USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 24 ივნისის შეჯამება
Date:  371
- სევეროდონეცკიდან უკრაინული სამხედრო ნაწილების ევაკუაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჯერ ევაკუაცია არ დასრულებულა და არც ისაა ცნობილი ქალაქის გარდა გარშემო სოფლების ევაკუაციაც მოხდება თუ არა, მაგრამ სიტუაცია რომ კრიტიკული გახლდათ და შესაძლო ალყის საფრთხეც იქმნებოდა ევაკუაცია ყველაზე სწორ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ამ პროცესში რამდენიმე სირთულეა: ხიდები, რომლებიც ლისიჩანსკთან აკავშირებს სევეროდონეცკს დაბომბილია. უკრაინელებს მდინარის გადალახვა რეალურად ცურვით მოუწევთ ან იმ ხიდების იმედად უნდა დარჩნენ, რომლებიც რუსების სამიზნედაა ქცეული და უკვე მძიმედაა დაზიანებული. მეორე გარემოება ტექნიკაა - რა ბედი ეწევა უკრაინულ მძიმე ტექნიკას რომელიც სევეროდონეცკისათვის ბრძოლაში იყო ჩართული - უცნობია. შესაძლოა ვივარაუდოთ რომ მათი დიდი ნაწილი ან განადგურდა ან გადასროლილი იქნა მდინარის მეორე მხარეს, რადგან ინდუსტრიულ რაიონში მათი გამოყენების ეფექტურობა ლიმიტირებული იქნებოდა.
- სიტუაცია საკმაოდ გართულებულია ლისიჩანსკის მიმართულებით. ბახმუტი-ლისიჩანსკის გზა კვლავ უკრაინელთა ხელშია, თუმცა გზის გასწვრივ, მიკოლაივკა ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსებმა აიღეს. ეს მათ ლისიჩანსკთნ მიახლოების საშუალებას აძლევს.
ასევე მთელი დღის განმავლობაში რუსული ავიაცია და არტილერია ლისიჩანსკის მიდამოს ინტენსიურად ბომბავდა, რაც არამხოლოდ მშვიდობიანების ევაკუაციას ართულებს აღნიშნული ტერიტორიიდან, არამედ ქალაქის დამცველთა მომარაგებასაც. ერთადერთი რაც ამ ფონზე შეიცვალა ისაა, რომ უკრაინელებმა სივერსკი-ლისიჩანსკის საგზაო მონაკვეთი უფრო აქტიური და უსაფრთხო გახადეს და მხოლოდ ბახმუტზე დამოკიდებულები აღარ არიან.
- ხერსონში პარტიზანებმა და წინააღმდეგობის მოძრაობამ ააფეთქა მოღალატე, რუსეთის მხარეს გადასული სამხედრო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დიმიტრი სალვუჩენკო. მისი გვამი ხერსონის ცენტრთან ეგდო ყველას დასანახად და სხვა მოღალატეებისათვის ჭკუის სასწავლებლად. სხვა ოკუპირებულ ქალაქებში რუსების მხარეს გადასული მოღალატეები რუსებს 24 საათიანი დაცვის ქვეშ ჰყავთ, თუმცა მათ შესახებ უკრაინელებმა კარგად უწყიან და დღევანდელი ამბავი კარგად დააფიქრებთ საკუთარ მომავალზე.
ეს დღეები უკვე რამდენჯერმე გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია თუ კადრი პარტიზანების მიერ დატყვევებული რუსების შესახებ ხერსონის რაიონიდან. ეს ყველაფერი გარკვეულ პანიკას ქმნის რუსების და ახლა უკვე კოლაბორაციონისტების რიგებშიც.
- უკრაინული სამხედრო ნაწილები მცირე დაჯგუფებებად მასშტაბურად მიიწევენ ხერსონის მიმართულებით. დღეს უკრაინული დაჯგუფებები პრაქტიკულად ხერსონის გარეუბანში მოქმედებდნენ უკვე. ხერსონის მიმართულებით რუსების მხრიდან დაძაბულობა აშკარაა. თუკი უკრაინული შეტევა სრულმასშტაბიანად და ერთიანად დაიწყო არაა გამორიცხული რუსებმა ანტონოვის ხიდი ააფეთქონ და მდინარე დნეპრის მეორე მხარეს გადავიდნენ. რეალურად მთელი უკრაინა ელოდება ხერსონზე შეტევის ამბავს.
- ამუშავდა უკრაინული ჰაიმერსები. ნანატრი არტილერია ადგილზეა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ რუსულ პოზიციებს. თუმცა მიმართულებების შესახებ უკრაინელებს არ უსაუბრიათ და ალბათ ამ ეტაპზე არც გახდება ცნობილი.
- უკრაინელებმა ოხივითან ახლოს ერთ-ერთ მონაკვეთზე რუსული თავდაცვის ზღუდე გადალახეს ზაპორიჟიას რაიონში. უკრაინელები ორიხივიდან პოლოჰისა და მელიტოპოლის მიმართულებით ცდილობენ წინსვლას. როგორც ადრეც აღმინიშნავს, ეს ისეთი სტეპური და ურბანული თვალსაზრისით მეჩხერი ზონაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატება გაჭირდება. უკრაინელები როდესაც პოლოჰის გაათავისუფლებენ პრაქტიკულად მთელი რიგი შესაძლებლობები გაეხსნებათ.
ზოგადი შეჯამება: იმ ფონზე რომ რუსებს პრაქტიკულად მთელი თავიანთი შემტევი ძალების უმრავლესობა ლუგანსკის რაიონის აღებისათვის აქვთ გადასროლილი ბევრი შესაძლებლობა უჩნდებათ უკრაინელებს, მათ შორის ხერსონის, მელიტოპოლისა და ხარკივის რაიონში, იზიუმის მიმართულებით.
გიორგი კობერიძე
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way