USD 2.7374
EUR 2.9058
RUB 2.7753
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 1 ივნისის შეჯამება
дата:  380
- მდგომარეობა სევეროდონეცკში უცვლელია. რუსებმა ქალაქის დიდი ნაწილის დაკავება მოახერხეს. ახლა გარეუბნებში მიმდინარეობს შეტაკებები. თუმცა უკრაინელთა ხელშია მდინარეზე გადასასვლელი ყველა ხიდი და შემოგარენი სოფლები როგორიცაა სიროკინე და პავლოჰრადი. თუმცა ყველაზე საინტერესო სხვაა - ლისიჩნსკი, რომელიც მდინარის გადაღმა მდებარეობს შემაღლებულზეა აშენებული. ქალაქი სევეროდონეცკი 100-110 მეტით დაბლა იმყოფება. ეს კი რუსებს პოზიციების ადვილად შენარჩუნებას გაურთულებს, ისევე როგორც ქალაქზე პირდაპირ იერიშს. ამასთან, უკრაინელთა ხელში არსებული ყველაზე მოკლე მანძილზე მსროლელი არტილერიაც კი თავისუფლად მიწვდება რუსულ პოზიციებს. ლისიჩანსკიდან სამხრეთით და მდინარის გადაღმა რუსული პოზიციები ჯერ კიდევ მყიფეა.
მეორეს მხრივ უცნობია თუ ზუსტად რა მდგომარეობაა ლისიჩანსკის სამხრეთით სოფელ ტოშკივკასთან, რომელიც ბოლო დღეებში რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. რეალურად ლისიჩანსკიზე სამხრეთიდან შეტევა ძალიან რთული იქნება რუსებისათვის, რადგან ძირითადი ძალები ჯერ კიდევ სევეროდონეცკში ჰყავთ მობილიზებული, მაგრამ მეორეს მხრივ უკრაინელებმა კარგად უწყიან, რომ რუსები ლისიჩანსკზე გაწევას აუცილებლად შეეცდებიან. იმის გათვალისწინებით თუ რამხელა ზიანი მიადგათ (და ახლაც ადგებათ) რუსებს სევეროდონეცკში ლისიჩანსკიზე იერიში მალე ვერ დაიწყება, რაც ახლა უკრაინელებს არამხოლოდ თავდაცვის ზღუდეების გამაგრებისათვის მისცემს დროს, არამედ გარკვეული საარტილერიო იერიშებისათვისა თუ უეცარი თავდასხმებისათვის.
ამასთან, რუსების მცდელობა ლისიჩანსკის სამხრეთით დაეკავებინათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომიშუვახა წარუმატებლად დასრულდა. უკრაინელებმა შეაჩერეს რუსული წინსვლა ბახმუტი-ლისიჩანსკის გზაზეც.
- დონეცკის რაიონის ქალაქი ლიმანი, რომელიც რუსებმა 27 მაისს დაიკავეს კვლავ ცხელ წერტილად რჩება. უკრაინელებმა დღეს არამხოლოდ საარტილერიო იერიში მიიტანეს ქალაქში მყოფ რუსებზე, არამედ ქვეითთა ნაწილების გამოყენებით რამდენიმე რუსულ პოზიციაზე სინქრონული თავდასხმაც განახორციელეს. აღნიშნული ოპერაციის შემდეგ რუსებმა 80-90 სამხედრო დაკარგეს. პროფესიონალი სამხედროების დეფიციტის ფონზე რუსებს პოზიციების დაკავება და შემდგომ იქ გამაგრება უჭირთ. ისინი უფრო აღებული ქალაქების ძარცვით არიან ხოლმე დაკავებულნი.
- კვლავ აქტიური მიმართულებაა ხერსონი. უკრაინელებმა ახლა უკვე დნეპროპეტროვსკის რაიონის საზღვრიდან დაიწყეს შეტევა სამხრეთით და 20-მდე მცირე ზომის დასახლების გათავისუფლება მოახერხეს. როგორც ჩანს უკრაინელები ხერსონის რაიონზე კონტრიერიშს სერიოზულად ეკიდებიან.
- დღეს შედგა კონსენსუსი, რომ უკრაინას აშშ მიაწვდის თვითმავალ, მაღალი სიზუსტის მქონე, შორ მანძილზე მსროლელ HIMARS-ის ტიპის არტილერიას. ბრიტანეთმა აშშ-საგან უკვე მოითხოვა M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გადაცემაზე მწვანე შუქის ანთება. ამას ემატება პოლონელების მიერ KRAB-ის ტიპის არტილერიის დამატებით გადაცემაც. 18 მათგანი უკვე უკრაინაშია, 50-ზე მეტი კი მალე აიწყობა და გადაეცემა უკრაინას. გერმანია კი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან ერთად სარადარო აპარატურის გადაცემისაც აპირებს უკრაინისათვის. ეს ყველაფერი კი ისაა, რასაც უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას შეუძლებელს გახდის.
ამასთან დღეს ბრიტანეთის პარლამენტარების მიერ გაჟღერდა ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ დასავლეთში: როდესაც ომია იქ აგრესორის პოზიციები ლეგიტიმური სამიზნეა ყველგან - უკრაინაშიც და რუსეთშიც. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მთავრობების ოფიციალური პოზიცია, თუმცა არცაა საჭირო იყოს ასე. რეალურად, მართლაც რთულად წარმოსადგენია უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მასირებული იერიში და შტურმი (ბელგოროდისა და კურსკის რაიონში რამდენიმე პრევენციული დარტყმა უკვე ვიხილეთ, თუმცა ეს იყო ერთჯერადი შემთხვევები), მაგრამ ის, რომ რუსული საცეცხლე პოზიციები დაუცველი ხდება სადაც არ უნდა იყოს იგი, ეს ომის დინამიკას ფსიქოლოგიურ დონეზე მაინც შეცვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყირიმის საკითხი, რომელიც რუსული სამხედრო ძალების გადაადგილების ერთ-ერთ უმთავრეს არტერიას წარმოადგენს.
- უკრაინაში სწრაფად ყალიბდება ახალი ბატალიონები. რეალურად თვე-ნახევრიანი სწავლება ბევრმა მობილიზებულმა სამხედრო წარმატებით გაიარა. ივნისი ბევრ ცვლილებას შეიტანს ომის მიმდინარეობაში. რუსებისაგან განსხვავებით უკრაინელები საკუთარი მობილიზებული სამხედროების წვრთნას შედარებით დიდ დროს უთმობენ - ომის პირობებშიც კი.
- ძალიან აქტიურად მუშაობენ უკრაინული დრონები ზაპორიჟიასა და დონეცკის რაიონებში. კომერციულ დრონებზე დამონტაჟებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებით რუსულ ჯავშანტექნიკაზე თავდასხმებმა ძალიან იმატა. ამ მხრივ ინოვაცია უკრაინელთა მნიშვნელოვანი იარაღია.
გიორგი კობერიძე
аналитика
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“

ბრიტანულ გაზეთში „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“ (ავტორები - ჰენრი ფოი და მაქს სედონი)

 გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„უკრაინა ცდილობს თავისი „გამარჯვების გეგმა“ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ფონზე როგორმე განახორციელოს და იმედოვნებს, რომ ამაში თეთრი სახლის მომავალი ბინადარის საქმიანი მიდგომები დაეხმარება.

უკრაინელი და ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები კიევს რჩევებს აძლევენ, თუ როგორ უფრო კარგად შეიძლება იმ წინადადების ფორმულირება, რომელიც უკრაინა-დასავლეთის თანამშრომლობის სტიმულირებას მოახდენს. როგორც ცნობილია, უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ეხება კიევის შეთავაზებას დასავლეთისადმი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის თაობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, დადებითი როლის შესრულება შეუძლია. რესპუბლიკელი პრეზიდენტი ხომ ბიზნესმენია.

უკრაინელი მსხვილი მეწარმეები, მთავრობასთან ერთად, იხილავენ საკითხს, რომ დონალდ ტრამპს უფლება მისცენ ინვესტიციისათვის სასურველი სფერო ამოირჩიოს და თვითონ შეარჩიოს ის ბიზნესმენები, რომლებიც უკრაინაში ინვესტიციებს ჩადებენ.

განხილვის ერთ-ერთმა  მონაწილემ ეს იდეა გამოხატა როგორც „ყველა, მაგრამ ჩინეთის გარეშე“, რაც დონალდ ტრამპს, ალბათ, განსაკუთრებით მოეწონბა. ჩინურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებული უკრაინის დარგებს შესაძლებლობა ექნებათ სწრაფად გადაერთონ ამერიკულ მიმწოდებლებზე და მეტი დასავლური ინვესტიციები მიიზიდონ.

რას ნიშნავს ასეთი შეთავაზება - მლიქვნელობას, მოგების წყურვილს თუ მშვიდობის დამყარების სურვილის გამოვლენას? მართალია, არავინ იცის, თუ როგორ მოიქცევა თვითონ დონალდ ტრამპი, ან რას იზამს ვლადიმერ პუტინი, როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომი, რა დათმობები მოუწევს (ან არ მოუწევს) უკრაინას, მაგრამ მზადება მაინც მიმდინარეობს.

უკრაინის ვერხოვნა რადას (პარლამენტის) საგარეო საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე მერეჟკომ დონლად ტრამპისადმი სეთავაზებას „ბრძნული ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „უკრაინა დასავლეთისათვის ზედმეტი ტვირთი და მუქთამჭამელა არ იქნება“.

საქმის კურსში მყოფი პირების თქმით, უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპის ბანაკის წევრთა სურვილები კიდევაც დააკმაყოფილოს და მათ მიმართ გარკვეული კომპრომისები გასწიოს. ასე მაგალითად, კიევი თანახმაა თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავისი ელჩი აშშ-შო ოქსანა მარქაროვა, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს ისე მოაწყო საქმე, რომ იგი ჯო ბაიდენის მშობლიურ შტატში წაიკყვანეს და იქ არსებული სამხედრო ქარხანა აჩვენეს. დათვალიერების მომენტს მხოლოდ დემოკრატები ესწრებოდნენ - კამალა ჰარისის მომხრეები, რამაც რესპუბლიკელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის რისხვა გამოიწვია. ამბობენ, რომ ელჩის თანამდებობა ყოფილ მინისტრს დიმიტრი კულებას შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

დონალდ ტრამპი ხშირად იკვეხნის, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკაში, შესაძლოა ტრამპისათვის პუტინთან სიახლოვემ ცუდი როლი შეასრულოს. იგივე შეიძლება მოუვიდეს ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

                წყარო: https://www.ft.com/content/623c197f-6952-4229-bfbc-0a96e43d6f2d

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати