USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  412
2023 წლის 21 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
- აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხარკივი-ლუგანსკის ოლქებსი საზღვარზე. როგორც ცნობილია რუსები მესამე კვირაა აქტიურ შეტევაზე არიან გადასულები, თუმცა უკრაინელებმა არათუ შეძლეს მათი შეკავება, არამედ ახლა საკმაოდ წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებენ. შეტაკებები საკმაოდ ინტენსიურია კუპიანსკის ჩრდილოეთით, დვორჩინას სიახლოვეს - აქ ინიციატივა უფრო მეტად რუსებს აქვთ. ხოლო სამხრეთით, პირიქით, უკრაინელებს. სხვათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსები ამ შეტევით საკმაოდ დიდ რისკს სწევენ, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა არამხოლოდ უკრაინელთა ლოკალური კონტრშეტევა, არამედ მასირებული იერიში მიიღონ.
- ლუგანსკის ოლქში, საკვანძო მნიშვნელობის დასახლება ბილოჰორივკასთან რუსები ინტენსიურ იერიშს ახორციელებენ. დაწოლა ცვალებადია. რეალურად, ერთი წელია ბილოჰორივკა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების უწყვეტ წერტილად რჩება. დასახლებიდან გზა როგორც ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისაკენ, ისე კრემინასა და რუბიჟნესაკენ მიემართება.
- დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკის სიახლოვეს, მარიინკასა და კრასნოჰორივკას შორის უკრაინელები რუსული შემტევი ნაწილების წინააღმდეგ ეფექტურად იყენებენ კასეტურ ამუნიციას.
- უკრაინულმა დრონებმა რუსულ სარკინიგზო ქსელზე დარტყმები განახორციელეს ბრიანსკის ოლქში. აქედან რკინიგზა არამხოლოდ უკრაინის ხარკივის ოლქში, არამედ ბელარუსშიც ხვდება. შესაბამისად, მათი განეიტრალება მნიშვნელოვანია.
- ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს პოლონეთი დამატებით სამხედრო ნაწილებს გადაისვრის. იმ ფონზე, რომ "ვაგნერის" ნაწილები სწორედ ბელარუსის დასავლეთით იმყოფებიან და ერთდროულად საფრთხეს უქმნიან ჩრდილო-დასავლეთ უკრაინასა და პოლონეთს (საუბარია დივერსიულ საფრთხეებზე), ამიტომ სასაზღვრო პერიმეტრის გამაგრება მაღალმნიშვნელოვანი ხდება.
- მარცვლეულის შეთანხმების ერთ-ერთი უმთავრესი მოსარგებლე თურქეთთან ერთად ჩინეთი იყო. რუსული ნაბიჯები არამხოლოდ ოფიციალურ ანკარას, არამედ პეკინსაც არ ახარებს.
- იგორ გირკინის მხარდასაჭერად მისული დემონსტრანტებიდან ერთ-ერთი, პაველ გუბარევი დააკავეს. იგი 2014-2016 წლებში დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი და ნეონაცისტური იდეოლოგიის მხარდამჭერია.
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати