USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 25 ივნისის შეჯამება
дата:  504
- ლუგანსკის რაიონში, ლისიჩანსკის სამხრეთით, ზოლოტეს ნაწილში მეტ-ნაკლებად ნათელი გახდა თუ როგორ განხორციელდა ევაკუაცია - უკრაინელები 21-22 რიცხვამდე აკავებდნენ რუსულ შეტევას, ხოლო 21-22 ივნისს სიტუაცია იმდენად კრიტიკული გახდა რომ ევაკუაცია დაიწყო, რაც პირველ ეტაპზე წარმატებით განხორციელდა - უკრაინელთა მნიშვნელოვანი ნაწილი და ტექნიკა გამოვიდა საბრძოლო ზონიდან მანამ, სანამ ალყა შეიკვრებოდა, თუმცა ცოტა უფრო გვიან სამხედროთა გარკვეულ ნაწილს გარღვევაზე გასვლა მოუწია, რასაც კიდეც მოჰყვა სამხედროთა მცირე დანაკარგი, ხოლო ცალკეული ჯგუფები ტყვედ ჩაცვივდნენ. მიუხედავად ამისა უკრაინელებმა საბრძოლო მოქმედებების დასტაბილურება შეძლეს და მაგისტრალამდე არ მიუშვეს მოწინააღმდეგე.
- რუსებმა სევეროდონეცკის საცხოვრებელი უბნები სრულად დაიკავეს, თუმცა ინდუსტრიული ზონის ნაწილში ჯერ კიდევ ვერ შეძლეს შეღწევა. ამასთან, დღესვე რუსებმა ქალაქის მომიჯნავედ სიროტინესა და ვორონოვეზე სცადეს შეტევა, თუმცა უკრაინელთა წინააღმდეგობის ფონზე უკან დახევა მოუწიათ. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში მოხერხდეს ბრძოლის მდინარის მეორე ნაწილში დაყოვნება, რათა სევეროდონეცკის ირგვლივ უკრაინელებმა ორგანიზებულად შეძლონ უკანდახევა.
- ლისიჩანსკი უკრაინელთა ხელშია და საკმაოდ საიმედოდაა დაცული. სამხრეთიდან დივერსიული ჯგუფების შეჭრა უკრაინელთა მიერ ადვილად იქნა მოგერიებული და უკუგდებული.
- ხარკივის / ხარკოვის რაიონში რუსებმა სცადეს საზღვარი სოფელ უდისთან გადაელახათ და საბრძოლო ოპერაციის ახალ მიმართულებაზე ეიძულებინათ უკრაინელ სამხედროთა მობილიზაცია, თუმცა პირველივე ჯგუფი, რომელმაც უკრაინელთა პოზიციასთან მიახლოება მოახერხა სრულად იქნა განადგურებული. საინტერესოა, რომ აქ რუსებს ის ტაქტიკაც აქვთ, რაც ომის პირველ დღეებში იყენებდნენ - დიდი რაოდენობით დივერსიული ჯგუფები პატარ-პატარა ჯგუფებად იშლებიან და სოფელ-სოფელ იწყებენ მოქმედებას.
- დონეცკის რაიონში უკრაინელებმა ქალაქ სნიჟნეში რუსული სამხედრო პოზიციები დაბომბეს. ეს შემთხვევა განსაკუთრებულია ორი მიზეზის გამო - რუსებს სნიჟნე 2014 წლიდან აქვთ ოკუპირებული და ის რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. ჯერჯერობით ვერცერთი უკრაინული არტილერია ვერ სწვდებოდა რუსების პოზიციებს სნიჟნეში, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.
- ამავე რაიონში, მარიინკასთან ახლოს უკრაინელებმა რუსების დიდი დანაყოფის განადგურება შეძლეს, რომლებიც ქალაქში შესვლას ცდილობდნენ.
- უკრაინაში დღეს კიევისა და ჟიტომირის რაიონები ინტენსიურად იბომბებოდა. რუსები ბელორუსის სახმელეთო და საჰაერო სივრცეს იყენებენ. ომი როგორც არ უნდა დასრულდეს ლუკაშენკასა და ბელორუსს ამ სახით რთულად თუ აქვს მომავალი. რუსეთს მისი ანექსია სურს, ხოლო დასავლეთისა და უკრაინისათვის ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ბელორუსის შიგნით პრო-რუსული ძალები ძალიან ძლიერები არიან, ქვეყნის გარეთ ბელორუსული 500 სამხედროსაგან შემდგარი ლეგიონი არსებობს უკრაინელთა მხარეს, რომელთაც მინსკის რუსეთისაგან გათავისუფლებაც სურთ.
- ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა "გარდიანთან" საუბრისას განაცხადა, რომ თუკი უკრაინელებს ვიღაცები ცუდ მშვიდობას რეალურად კი მარცხს სთავაზობენ ეს დამღუპველი და მიუღებელი იქნება, რადგან ცუდი მშვიდობა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობით დგება და ამას უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს.
გიორგი კობერიძე
 
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати