაც უკრაინელები გამოვლენ ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო მახეებით აუცილებლად იქნება გამაგრებული.
- უკრაინაში 28 ერთეული "ჩელენჯერ 2" ტანკი ჩავა. ბრიტანელები თავდაპირველად 14 ტანკს გამოდიოდნენ, მაგრამ შემდგომი შეფასებით მათი რაოდენობა გაორმაგდა. "ჩელენჯერ 2" ძალიან ძლიერი ტანკია, ეფექტური დაცვითა და პრაქტიკულად სრულად განადგურების უპრეცედენტო შემთხვევით, თუკი მეგობრულ ცეცხლს არ ჩავთვლით, რომლითაც ბრიტანელებმა თავად გაანადგურეს საკუთარი ტანკი.
- არის ვერსია, რომ რუსეთი ზაპორიჟიასა და ხერსონის ოლქს მოლაპარაკებებისათვის ინახავს - ყირიმსა და დონბასში გადასაცვლელად. რუსეთისათვის ნათელია, რომ ვერც ხერსონის და ვერც ზაპორიჟიას (ქალაქები) აღებას რუსეთი ვერ შეძლებს, ამიტომ ადმინისტრაციულ ცენტრად მელიტოპოლი აქვთ გამოცხადებული. რეალურად კი მათი ეფექტური კონტროლი ყოველგვარი ბუნებრივი ბარიერის გარეშე, შუა მდელოებზე აქტიური ომის პერიოდში ძალიან ძვირი უჯდებათ. ამ რეალობის გათვალისწინებით, რუსეთს მათი შენარჩუნება პერმანენტული შეტევის მცდელობით თუ შეუძლია, რაც რესურსების უზომო ხარჯვასთანაა დაკავშირებული ხოლო რამდენად წარუმატებელია ეს შეტევები რამდენჯერმე ვიხილეთ უკვე. ამასთან, მთელი ზაპორიჟიას რაიონი უკრაინული არტილერიის დარტყმების ქვეშ იმყოფება და ამის მასშტაბები არ კლებულობს - მატულობს.
ცხადია, უკრაინელები მსგავს მოლაპარაკებაზე არ აპირებენ წასვლას, მაგრამ რუსებს აშკარა გამოფიტვა დაეტყოთ. დაპირებული და დაანონსებული შეტევა ფრონტის ამ მიმართულებით ვერც კი წამოიწყეს. ორიხივისაკენ გადაადგილების მცდელობა კი ორ დღეში უკანდახევით დაასრულეს.
ზაპორიჟია ადვილი დასაცავი არ არის - სტეპური, უტყეო გარემო და დიდი დასახლებების სიმცირე დამცველს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებთ. რეალურად, რუსებს ხერსონისა და ზაპორიჟიას ოლქების შენარჩუნება ყველაზე მეტად გაუჭირდება. თუმცა ზაპორიჟია ერთგვარი ფარია ყირიმისათვის, რომელშიც მთელ საზღვაო პერიმეტრზე სანგრებია გათხრილი და ფორტიფიკაციების მოწყობა მიმდინარეობს რუსების მხრიდან.
- ბრიტანული ჟურნალი "ეკონომისტი" წერს, ჩინეთის პოზიციაზე უკრაინაში. ანალიზი ისეთია, როგორც მოსალოდნელი იყო - ჩინეთს რუსეთის დასავლეთის ხელით დამარცხება არ აწყობს, მაგრამ კმაყოფილია იმით, რომ დასავლეთის ფოკუსი აღმოსავლეთ აზიიდან მოშორებული და ევროპაზეა დაბრუნებული. ეს პეკინს საკუთარი საგარეო პოლიტიკის უფრო თამამად განხორციელების საშუალებას აძლევს იმ რეგიონებში, რომლებიც ომამდე ან რუსეთის უკანა ეზოდ იყო მოაზრებული - ცენტრალური აზიის ქვეყნები - ან აშშ და მისი მოკავშირეები ედავებოდნენ - სამხრეთ ჩინეთის ზღვა. ცხადია, რუსეთი ჩინეთის მოკავშირე არ არის და პეკინში ეს კარგად იციან. დასუსტებული რუსეთი დასუსტებულ დასავლეთთან ერთად ჩინეთის გაძლიერებას ნიშნავს.
მაგრამ ჩინეთი თავის რეპუტაციაზე ზრუნავს და "ეკონომისტის" მიხედვით პეკინი ძალიან გაბრაზებულია რუსეთის მხრიდან ინფორმაციის გამოჟონვაზე, რომლის მიხედვითაც ჩინეთი კრემლს დახმარებას აღუთქვამს. ამით ჩინეთის, როგორც ფორმალურად ნეიტრალური სახელმწიფოს რეპუტაციაც ზარალდება. ამიტომ შემდგომში რა ფორმაში და რამდენად ღიად გაგრძელდება რუსულ-ჩინური სამხედრო ურთიერთობა - უცნობია.
სხვათა შორის ჩინეთში უკვე დაიწყო იმ ისტორიული რუკების ბეჭდვა, რომელზეც რუსული ქალაქები აღმოსავლეთ აზიაში ჩინური ტოპონიმებით არის გაფორმებული. თითქოს არაფერი, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები სერიოზული განცხადების ტოლფასია. დასავლეთში გახიზნული რუსი ანალიტიკოსები თავად ადარებენ ამ მდგომარეობას როგორც რუსეთის ყელთან მიდებულ ჩინურ ცელს, რომელზეც რუსეთში არავინ საუბრობს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати