USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 6 ივნისი შეჯამება
Date:  519
- ბრძოლა სევერდონეცკისათვის გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქის დათმობას უკრაინელები არ აპირებენ. სევეროდონეცკის აბსოლუტურ უმრავლესობას უკრაინელები აკონტროლებენ. დღეს ქალაქში მექანიზებული ბრიგადაც შევიდა. საბრძოლო მოქმედებები ქალაქის ცენტრს გაცდა და აღმოსავლეთით, გარეუბნებისაკენ გრძელდება. ამასთან ზურგში ალყაში მოქცეული რუსული ნაწილები ინდუსტრიულ რაიონში გაანადგურეს.
ქალაქში შევიდა ქართული ლეგიონიც.
- უკრაინელებმა წამოიწყეს ფლანგური შეტევა ქალაქის სამხრეთითაც. მხოლოდ სევეროდონეცკის დაკავება ფლანგური შეტევის გარეშე საშიში იქნებოდა. სწორედ ამიტომ სევეროდონეცკიდან 4 კილომეტრში უკრაინელებმა რუსებს კიდევ უფრო უკან დაახევინეს ტყიან მასივში, სოფელი ვორონოვეს მოშორებით.
რუსებს ქალაქის ირგვლივ ძირითადად შემტევი ნაწილები ჰყავთ თავმოყრილი, რის გამოც თავდაცვის ზღუდეები არსად არ აქვთ გაკეთებული. მათი უკან დახევა მასშტაბური უკან დახევაა და უკრაინელები ამ მდგომარეობის სრულად გამოყენებას აპირებენ
სწორედ ამის გამო რუსებს მოუწევთ დამატებითი ნაწილების გადმოსროლა დონეცკისა და ხარკივის რაიონებიდან, რათა ჩამოშლის საფრთხის წინაშე არ დადგნენ.
რეალურად ქალაქისა და მისი შემოგარენის ირგვლივ სიტუაცია ძალიან მალე იცვლება.
- სევეროდონეცკიდან კიდევ უფრო სამხრეთით სოფელ ტოშკივკასთან უმძიმესი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. სოფლიდან ლისიჩანსკისაკენ მიდის გზა. უკრაინელებმა რუსებისა და სეპარატისტების ბატალიონის შეჩერება და საარტილერიო იერიშით მათი უკუგდება შეძლეს. სეპარატისტების ნაწილებმა დიდი დანაკარგებით დაიხიეს უკან. ისინი შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ღიად წერენ.
- რუსული არმიის ავანგარდმა მიაღწია ბახმუტი-ლისიჩანსკის გზას და მისი გადაკეტვა სცადა ბილოჰორივკასთან თუმცა უკრაინელებმა სოფლის შენარჩუნება დაჯგუფების უკუგდება შეძლეს. მძიმე ბრძოლები გრძელდება გზის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე - იაკოვლიკა-სპირნეს ნაწილში. უკრაინელებისათვის ამ გზის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის დასაცავად.
- რუსებმა ლიმანიდან და იზიუმიდან ერთდროულად სცადეს სლავიანსკისაკენ გაჭრა თუმცა მძიმე დანაკარგებით დაიხიეს უკან. როგორც ჩანს იზიუმიდან დაძრული რუსული დანაყოფები 35-ე არმიის განადგურების შემდგომ მთლიანად გამოიფიტა და ლიმანის დაჯგუფების იმედი აქვთ, რომელსაც რაიჰოროდოკთან, ოღონდ ჯერ კიდევ მდინარის აღმოსავლეთით უკრაინელები აკავებენ. პრაქტიკულად ბრძოლა კვლავ ლიმანის რკინიგზის სადგურიდან 3 კილომეტრში მიმდინარეობს.
- ზაპორიჟიას რაიონში რუსული ასეული შეტევისას ჩასაფრებაში მოჰყვა და თითქმის სრულად განადგურდა პოლოჰი-ჰულიაიპოლეს გზაზე.
- საარტილერიო ბრძოლა გრძელდება ქალაქი დონეცკის სიახლოვეს. რუსები მარიინკასა და განსაკუთრებით ავდიივკას ბომბავენ. ხოლო უკრაინელები რუსულ საცეცხლე პოზიციებს ესვრიან. საბრძოლო დუელის შუაგულში კი ქალაქი დონეცკია, რომელშიც ჭურვები ცვივა.
- უკრაინელებმა საბრძოლო მოქმედებებში სრულად ჩართეს პოლონელებისაგან მიღებული ტანკები და ნიდერლანდური (ამერიკული წარმოშობის) M113 ჯავშანტრანსპორტიორები. ახალი დანაყოფები ლუგანსკის რაიონის გათავისუფლებაში იღებენ მონაწილეობას.
- გერმანიამ დაიწყო რეალური ენერგო ალტერნატივის შექმნა - დამატებით 50 მილიარდ კუბური მეტრის გაზს გათხევადებულ მდგომარეობაში აშშ-საგან მიიღებენ.
- ბორის ჯონსონმა შიდა პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გულხელდაკრეფილი ჯდომას არ აპირებს, როდესაც აგრესორი მშვიდობიან ქვეყანას ანადგურებს. უკრაინა უმოკლეს ვადაში მიიღებს M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას. "ჰაიმარსებთან" ერთად ეს ის იარაღია, რომელსაც რეალური ცვლილების შეტანა შეუძლია ომში.
გიორგი კობერიძე
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way