USD 2.6759
EUR 3.1581
RUB 3.4619
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  750

2023 წილის 3-4 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

- დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, ავდიივკას მიმართულებაზე უკრაინული არმია შეტევაზე გადავიდა. მათი იერიშის ამჟამინდელი ლოკაცია ვოდიანეს აღებაა, რომელიც ავდიივკას უქმნიდა გარკვეულ საფრთხეს სამხრეთ-დასავლეთი ფლანგიდან. რუსებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა ჰყავთ განთავსებული ავდიივკას ირგვლივ. უკრაინული დანაყოფების მიზანი როგორც მინიმუმ ავდიივკას ირგვლივ საფრთხის შემცირებაა და რუსული ტექნიკის განეიტრალებაა.

- უკრაინული შეტევა ვითარდება ზაპორიჟიას ოლქში, ველიკა ნოვოსილივკას სიახლოვეს, ნესკუჩნეს მიმართულებით. შედარებით სამხრეთ-დასავლეთით უკრაინულები კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტს, ნოვოდარივკასაც უტევენ. შეტევის ორივე უბანზე შეტაკებების ინტენსივობა მაღალია. სავარაუდოდ, ესაა საბრძოლო დაზვერვა - იერიში მიმდინარეობს სუსტი წერტილების გამოსავლენად და გარღვევის შემთხვევაში მასშტაბური დაწოლის განსახორციელებლად. ამასთან, რამდენიმე წერტილის ამორჩევა სწორედ ამას ემსახურება - რუსებს სხვადასხვა მიმართულებით უწევთ ფოკუსის გადატანა და არ იციან რომელი მათგანი შეიძლება იქცეს ცენტრალური იერიშის საწყისად.

- ბოლო ორი დღეა ინტენსიურად იბომბება მელიტოპოლი, ზაპორიჟიას ოლქში. პრაქტიკულად, ქალაქზე გამავალი მომარაგების პუნქტები თუ სამეთაურო პუნქტები პერიოდული სარაკეტო დარტყმების ქვეშაა მოქცეული. ძალიან დიდი პრობლემა აქვთ შექმნილი რუსებს - ისედაც რთული მომარაგება და დეგრადირებული მეთაურობა ახალა კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება.

ქალაქში გააქტიურდნენ პარტიზანებიც - გახშირდა კოლაბორაციონისტებზე ნადირობა: რუსეთის სამხედრო ძალებთან ურთიერთობაში მონაწილე პირების მანქანები ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდება ქალაქის სხვადასხვა უბანში. ბოლო დღეებში მინიმუმ ოთხი კოლაბორაციონისტი იქნა მოკლული. 

- ფრთოსანი რაკეტებით იბომბება მარიუპოლიცა და ბერდიანსკიც. აზოვს ზღვის პორტების ეფექტური გამოყენება რუსებს ეზღუდებათ.

- დაიწყო მძიმე საარტილერიო დაბომბვა ბახმუტის მიმართულებით. უკრაინული არტილერია ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ბაზირებული რუსული სამხედრო პუნქტებს დიდი ინტენსივობით ამუშავებს. ქვეითთა ნაწილები ფლანგებიდან ქალაქის ირგვლივ მყოფ რუსულ დანაყოფებს უტევენ. ტყვეების რიცხვი ამ მიმართულებაზე განსაკუთრებით მაღალია.

- ჩრდილოეთით, ლუგანსკის ოლქში, სვატოვეს მონაკვეთზე, რუსებმა ნოვოსელივკეზე კიდევ ერთი წარუმატებელი იერიში აწარმოეს. ამჯერად მათ რიგებში მსხვერპლი კატასტროფულად მაღალია. ამას ემატება პანიკური უკანდახევა და პოზიციების მიტოვება. აშკარაა სასიკვდილო მისიაზე წასვლის უარყოფის მაგალითებმა ძალიან იმატა.

- ჩნდება ვარაუდი და პროგნოზები, რომ ერდოღანის პრეზიდენტობის ამ ვადაში იგი აქტიურ პროდასავლურ პარტიას ითამაშებს ეკონომიკის დარეგულირებისა და განახლებული იარაღის სანაცვლოდ. თუკი ეს პროგნოზი გამართლდა ცუდი ამბავი იქნება რუსეთისათვის. ამასთან, ერდოღანი დღეს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა ანკარაში. რეგიონშიც იცვლება თამაშის წესები, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო. არცერთ გონიერსა და წინდახედულს აღარ უნდა რუსულ ჩაძირვისაკენ მიმართულ ხომალდში ყოფნა.

[ზემოთ ნახსენები მცირე დასახლებების ადგილმდებარეობებს Google Map-ით ჩავაგდებ კომენტარებში.

გიორგი კობერიძე

общество
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისა მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати