USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 13 ივნისის შეჯამება
дата:  442
- რუსებმა სევეროდონეცკის სამხრეთ ნაწილზე, ინდუსტრიულ რაიონზე ინტენსიური შეტევა წამოიწყეს. წუხელ საცხოვრებელ ნაწილს უტევდნენ, დღის განმავლობაში კი უფრო ღრმად მოახერხეს შეღწევა. თუმცა უკრაინულმა არტილერიამ რუსულ საცეცხლე პოზიციებზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც რუსული შემტევი პოტენციალი დაქვეითდა. როგორც უკრაინელები იტყობინებიან რუსებს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის დანაკარგი მიაყენეს.
- რუსების მიზანი სევეროდონეცკის დაკავების შემთხვევაში ლისიჩანსკისაკენ მიმავალი ხიდების აღება და უკრაინელთა საარტილერიო პოზიციების განადგურებაა, რადგან სწორედ ლისიჩანსკიდან იბომბება ინტენსიურად რუსული წერტილები სევეროდონეცკსა და მის შემოგარენში, ხოლო მდინარის გადალახვა რუსებს სამხედრო ხიდების მეშვეობით ძალიან უჭირთ.
- პოპასნადან წამოსულმა რუსულმა ნაწილებმა მომიჯნავე სოფელი კომიშუვახა თითქმის სრულად დაიკავა, თუმცა უკრაინელებმა კონტრშეტევა მოახერხეს და სოფელში შეტაკება უწყვეტად მიმდინარეობს. დიდი რაოდენობით რუსულ დანაკარგებზეა საუბარი. ამასთან, უკრაინელთა მოქმედებას უფრო ტაქტიკური უკუსვლა და კონტრშეტევა შეგვიძლია ვუწოდოთ, ვიდრე განადგურება და დასახლების დათმობა. რუსების მიზანი სოფლის დაკავება და ზოლოტესაკენ გაჭრაა. თუმცა უკრაინელთა კონტრშეტევის პირობებში ბრძოლა სოფელს არ გაცდენია.
- თავის მხრივ დასახლება ზოლოტე ლუგანსკი-ლისიჩანსკის მიმავალ გზაზე უმთავრესი თავდაცვის ზღუდეა. მისი გადალახვა რუსებსა და სეპარატისტებს ძალიან უჭირთ. თუმცა ზოლოტეს სამი მხრიდან უტევენ რუსები.
- დონეცკის რაიონში, იზიუმი-სლავიანსკის გზაზე უკრაინელებმა რუსების შემტევი ნაწილები კიდევ ერთხელ გაანადგურეს. თუმცა რუსები ახლა უკვე ლიმანიდანაც ცდილობენ აქტიური მოქმედებების განხორციელებას უშალოდ რაიჰოროდოკის და შემდგომ სლავიანსკის მიმართულებით. ამ მიმართლებით რუსებს ძალიან დიდი დანაყოფები ჰყავთ მობილიზებული.
- ხარკივის რაიონში რუსებმა კონტრშეტევა წამოიწყეს სტარი-სალტივის დასაკავებლად. ეს ის ქალაქია, რომელიც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია და უკრაინელებმა ერთი თვის წინ გაათავისუფლეს. და მისი ხელახალი დაკავების შემთხვევაში ხარკივიდან უკრაინელთა პოტენციური შეტევა იზიუმის მიმართულებით კიდევ გადაიდება, ხოლო უკრაინელთა მდგომარეობა დამძიმდება. ჯერჯერობით უკრაინელებმა მოახერხეს რუსების შეტევის მოგერიება, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია ჯერ კიდევ არაა ცნობილი.
(ყველა ზემოთ მოცემული ინფორმაცია ვიდეო-რუკაზე მაქვს დატანილი)

წყარო: გიორგი კობერიძე

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати