USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 2 ივნისის შეჯამება
дата:  746
- ლუგანსკის რაიონში ბრძოლა სევეროდონეცკისათვის გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინული არტილერია ლისიჩანსკის სიმაღლეებიდან ინტენსიურად ბომბავს რუსულ პოზიციებს სევეროდონეცკის მიმართულებით. ამასთან, როდესაც რუსებმა სევეროდონეცკის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშის აღმართვა სცადეს უკრაინულმა დანაყოფებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ინტენსიური ბრძოლა ქალაქის სამხრეთის რაიონების ქუჩებში გრძელდება. უკრაინელთა ცნობით მარტო დღეს რუსებმა 150 სამხედრო დაკარგეს ქალაქისათვის ბრძოლაში.
დღეს სევეროდონეცკში უკრაინული სპეციალური დანაყოფის რაზმმა სეპარატისტი და რუსი სამხედრო ტყვეების აყვანაც კი შეძლო. ქალაქისათვის ბრძოლა რუსების დიდი დანაკარგების ფონზე მიმდინარეობს. სხვათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინელები უფრო მეტად ფლანგებზე კარგავენ პოზიციებსა და ცოცხალ ძალას, ვიდრე უშუალოდ სევეროდონეცკში, სადაც რეალური საფრთხის ფონზე რიგი დაუცველი პოზიციებიდან ევაკუაცია განახორციელეს, ხოლო სადაც გამაგრებულები არიან იქ კარგად ართმევენ თავს რუსულ შეტევას.
- რუსები ცდილობენ ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთიდან მიადგნენ. ჯერჯერობით ქალაქიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ზოლოტეს ზღუდე ისევ დგას, თუმცა ლისიჩანსკიდან 10 კილომეტრში, სოფელ უსტინივკაში ბრძოლა ინტენსიურ ფაზაში შედის. ამასთან, რუსებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ბახმუტი-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის გზის გადაკეტვა, თუმცა დღის განმავლობაში არაერთხელ იყო ამის მცდელობა.
- ბერდიანსკის პორტში მიყოლებით რამდენიმე აფეთქება მოხდა. რთული სათქმელია რა იყო სამიზნე და რისი მეშვეობით განხორციელდა იერიში, მაგრამ უკრაინელები რუსული სამხედრო ხომალდების დაზიანების შესახებ იუწყებიან.
- რუსები აცხადებენ, რომ უკრაინელები ერთი კვირაა ინტენსიურად ბომბავენ დონეცკსა და მის შემოგარენს. რთული სათქმელია რეალურად რა ხდება ამ მიმართულებით.
- რთული ჰუმანიტარული სიტუაციაა მარიუპოლში. ქალაქს არ აქვს წყალი, გაზი და დენი. რუსები კვლავ თხრიან მასობრივ სამარხებს რათა ახალი თუ წინა დღეების გარდაცვლილები დამარხონ. როდესაც უკრაინელები ამ ქალაქს გაათავისუფლებენ ძალიან ბევრი რუსული დანაშაული იხილავს დღის სინათლეს.
- რუსული საარტილერიო იერიშები ძალიან ინტენსიური გახდა როგორც დონეცკის, ისე ხერსონის რაიონში. ამ უკანასკნელში უკრაინელთა წინსვლა რუსების ევაკუაციის ფონზე კვლავ გრძელდება. რუსებმა ყველა იმ სოფლიდან გასვლა გადაწყვიტეს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონია. ზოგადად ხერსონში წინსვლა მნიშვნელოვანი სტიმულია უკრაინელებისათვის.
გიორგი კობერიძე
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати