USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 23 ივნისის შეჯამება
дата:  397
- გაურკვეველია ზუსტად რა ვუთარებაა ლუგანსკის რაიონში, ლისიჩანსკის სამხრეთით, ზოლოტესთან დაკავშირებით. უკრაინელებმა ევაკუაცია განახორციელეს და ლისიჩანკის მოსაზღვრედ გამაგრდნენ, თუმცა რუსები ამბობენ, რომ ზოლოტეს სამხედროების ნაწილი ალყაშია მოქცეული და რომ მათ გამოსვლა ჰირსკეს გზიდან ვეღარ მოასწრეს. მეორეს მხრივ არც ის არის ცნობილი რეალურად შეიკრა თუ არა ალყა და დარჩენილია თუ არა გამოსასვლელი უკრაინელი სამხედროებისათვის (თუკი ევაკუაცია მართლაც ვერ/არ მოესწრო). რეალურად, უკრაინელები გუშინდელი დღის ჩათვლით გამოსასვლელ გზას კარგად აკონტროლებდნენ და საკმაოდ უცნაური ამბავი იქნება თუკი ამ ფონზე ვინმე მართლაც დარჩებოდა ალყაში.
- უკრაინულმა ნაწილებმა დღეს ლისიჩანსკიდან 7-8 კილოემტრში, დასახლება ვოვჩოიარივკასა და ბილჰა ჰორას გაწვრივ თავდაცვის ახალი ზღუდე შექმნეს. ამასთან, რუსებმა სევეროდონეცკის მიმართულებით მომიჯნავე დასახლებებსაც შეუტიეს, რომელთაგანაც ბორივსკე ყველაზე დიდია. უკრაინელებმა შეტევის მოგერიება შეძლეს. ამასთან, სევეროდონეკის ინდუსტრიული რაიონისათვის ბრძოლა გრძელდება.
რუსები მთელ დაწოლას ახლა ლუგანსკის რაიონზე ახორციელებენ. სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი დონეცკის რაიონიდანაც კი ჰყავთ გადმოსროლილი. რთული სათქმელია სევეროდონეცკი კიდევ რამდენ ხანს იდგება თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ახლა მთავარია თავად ლისიჩასკი არ მოექცეს ალყაში.
- იზიუმიდან სლავიანსკიზე შეტევა ჩავარდა. დოლინასთან რუსები ტყვედ ჩაცვივდნენ. ეს მიმართულება ამჯერად მნიშვნელოვნად დასტაბილურდა.
- დონეცკის რაიონში, ქალაქი დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით რუსებმა მარიინკაზე სცადეს შეტევა. უკრაინელებმა მოიგერიეს იერიში და მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს მოწინააღმდეგეს.
- გრძელდება კუნძული ზმეინის დაბომბვა. უკრაინელები არ ავრცელებენ არც დეტალურ ინფორმაციას და არც ფოტომასალას, მაგრამ ეს დღეებია შავ ზღვაში რუსული პოზიციები ინტენსიურად იბომბება.
- როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დაწერა HIMARS-ები უკრაინაშია. სავარაუდოა, რომ მოკლე ხანში მათ ამუშავებასა და რეალურ მნიშვნელობას ვიხილავთ.
- აშშ-მ კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო უკრაინას. უცნობია თუ რას მოიცავს იგი.
გიორგი კობერიძე
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати