USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 5 ივნისის შეჯამება
Date:  507
- რუსებმა კიევზე სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით სარაკეტო იერიში მიიტანეს რკინიგზაზე. ასეთი სარაკეტო იერიშები პრინციპულ ცვლილებას ომში ვერანაირი ფორმით ვერ შეიტანს. რუსების მიზანი უკრაინის ინდუსტრიის დასუსტება, ლოჯისტიკის შეფერხება და კიევის, როგორც ქალაქის დაშინების მცდელობაა.
- გუშინდელი ინტენსიური კონტრშეტევის შემდეგ უკრაინელები სევეროდონეცკის დაახლოებით 60%-ს აკონტროლებენ, ხოლო ქალაქის ცენტრთან ახლოს, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გრძელდება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, ისიც ძირითადად უკრაინული კონტრშეტევის ფონზე. რუსები ხვდებიან რომ ლისიჩანსკიდან უკრაინული არტილერია ადვილად სწვდება მათ პოზიციებს, რის გამოც ქალაქის სრულად აღება და მით უფრო ადვილად შენარჩუნება მათთვის სერიოზული გამოწვევა იქნება. თავის მხრივ რუსების მცდელობა სამხრეთიდან ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მისდგომოდნენ ლისიჩანსკს წარუმატებლად დასრულდა - უკრაინელებმა მათი შეჩერება მთელი ფრონტის ხაზზე შეძლეს.
სევეროდონეცკისათვის ბრძოლა რუსებს დიდი რაოდენობით მსხვერპლად უჯდებათ. უკრაინელები მინიმუმ 2000 მოკლულ რუს სამხედროზე აპელირებენ, თუმცა ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
- პოპასნაიადან დაძრული რუსული დანაყოფების მცდელობა გადაეკეტათ ბახმუტი-ლისიჩანსკის გზა არამხოლოდ მათი შეჩერებით, არამედ რუსი გენერლის რომან კუტუზოვის მოკვდინებით დასრულდა. რუსი გენერლის სიკვდილი უკრაინული არტილერიის ზუსტი დარტყმის შედეგია. რუსული ოფიცრების დანაკარგები ბოლო დღეებია მატულობს, რაც უკრაინელებს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ და სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს.
- უკრაინელებმა ზაპორიჟიეს რაიონში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამასთან, ბოლო ოთხი დღეა უკრაინელები ინტენსიურად ბომბავენ რუსების პოზიციებსა და მათ ლოჯისტიკურ ცენტრებს ოკუპირებულ ქალაქ პოლოჰთან. თუმცა ზაპორიჟიე ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული საარტილერიო ცეცხლის სამიზნედაა გადაქცეული. რაიონში მთელი დღის განმავლობაში რუსულ და უკრაინულ არტილერიას შორის დუელი გრძელდება.
- უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა განაცხადა, რომ ნებისმიერი საარტილერიო დანადგარი, რომელიც უკრაინას დაბომბავს რუსეთის ტერიტორიიდან შესაძლოა იქცეს უკრაინული არტილერიის ლეგიტიმური სამიზნედ. ეს შეიძლება არ გამოხატავდეს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას (და ოფიციალურად რთულად თუ განაცხადებს მსგავს რამეს ვინმე), მაგრამ არის ერთგვარი მინიშნება რუსეთისათვის, რომ ამ ომში ხელშეუხებელი არაფერი და არავინაა.
- ბოლო ორი დღეა რუსული პრესა თუ რუსი ოფიციალური პირები აკრიტიკებენ გერმანიის მცდელობას განაახლოს თავისი არსენალი. პირველ ეტაპზე 100 მილიარდიანი სამხედრო გადაიარაღების პროექტზეა საუბარი, რომლითაც მოძველებული გერმანული სამხედრო ტექნიკა უნდა განახლდეს და ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ წამყვან ძალად ჩამოყალიბდეს.
რეალურად ამ ომით რუსეთმა არამხოლოდ საკუთარი უძლეველობის მითი სრულად დაამსხვრია, არამედ ხელი შეუწყო ნატოს გაფართოებას, უკრაინის სამხედრო გადაიარაღებას და გერმანიის მილიტარიზაციასაც კი.
გიორგი კობერიძე
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way