USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 11 ივნისის შეჯამება
Date:  559
- (რუკა) უკრაინელები ხერსონის რაიონში კონტრშეტევას აგრძელებენ. ამჯერად შეტევის მიმართულება მიკოლაივი-ხერსონის მაგისტრალის გასწვრივ რუსული თავდაცვის ზღუდეებია. უკრაინელები სამი მხრიდან უტევენ რუსებს: - (1) სანაპიროს გასწვრივ სოფელი ოლექსანდრივკადან, რომლის დაკავებაც უკვე სრულად შეძლეს, (2) ცენტრში უშუალოდ კისელივკას მიმართულებით, სადაც რუსეთის მთავარი თავდაცვის ზღუდეა გაკეთებული ხოლო (3) შედარებით ჩრდილოეთიდან კი სონიაჩნეს გასწვრივ.
მანამდე, 27 მაისს დაწყებული უკრაინული შეტევა ხერსონის რაიონში კახოვკას გზაზე, მდინარე ინჰულენცის გასწვრივ - ამ ეტაპზე პასიურია. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლება კი გაათავისუფლეს, მაგრამ რუსული ძალების მობილიზაციის შემდეგ წინ აღარ წაწეულან.
- რუსული არტილერია და ავიაცია მიზანმიმართულად ბომბავს ხორბლისა და ქერის ყანებს. ისინი იყენებენ სპეციალურ ჭურვებს, რომლებიც სწრაფ აალებას და დიდ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენას იწვევენ. შიმშილობის გამოწვევა რუსული სტრატეგიაა.
- ზაპორიჟიას რაიონში გუშინდლიდან მოყოლებული უკრაინელებმა მდინარე დნეპრთან ახლოს, სოფელ ლობკოვეს მიმართულებით წაიწიეს წინ, სადაც მნიშვნელოვანი აეროდრომიც მდებარეობს. აღნიშნული მიმართულება ახლოსაა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ვასილივკასთან, რომელზე იერიშისა და მისი გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინელებს უფრო დამაჯერებელი მოქმედების საშუალება ექნებათ. თუმცა ამ ეტაპზე უკრაინული შეტევის სრულმასშტაბიანი გაშლა ამ მიმართულებით საეჭვოა.
- (რუკა კომენტარებში) დონეცკის რაიონში, ლიმანიდან 18 კილომეტრში დაკავებული სვიატოჰისრსკიდან რუსები მდინარი სივერსკი დონეცის გადალახვას ორ ადგილას ცდილობენ. თუმცა უშედეგოდ. რუსებისათვის მეორე ვარიანტი იზიუმი-სლავიანსკის მიმართულებიდან შემოვლაა თუმცა ამისათვის მათ იზიუმსა და სლავიანსკს შორის უკრაინელთა თავდაცვის ზღუდის გარღვევა მოუწევთ, რაც ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს. სვიატიჰირსკის სლავიანსკიდანაც დაახლოებით 18 კილომეტრში მდებარეობს (ისევე როგორც ლიმანიდან).
- ლუგანსკის რაონში, ბახმუტი-ლისიჩანსკის გზის გასწვრივ ბოლო ორი დღეა რუსები ინტენსიურად გადაადგილდებიან. დღეს მათ ლისიჩანსკიდან 18 კილომეტრში, სოფელ მიკოლაივკამდე მიღწევა შეძლეს, თუმცა უკრაინელებმა სოფელთან დიდი რუსული დანაყოფი გაანადგურეს. თუმცა გარემო პირობები აქაც ისეთია რომ ჭირს პოზიციების ხანგრძლივი დროით და შენარჩუნება. (გარემოს ფოტო კომენტარებში)
- ლუგანსკის რაიონში, პოპასნაიადან დაძრული რუსული შეტევა ბახმუტის მიმართულებით ჯერჯერობით ვერ განვითარდა. მათი შეჩერება უკრაინელებმა შეძლეს.
- ბრძოლა სევეროდონეცკში გრძელდება. დღეს რუსებმა სამხრეთში, ინდუსტრიულ რაიონთან ახლოს შეტევა წამოიწყეს და მცირედით წაიწიეს წინ. თუმცა რუსების დანაკარგები ძალიან გაიზარდა. ამასთან, ჩრდილოკავკასიელთა რიგებში ყველაზე დიდია მსხვერპლი. პრაქტიკულად რუსების შეტევა სევეროდონეცკზე გარკვეულწილად ჩიხშია შესული, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ლისიჩანსკიდან უკრაინელთა უწყვეტი საარტილერიო იერიშია.
გიორგი კობერიძე
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way