USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 15 ივნისის შეჯამება
дата:  345
- გუშინ რუსები იტყობინებოდნენ დონეცკის რაიონში ბოჰოროდიჩნე სრულად ავიღეთ და ცენტრალურ სლავიანსკი-იზიუმის გზაზე აღმოსავლეთიდან გავალთო. როგორც ჩანს ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ იყო მართალი. რუსებმა ქალაქის ნაწილის დაკავება გუშინ მართლაც მოახერხეს, მაგრამ სრული კონტროლი და მით უფრო იმ გზის გასწვრივ პოზიციების დაკავება ნამდვილად არ მომხდარა, რომელიც სლავიანსკი-იზიუმის მაგისტრალს უერთდებოდა. დღეს დილით კი უკრაინელებმა კონტრშეტევის შემდეგ რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დიდი უმრავლესობა გაათავისუფლეს და რუსებს უკან დაახევინეს კიდეც სვიატოჰირსკის, შესაბამისად კი მდინარის მიმართულებით. თუმცა რუსები ბოჰოროდიჩნეს ჩრდილოეთიდანაც არიან მიმდგარები და რთული სათქმელია რა ხანგრძლივობით შეძლებენ უკრაინელები იმის შენარჩუნებას.
მიუხედავად უკრაინელთა დილის წარმატებისა, რუსები იზიუმიდან სამხრეთით, დოლინასთან მიახლოებას ცდილობენ და პირდაპირ იერიშს იზიუმი-სლავიანსკის M-03 გავლით ცდილობენ.
- სევეროდონეცკისათვის ბრძოლა გრძელდება. რუსები ტემპის დაგდებას არ აპირებენ და მზად არიან გაიღონ ძალიან დიდი მსხვერპლი და მაინც წაწიონ წინ, თუმცა უკვე მესამე დღეა ქალაქის სამხრეთ რაიონებში შეღწევა ძალიან უჭირთ. ამასთან, უკრაინული არტილერია მაღალი სიზუსტით ბომბავს რუსულ ნაწილებს სევროდონეკცში და მის ირგვლივ. რუსული საარტილერიო ნაწილები, რომლებიც უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ მუშაობდა უკრაინულმა არტილერიამ გაანადგურა.
სევეროდონეცკში აქტიურადაა ჩართული ქართული ლეგიონიც. უკრაინელები მათ მოქმედებას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ. პრაქტიკულად, ქალაქის რიგი ნაწილის დაცვა სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდება.
- უკრაინელები სამხრეთის მიმართულებით, ზაპორიჟიას რაიონში რამდენიმე რუსული ტანკისა და საარტილერიო დანადგარის ხელში ჩაგდების შესახებ იტყობინებიან. მძიმე ტექნიკის თვალსაზრისით რუსული ნაწილები რომ ავსებენ უკრაინელებს მგონი ასეთი სისწრაფით ვერავინ ახერხებს.
- დღეს აფეთქების ხმა ისმოდა რუსეთში, ბელგოროდის რაიონში, ყირიმში სიმფეროპოლთან ძალიან ახლოს და ხერსონთან, სადაც ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტია განადგურებული.
- რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გერმანიაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და მომდევნო საათებშიც გაგრძელდება ის სხვადასხვა ფორმატში. შეხვედრის წინ დაანონსდა რომ აშშ კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას - ლენდ ლიზის მიღმა.
- ნატოს მადრიდის სამიტზე ფინეთისა და შვედეთის გვერდით საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებიც არიან მიწვეულები. სამიტი 29-30 ივნისს გაიმართება.
გიორგი კობერიძე
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати