USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 20 ივნისის შეჯამება
თარიღი:  352
- ქალაქ დონეცკზე საარტილერიო იერიშები გრძელდება. მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქის შემოგარენშიც, სადაც სამხრეთ-დასავლეთით მარიინკა მდებარეობს, ჩრდილო-დასავლეთით კი ავდიივკა. უკრაინელები პრაქტიკულად უწყვეტი საარტილერიო ცეცხლით ბომბავენ რუსულ სამხედრო-საცეცხლე პოზიციებს, რაც ამ უკანასკნელებს დასავლეთისაკენ გადაადგილებას, ავდიივკა-მარიინკას მიმართულებით წინსვლასა და იარაღითა და საკვებით მომარაგებაში ხელს უშლის. როგორც ჩანს უკრაინელები ზედმიწევნით ზუსტად, დრონების გამოყენებით ირჩევენ სამიზნეებს და შემდგომ ხდება საარტილერიო იერიში დაწყება.
ამასთან, თავად რუსული არტილერია, რომელიც მაღალი სიზუსტით არ გამოირჩევა, უკრაინული პოზიციების ნაცვლად ხანდახან თვის სამხედროებსაც კი ბომბავს ხოლმე ფრონტის ხაზთან საკმაოდ ახლოს. ზოგადად, დონეცკის მომიჯნავედ ფრონტის ხაზი მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიცვალა - მარიინკას გარკვეული ნაწილი უკრაინელებმა დაიბრუნეს, რომელზე კონტროლიც 2014 წლიდან დაკარგული ჰქონდათ.
- სამხედრო სამიზნედ იქცა ლუგანსკის რაიონში ორი სხვადასხვა წერტილი, სადაც რუსები დიდი რაოდენობით ტყვია-წამალს ინახავდნენ. უკრაინელები სარაკეტო დარტყმებს ზედმიწევნით ზუსტად, საკმაოდ ორგანიზებულად და აუჩქარებლად იყენებენ.
- რუსებმა რამდენჯერმე დაბომბეს ოდესა, ოდესის სანაპირო ზოლი და მიკოლაივის რაიონში ზღვისპირა ტერიტორიები. ზარალზე საუბარი არ ყოფილა. ზოგადად უკრაინულ დანაკარგებზე საუბარი ჭირს. რამდენიმე დღის წინ არესტოვიჩმა 10 ათასი სამხედრო დაასახელა, მაგრამ ომის პირობებში, როდესაც საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს, ზუსტ ციფრზე საუბარი ძალიან რთული იქნება. სამაგიეროდ, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის საკითხია შედარებით ნათელი - მათი რაოდენობა 50 ათასამდეა.
- მძიმე ბრძოლა გრძელდება ბოჰოროდიჩნესთნ, იზიუმი-სლავიანსკის გზიდან 5 კილომეტრში, მდინარე სივერსკი დონეცთან, სვიატოჰირსკის მოპირდაპირედ. რუსებმა ქალაქის ნახევარი დაიკავეს. რუსებმა არამხოლოდ ხიდის დაკავება შეძლეს მდინარის გადმოღმა, არამედ ჩრდილოეთიდან - იზიუმიდან - წამოსული ნაწილებიც შევიდნენ ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილში. ეს უკვე მეორე შეტევაა უშალოდ ქალაზე. პირველად რამდენიმე დღის წინ სცადეს ბოჰოროდიჩნეს აღება, თუმცა მაშინ უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ რუსებმა უკან დაიხიეს. ახლაც ბრძოლა ქალაქის მიმართულებით ინტენსიურად გრძელდება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქალაქიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 5 კილომეტრში იზიუმი-სლავიანსკის მაგისტრალი მდებარეობს და იქ გასვლის შემთხვევაში უკრაინული ნაწილები დოლინასთან - რომელიც იზიუმიდან დაძრულ რუსულ ნაწილებს აკავებს - ალყის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
- შავ ზღვაში უკრაინელებმა ის გაზსაძიებო სადგური "პეტრო ჰოდოვანეცი" დაბომბეს, რომელიც რუსებს 2014 წლიდან ანექსირებული ჰქონდათ. ყირიმის რუსული ადმინისტრაცია შფოთავს, რადგან ეს მისი ადმინისტრაციის ნაწილად იყო მოაზრებული მათსავე მიერ. თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი მათთვის არა თავად ფაქტი, არამედ ის იარაღია, რითაც მათი განადგურება მოხდა. რუსები ჰარპუნებზე საუბრობენ. ეს კი მათი საზღვაო დომინაციის დასასრულის შუა წერტილია.
- ბრძოლა სევეროდონეცკისათვის გრძელდება. დღეს რუსებმა ქალაქის მომიჯნავედ დასახლება მეტოლკინეს სრულად დაკავება შეძლეს და სამხრეთით, ლისნა დაჩასაკენ სცადეს გაწევა, რომელიც სევეროდონეცკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ემიჯნება. თუმცა რუსების შემტევი ნაწილების ავანგარდი სრულად განადგურდა და უკან დახევა მეტოლკინესაკენ მოუწიათ, რის შედეგად ბრძოლა კვლავ მეტოლკინეს მისადგომებთან გაგრძელდა.
საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.