USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  482

რუსული ძალები ხერსონისა და დონეცკის ოლქებს თავს დაესხნენ. დაიბომბა ორი დასახლება და დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო ორი - დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში თავდასხმა საცხოვრებელ უბანზე მოაწყვეს. დონეცკის ოლქში კი რუსი სამხედროების სამიზნე კერძო სექტორი გახდა.

აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარების შედარებით გამოსწორების შესახებ ცნობას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კი, რუსეთის შემტევი დრონების მომრავლების გამო, საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

15-მდე აფეთქების შესახებ იუწყება ქალაქ ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ხარკოვში აფეთქებებით გამოწვეული ხანძრებია. არაერთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

8 სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. მისი წინასწარი მონაცემებით, დაინგრა 2 კერძო სახლი და 7 დაზიანდა. არიან დაშავებულები, რომელთა რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.

რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დარტყმები იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის გაავრცელა პირველი ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კასპიის ზღვის რაიონიდან გაუშვეს ფრთოსანი რაკეტები. მანამდე, შუაღამის შემდეგ, საჰაერო ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილეს უპილოტო საფრენი აპარატებით მოახლოებული თავდასხმის შესახებ. შეტევის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის