USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 8 ივნისის შეჯამება
Date:  802
- ბახმუტი-ლისიჩანსკის გზაზე წუხელ სამი მიმართულებით რუსებმა შეტევა წამოიწყეს. ისინი ბილოჰორივკას, ნაჰირნესა და ბერესტოვეს უტევდნენ. დაახლოებით 5 კილომეტრზე იყო გაწელილი შეტაკების არეალი. უკრაინელებმა გამთენიას მოიგერიეს იერიში და კონტრშეტევაზე გადავიდნენ და სოფელ ნაჰირნეს სამხრეთით რუსული დიდი დაჯგუფება გაანადგურეს. მოგვიანებით უკრაინული გენშტაბის განცხადებაც გავრცელდა და რუსების მასშტაბური დანაკარგი დაადასტურა. ბოლო კვირებში გზა ბახმუტი-ლისიჩანსკის მიმართულებით პრაქტიკულად გაუვალი იყო უკიდურესი გამონაკლისების გარდა. თუმცა დღევანდელი კონტრშეტევის შემდეგ გზა დროებით მაინც გავლადი გახდება. გზაზე სიტუაციის დასტაბილურების მიუხედავად დღეს რუსებმა ავიაიერიში წამოიწყეს უშუალოდ ქალაქი ბახმუტის მიმართულებით. რეალურად რუსები პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს უშენენ ჭურვებს.
- დონეცკის რაიონში მდებარე სვიატოჰირსკი, რომელიც ცნობილია თავისი სამონასტრო კომპლექსებით საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ უმთავრეს ზონადაა გადაქცეული. რუსები ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ბომბავდნენ მას, რის შედეგადაც მე-16 საუკუნის ტაძარიც გაანადგურეს, მაგრამ ახლა უკვე უშუალოდ დასახლებაზე მიმდინარეობს შტურმი. რუსები ორი მხრიდან - იზიუმიდან და ლიმანიდან ერთდროულად უტევენ მას. სვიატოჰირსკს რუსები ჰაერიდანაც ბომბავენ და არტილერიის გამოყენებითაც.
რეალურად სვიატოჰირსკს შენარჩუნება ძალიან რთული ამოცანა იქნება, რადგან მისი უმეტესობა მდინარე სივერსკი დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროზეა და ლიმანსა და იზიუმს შორის მდებარეობს. უბრალოდ გარემო ძალიან ტყიანია და ეს უკრაინელებს ხელს აძლევს. ამასთან, ცნობილი სამონასტრო კომპლექსი - ლავრა - მდინარის მეორე მხარეს მდებარეობს და მისი შენარჩუნება უკრაინელებს უფრო გაუმარტივდებათ. როგორც არ უნდა იყოს, უკრაინელები დიდ წინააღმდეგობას უწევენ რუსებს.
- ხერსონის რაიონში, ამჯერადაც უშუალოდ ქალაქის მიმართულებით წაიწიეს უკრაინელებმა და ჩერნობაევკას აეროპორტიდან დაახლოებით 15 კილომეტრში არიან. რუსებმა შეტევების მოსაგერიებლად ზაპორიჟიეს ოლქიდან მოხსნეს ნაწილები და ხერსონისაკენ გადმოიყვანეს. მელიტოპოლის მერი ამბობდა, რომ ქალაქში რუსებმა თითქმის ყველა პოსტი მიატოვესო. საინტერესოა რომ რუსებს ძალიან უჭირთ ცოცხალი ძალის საკითხშიც კი და იძულებულები არიან ერთი მიმართულებიდან მეორისაკენ გადაისროლონ ისინი.
- სწორედ ზაპორიჟიეში მნიშვნელოვანი პოსტების მიტოვების გამო უფრო გააქტიურდნენ უკრაინული დრონები. ისინი რუსულ პოზიიციებს ინტენსიურად ბომბავენ, ხოლო სადაზვერვო დრონების გამოყენებით დგინდება რუსული პოზიციების ადგილმდებარეობა და შემდგომ არტილერია იწყებს მუშაობას ხოლმე. დღეს კიდევ ორჯერ დაიბომბა რუსული იარაღის საწყობი ზაპირიჟიას რაიონში, პოლოჰისთან ახლოს. სავარაუდოა, რომ ზაპორიჟიეზე ყველა საფრთხე ამ ეტაპზე სრულად მოხსნილია.
- დღეს მიცვალებულები გაცვალეს რუსებმა და უკრაინელებმა. უკრაინელებს მარიუპოლის გმირულად დაღუპული მცველების ნაწილი გადაეცათ. 160 მათგანზეა საუბარი.
- ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფა გრძელდება. ანტისანიტარიის ფონზე ქოლერას ეპიდემიის აფეთქების ეშინიათ.
- სევეროდონეცკში ბრძოლა უშუალოდ ქალაქში გრძელდება. რუსულ პოზიციებს უკრაინული არტილერია ბომბავს, ხოლო რუსები ქალაქთან და ის მომიჯნავედ - ლისიჩანსკთან - მიახლოებას სამხრეთიდან ცდილობენ. ამ ეტაპზე სევეროდოცკის ცენტრს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ.
გიორგი კობერიძე
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way