USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
дата:  614

2023 წლის 24-25 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში:

- ავდიივკაზე ერთთვიანი იერიშის შემდეგ რუსებმა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ინდუსტრიულ საყრელამდე მიაღწიეს. რუსული საარმიო ნაწილები გამოჩნდნენ რკინიგზის ხაზთანაც. პრაქტიკულად ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ტალღოვანი შეტევა ვითარდება ბოლო სამი დღეა. მიუხედავად ასეთი დაწოლისა უკრაინელები ყველა საკვანძო პოზიციას ინარჩუნებენ. მაგრამ რკინიგზის არტერია საკმაოდ მაღალმნიშვნელოვანია.

სწორედ ასეთი აქტიური დაწოლის ფონზე რუსებს ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ. ტალღოვანი შეტევა კი სულ ვერ გაგრძელდება. რეალურად რუსეთი ჩქარობს ავდიივკას აღებას. როგორც ჩანს წლის ბოლომდე სურს ამის მიღწევა.

- უკრაინელები აქტიურად ბომბავენ ყირიმს. პრაქტიკულად სამხრეთის მომარაგების ატერია უკრაინული დარტყმების ძირითადი სამიზნეა. ზოგადად, სამხრეთში გააქტიურებულია უკრაინული არტილერია - იყენებენ ATACMS ბალისტიკურ რაკეტებსაც.

- უკრაინელები აგრძელებენ ზაპორიჟიას ოლქში იერიშებს უშუალოდ ვერბოვესა და ნოვოპროკოპივკას მიმართულებით. იმ ფონზე, რომ რუსებმა მთავარ სამიზნედ ავდიივკა დაისახეს და დიდი რაოდენობით რეზერვსაც მოუყარეს თავი უკრაინელები იმედოვნებენ, რომ ზაპორიჟიაში გარღვევას შეძლებენ.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

мир
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати