USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 14 ივნისის შეჯამება
дата:  325
- გამთენიას რუსეთის ქალაქი ბრიანსკი აფეთქებების კიდევ ერთმა სერიამ გააღვიძა. განადგურებულია სამხედრო საწყობი და ბაზის ნაწილი. რუსები ვერ შეთანხმებულან უკრაინელმა დივერსანტებმა განახორციელეს შეტევა თუ უკრაინული რაკეტები ჩამოცვივდა. ფაქტია, ბრიანსკი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ცეცხლის ქვეშ.
- დონეცკის რაიონში, იზიუმის დასავლეთი უკრაინელები განაახლეს კონტრშეტევა და სპივაკივკას შემდეგ პრიდონეცკე გაათავისუფლეს. ეს ერთი შეხედვით მინორული წინსვლაა, მაგრამ მოვლენები უკვე იზიუმიდან 5 კილომეტრში ვითარდება.
- რუსული სამხედრო პოზიციები დაიბომბა ნოვა კახოვკაშიც. ამ მიმართულებით - ხერსონის რაიონში - უკრაინულ არტილერია თავისუფლად მოქმედებს. როგორც ჩანს რუსებს დიდი მსხვერპლი აქვთ, რადგან სწორედ ხერსონსა და კახოვკაში მოახდინეს ძალების მობილიზება უკრაინელთა კონტრშეტევის შესაჩერებლად.
- ხარკივის რაიონში რუსებმა ვერ მოახერხეს მდინარე სივერსკი დონეცის გადმოლახვა და სტარი სალტივის ხელახლა აღება. ბრძოლა სალტივიდან 15 კილომეტრში გრძელდება რუსეთის საზღვართან ახლოს, ამჯერად უკრაინელები აქტიურობენ. რუსები ხარკივის მიმართულებას მხოლოდ იმიტომ კი არ ააქტიურებენ, რომ საკუთარი ზურგი დაიცვან იზიუმში, არამედ აშკარად აქვთ იმის იმედი, რომ რაიმე სერიოზულ წინსვლას მიაღწევენ ქალაქის მიმართულებით. არადა როგორც ამ ომმა გვიჩვენა ხარკივისაკენ გაჭრის ყველა მცდელობა (პირველივე დღიდან მოყოლებული) სუიციდი იყო რუსული არმიისათვის. დღესაც, უკრაინელებმა რამდენიმე რუსული ტანკისა და ამდენივე ჯავშანტრანსპორტიორის განადგურება შეძლეს.
- დონეცკისა და ლუგანსკის რაიონის საზღვარზე, ბახმუტი-ლისიჩანსკის გზა იმდენად დიდი ინტენსივობით იბომბება, რომ პრაქტიკულად გაუვალი გახდა იქაურობა. თუმცა ამ მიმართულებიდან ვერც ბახმუტისაკენ და ვერც ლისიჩანსკისაკენ წინსვლა რუსებმა ვეღარ მოახერხეს. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა რომ უკრაინელები უფრო ჩრდილოეთით არსებულ სივერსკი-ლისიჩანსკის გზას გაააქტიურებენ, რადგან დიდი ტვირთების ბახმუტი-ლისიჩანსკზე გატარება უკვე შეუძლებელი ხდება.
- რუსები სამხრეთიდან ცდილობენ ლისიჩანსკთან მიახლოებას. თუმცა უშედეგოდ. უკრაინელებს ლისიჩანსკიდან 10 კილომეტრში უსტინივკასთან და 12 კილომეტრში ტოშკივკასთან ძალიან გამოცდილი ნაწილები ჰყავთ თავმოყრილი, რაც ამ ეტაპზე რუსული შეტევის შეჩერების წინაპირობა გახდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად ლისიჩანსკზე სარაკეტო და საარტილერიო იერიში უწყვეტად მიმდინარეობს. უკრაინელებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ მოქმედება.
- ბრძოლა სევეროდონეცკის სამხრეთ რაიონებისა და ინდუსტრიული რაიონისათვის გრძელდება. რუსებმა ქარხნების მიმართულებით სამხედრო ავანგარდი უკვე გაუშვეს. ამასთან, რუსებმა ქალაქის მომიჯნავედ, სოფელი მეტოლკინეს აღება სცადეს, თუმცა უკან დახევა მოუწიათ.
- აზოვსტალში დაღუპული სამხედროების კიდევ ერთი ნაწილი გადაიცვალა რუს სამხედროებზე. უკრაინელები მათ გმირული პატივით დაკრძალავენ.
- უკრაინაში, დონეცკის რაიონში თვითმავალი არტილერიის ახალი ტიპი - ამერიკული M109 გამოჩნდა. სროლის მანძილი 250 კილომეტრს აღემატება. ეს ისეთი იარაღია, რომელმაც რუსულ არტილერიას საკადრისი პასუხი უნდა გასცეს. მთავარია ეფექტურად ამუშავდეს და რაოდენობაც დიდი იყოს.
გიორგი კობერიძე
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати