USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 29 მაისის შეჯამება
дата:  351
- ქალაქი სევეროდონეცკისათვის მძიმე ბრძოლა გრძელდება. რუსების მცდელობა ქალაქის სიღრმეში შესულიყვნენ წარუმატებლად დასრულდა. საბრძოლო მოქმედებები ქალაქის გარეუბანში და ტყეში გრძელდება.
თუმცა სიტუაცია სწრაფცვალებადია ქალაქის სამხრეთით, 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე ტოშივკასა და უსტინივკაში. ეს უკანასკნელი მყარად უწევს წინააღმდეგობას რუსულ დაწოლას, მაგრამ ტოშივკა ბოლო ორ დღეში ორჯერ გადავიდა ხელიდან ხელში. ამჯერად დასახლებას კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ. ტოშივკა მდინარე სივერსკი დონეცის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ლისიჩანსკისაკენ მიმავალ გზას გადაჰყურებს.
- ბახმუტი-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის გზა გაიხსნა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსები დიდი ინტენსივობით ბომბავდნენ არსებულ მაგისტრალს, თუმცა უკრაინელებმა რუსების პოპასნაიადან წამოსული ნაწილები უკუაქციეს. მიუხედავად ამისა, გზა მძიმე ტექნიკის კოლონებისთვის უსაფრთხო არაა და მხოლოდ სწრაფად გადაადგილებადი მსუბუქი ტექნიკა ახერხებს მოძრაობას.
- გუშინდელი ჩასაფრებისა და რუსული ნაწილებისათვის ზიანის მიყენების შემდეგ უკრაინულმა დანაყოფებმა ლიმანის მიმდებარე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაც დატოვეს და მდინარის გადაღმა გამაგრდნენ. რუსები ჯერჯერობით მდინარესთან მიახლოებას ვერ ბედავენ. მათ დამატებითი ჩასაფრების გარდა დატბორვის ეშინიათ - გადასასვლელები ჭაობიანია ხოლო იქვე არსებული ჰესი უკრაინელთა ხელშია. მისი გაშვების შემთხვევაში ლიმანიდან იაროვამდე არსებული რუსული დანაყოფები განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან (თუმცა საფრთხე ექმნება უკრაინულ პოზიციებსაც).
- ხერსონის რაიონში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ ძალიან იმატა. უკრაინელებმა ნოვა კახოვკას გზაზე სოფელი კოსტრომკა გაათავისუფლეს. დღის მეორე ნახევარში რუსებმა სასწრაფოდ გადმოისროლეს დამატებითი თავდაცვითი ნაწილები. მას შემდეგ მძიმე საბრძოლო მოქმედებები უწყვეტად მიმდინარეობს. უკრაინელები როგორც ჩანს ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ ხერსონის რაიონიდან რუსების განდევნის საკითხს. სხვა თუ არაფერი ფრონტისპირა სხვა რაიონებიდან მოუწევთ რუსებს დამატებითი ნაწილების გადმოსროლა უკრაინული შეტევის მოსაგერიებლად, რაც უკრაინელებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა სხვა მიმართულებით.
- მნიშვნელოვანი ცვლილებაა შეიარაღებაში. პოლონელები უკრაინელებს KRAB-ის ტიპის თვითმავალ არტილერიას გადასცემენ. მას 30 კილომეტრში მოწინააღმდეგისათვის მაღალი სიზუსტით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ამასთან, პოლონელები აპირებენ თავიანთი არსენალიდან ტ-72 ტიპის ტანკები გადასცენ უკრაინელებს, სანაცვლოდ კი დიდი ბრიტანეთისაგან მიიღონ "ჩელენჯერ 2" ტიპის ტანკები.
- დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ხარკივის რაიონში და უშუალოდ ქალაქ ხარკივში ჩავიდა. მოინახულა ფრონტისპირა დასახლებები, შეაფასა სიტუაცია და დააჯილდოვა სამხედროები.
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ აპირებს დაუყვავოს აგრესორს და მიეტმასნოს მას. მან ხაზი გაუსვა, რომ მოწინააღმდეგე აუცილებლად შეხვდება მძლავრ საპასუხო ძალას. ტრასმა ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთისაგან საფრთხის ქვეშ მყოფი ყველა სახელმწიფო უნდა იყოს დაცული მსგავსი აგრესიებისაგან.
გიორგი კობერიძე
 
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати