USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 28 ივნისის შეჯამება
Date:  369
- დილით უკრაინელებმა ლუგანსკის რაიონში მდებარე "ვაგნერის" სამხედრო ბაზა დაბომბეს სტახანოვთან. უკრაინელთა მხრიდან ბოლო კვირებში განხორციელებული ასეთი ზუსტი იერიშები მაღალი ხარისხის სადაზვერვო ინფორმაციასთან კავშირსა და მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებაზე მიუთითებს.
- ლუგანსკის რაიონში, ლისიჩანსკის მიმართულებით სიტუაცია კრიტიკულია. რუსებმა ვოვჩოიარივკაში შესვლა მოახერხეს და ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 6 კილომეტრში მიუახლოვდნენ. ბახმუტი-ლისიჩანსკის გზის მონაკვეთზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსებს მელორიაზანცევე და ვოვჩოიარივკას ნაწილი აშორებთ უშუალოდ ლისიჩანსკის მისადგომებს. ამასთან, სამხრეთიდან, 5 კილომეტრში არიან რუსები ქალაქის გარე სამყაროსთანა დამაკავშირებელ მეორე, სივერსკის გზასთანაც. ქალაქი დიდ საფრთხეშია და ამ პირობებში მისი შენარჩუნება კოლოსალურ ფასს მოითხოვს. ახლა მხოლოდ ორი რაციონალური სცენარი შეიძლება იყოს ლოგიკური - ან კონტრშეტევა ლუგანსკის რაიონზე მათ შორის პოპასნას მიმართულებით, ან ლისიჩანსკის ევაკუაცია და საბრძოლო მოქმედებების ხაზის იმგვარად გასწორება, რომ რუსებს ძალების გაფანტვა მოუწიოთ. ახლა ლისიჩანსკისათვის უშალო ბრძოლა ქალაქში ალყაში მოქცევის საფრთხეს შექმნის. უკრაინელებს კი რამდენად აქვთ ალყის გარღვევის ან საკმარისი რესურსი ან გამოცდილება ცალკე საკითხია.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ უკრაინის არმიამ ლუგანსკის რაიონში პროგრამა მინიმუმს მიაღწია და რუსული არმია გამოფიტა, ყველა რეზერვის ჩართვა აიძულა და გადაიარაღებისათვისაც დრო მოიგო. ახლა, რაც არ უნდა მოხდეს ლისიჩანსკში რუსებმა წინსვლა ვეღარ უნდა შეძლონ დონეცკის რაიონში.
- დღეს მძიმედ დაიბომბა მიკოლაივის რაიონი სამხრეთში. რაკეტები ჩაცვივდა როგორც ქალაქ მიკოლაივში ისე სანაპირო ქალაქ ოჩაკივში. ყველა მოკლული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეა.
- დღეს რუსული რაკეტების სამიზნე ქალაქი დნიპრო იყო. რუსებს განზრახული ჰქონდათ ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობისათვის ტერორი მოეწყოთ. რამდენიმე რაკეტა ერთდროულად გაუშვეს ქალაქის მიმართულებით. უკრაინელებმა მათი დიდი ნაწილის ჩამოგდება მოახერხეს, თუმცა დარჩენილი რუსული რაკეტების სამიზნედ მეტროსადგური და რკინიგზის ინფრასტრუქტურა იქცა.
- საფრანგეთი ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს მიაწვდის უკრაინას. ახლა, როდესაც რუსული შეტევა განსაკუთრებით კრიტიკულია, უკრაინის გადაიარაღებას დასავლეთი ბევრად სერიოზულად ეკიდება, განსაკუთრებით კი G7 სამიტის შემდეგ.
- აშშ-მ ვენესუელაში დელეგაცია გაგზავნა მოსალაპარაკებლად. ვაშინგტონი თეირანთანაც ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას. ამით, ერთის მხრივ საუდის არაბეთზეც ხორციელდება ზეწოლა, რომლებიც ნავთობის მოპოვებას არ ზრდიან რომ ფასი დაეცეს, ხოლო მეორეს მხრივ თუკი ირანული და ვენესუელური ნავთობი ბაზარზე დიდი რაოდენობით გამოჩნდება ფასი თავად ჩამოვა დაბლა.
გიორგი კობერიძე
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way