USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 19 ივნისის შეჯამება
Date:  515
- დღეს რუსებმა ძალიან მასშტაბური შეტევა წამოიწყეს ლისიჩანსკის სამხრეთით, ზოლოტეს თავდაცვის ზღუდის გასარღვევად, რომელიც უკრაინელებს 2014 წლიდან აქვთ მოწყობილი. რუსები სამი მიმართულებიდან უტევდნენ - სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. მხოლოდ ჩრდილოეთით მიმავალი სამაგისტრალო მონაკვეთია უკრაინელთა ხელში. თუმცა რუსებს შეტევა არათუ ჩაუვარდათ, არამედ ძალიან დიდი დანაკარგები მიიღეს და მათი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. შემდგომ უკრაინელებმა მცირე კონტრშეტევა წამოიწყეს და აღმოსავლეთიდან წამოსული რუსული ნაწილები უკუაგდეს და სოფელ ორიხოვესაკენ დაახევინეს, რომელთანაც ახლოს შეტაკებები ახლაც გრძელდება. რუსებმა ამ უზარმაზარი მსხვერპლის ფასადაც კი ვერ გაარღვიეს ზოლოტეს თავდაცვის ზღუდე. იმაზეც კი დაიწერა, რომ რუსები და ლუგანსკელი სეპარატისტები ამ მიმართულებით საბრძოლო ოპერაციაში ჩაბმაზე უარს აცხადებენ, უეჭველი სიკვდილის გამოო.
- ზოლოტეს ჩრდილოეთით, 9 კოლომეტრის დაშორებით, ლისიჩანსკთან კიდევ უფრო ახლოს, მდინარეს მიმდებარედ არსებულ სტრატეგიულ სოფელ ტოშკივკასთან და უსტინივკასთან ბრძოლა გრძელდება. მერამდენედ გადავიდა ხელიდან ხელში აღნიშნული დასახლებები უკვე ბუნდოვანია, თუმცა დღეს უკრაინელებმა არათუ უსტინივკა შეინარჩუნეს, არამედ ტოშკივკას ნაწილის დაბრუნება შეძლეს.
- მას შემდეგ რაც გუშნდელს შემდგომ ბახმუტი-ლისიჩანსკისა და სივერსკი-ლისიჩანსკის გზა ამუშავდა განახლდა ლისიჩანსკიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
- [რუკა] - ტოტალური ბრძოლა სევეროდონეცკისათვის გრძელდება. საბრძოლო ოპერაციები ინდუსტრიული რაიონის შესასვლელში და სამხრეთის რაიონებში მიმდინარებს. რუსებმა რამდენიმე მიმართულებით სიღრმეში შეჭრა მოახერხეს, მაგრამ უკრაინელთა მხრიდან აქტიური საპასუხო ცეცხლის ფონზე უკან დახევა მოუხდათ. უკრაინელები აკონტროლებენ მდინარე სივერსკი დონეცზე გადასასვლელი სამი ხიდიდან ორს და სევეროდონეცკის მომიჯნავე სოფლებს სამხრეთით. რაც შეეხეა მესამე ხიდს, რუსები ცენტრალური გადასასვლელი ხიდის დაკავებას ცდილობენ სინეცკის მიმართულებით. სამივე ხიდი მძიმედაა დაზიანებული, მაგრამ ქვეითების გადასვლა მოხერხდება, ისევე როგორ მსუბუქი ტექნიკის. ქალაქში სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა სევეროდონეცკის სრულად აღება რუსეთს ძალიან უჭირს. ბრძოლა 45 დღეა გრძელდება ქალაქისათვის, რაც რუსეთის რეპუტაციისათვის სრული კრახია.
- უკრაინელები ამბობენ, რომ მარიუპოლში დატყვევებული აზოვის პოლკის ლიდერები მოსკოვში გადაიყვანეს დასაკითხად. სხვა დეტალები არაა ცნობილი.
- ხერსონში უკრაინელებმა თითქმის ყველა მიმართულებით შეტევისათვის მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავეს და რუსებთან ინტენსიურ საარტილერიო დუელში ჩაებნენ. რუსული პოზიციები ხერსონისა და კახოვკას მიმართულებით ინტენსიურად იბომბება.
- ხარკივის ჩრდილოეთით უკრაინელებმა დამატებითი ნაწილები გადაისროლეს. რუსების შესაჩერებლად ყველა მნიშვნელოვანი რესურსია ჩაბმული. მათი მიზანი რუსების შეტევის არათუ შეკავება, არამედ სრულად მოგერიება და შემდგომ სტარი სალტივის გადაღმა იზიუმის არტერიის გადაკეტვაა. დღეს რუსებმა რამდენიმე ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგეს სხვა ათობით სამხედროსთან ერთად. მოკლედ, ყოველ ჯერზე როდესაც ხარკივის საკითხი განიხილება აღმოჩნდება, რომ რუსების დანაკარგები ერთიორად მატულობს ხოლმე.
- მოლდოვაში ყველა რუსულენოვანი არხი აიკრძალა.
გიორგი კობერიძე
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way