USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  449

უკრაინა შეტევითი მოქმედებებიდან, თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა. მიზანი - მტრის გამოფიტვა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგის მიყენებაა.

ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ მძიმე უწოდა. მისი თქმით, განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსული ძალები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად აიღონ კუპიანსკი.

ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი. ღამის განმავლობაში, სელიდოვოზე იერიში ორჯერ განხორციელდა. სამიზნეში მოექცა საავადმყოფო. ვრცელდება ცნობა, რომ ნანგრევებში მოყოლილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია 

უკრაინელებმა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით, კრინკის მიმართულებით დროშა აღმართეს. ექვსთვიანი ბრძოლისა და დიდი უპირატესობის მიუხედავად რუსებმა ვერ შეძლეს კრინკის შენარჩუნება. სამაგიეროდ უკრაინელებმა არამხოლოდ პლაცდარმული წარმონაქმნი შექმნეს კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილში, არამედ სამხრეთით მყოფი რუსეთის არმიის დანაყოფების მნიშვნელოვანი ნაწილი დააბეს კიდეც ამ მიმართულებაზე. უკრაინელთა კონტროლირებადი დასავლეთ ნაპირიდან საარტილერიო და უპილოტოებით დაბომბვისა და მობილური ჯგუფების ეფექტური მოქმედებების ფონზე, შესამჩნევი დარტყმა მიადგა რუსეთის სამხედრო პოტენციალს. პრაქტიკულად ასობით სამხედრო და ტექნიკა შესწირეს კრინკის შენარჩუნებას და ვერ შეძლეს ეს.
ცოტა ხნით ადრე კრინკი რუსებისათვის "ღია, სისხლმდინარე ჭრილობად" შეაფასეს დასავლელმა სამხედრო ანალიტიკოსებმა, რომელსაც ვერც მიატოვებენ (პლაცდარმი გაიზრდება ეგრევე) და ვერც ახშობენ.

საბრძოლო მოქმედებები კრინკის ირგვლივ კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

 

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати