USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  727

2023 წლის 14-15 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში:

- რუსულ არმიას ჯერ კიდევ აქვს ავდიივკას მიმართულებით წარმატების იმედია და სამხრეთიდან კვლავ ახორციელებს იერიშებს. საბრძოლო მოქმედებები აქტიურია ვოდიანესა და ტონენკეს მონაკვეთზე. ქალაქ ავდიივკას რუსები ინტენსიურად ბომბავენ. რუსი პროპაგანდისტები ავდიივკას დაკავების აუცილებლობას ღაზას სექტორის აღებას ადრიან და ამბობენ, რომ თუკი დენაციფიკაციაზე გვაქვს საუბარი მარიუპოლზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქის ფლობასო. ომიდან წლინახევრის შემდეგ ჯერ კიდევ სჯერათ რუს პროპაგანდისტებს რომ თავად არ არიან ნაცისტები.

რუსების აქტიური შეტევა აქტიური განადგურებითვე მიმდინარეობს. მოკლული რუსი სამხედროები და განადგურებული ტექნიკა როგორც ჩრდილოეთის ისე სამხრეთის სექტორში მიმოფანტულია მდელოებზე. ზოგადად, ასეთი მასშტაბის წარუმატებელი შეტევის შემდეგ სამხედრო მორალი საკმაოდ მალე ეცემა ხოლმე. არიან ტყვედ ჩავარდნილი რუსებიც. ეს ის შემთხვევაა როდესაც ამ მონაკვეთზე არამხოლოდ რუსული არამედ უკრაინული ავიაციაც აქტიურად მუშაობს.

როგორც რუკაზეც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს მოუყარეს თავი ავდიივკას ასაღებად. ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტი ამბობს, რომ თუნდაც ბახმუტის მდგომარეობა დადგეს და ათობით მეტრისათვის ასობით სამხედრო მოუკვდეთ ისინი თანახმანი არიან შეტევის გაგრძელებისათვის. თუმცა სინამდვილეში ეს ასე მარტივი არ არის, რადგან ავდიივკამ ომის პირველ კვირებში ისედაც შეიწირა დონეცკელი სეპარატისტების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ნაწილები და ახლა იმავეს გამეორება შეიძლება სულაც უკრაინული კონტრშეტევით დასრულდეს.

ამ ფონზე უკრაინელებმა საარტილერიო დარტყმა მიიტანეს იასინუვატა-ჰორლივკას გზის რამდენიმე მონაკვეთსა და ხიდებზე. სავარაუდოა, რომ უკრაინელთა სამიზნე რუსული სამხედრო კოლონის განადგურება და მომარაგების ხაზების დაზიანება იყო.

- აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების გასროლით უკრაინელებმა გადაუსწრეს რუსებს. ეს კი უმნიშვნელო მოვლენა არ არის და მიანიშნებს, რომ რუსულ არმიაში ჯერჯერობით ახალი შევსება არ მოსულა. იმ ფონზე, რომ ირანი ახლა ახლო აღმოსავლეთში იწყებს კუნთების თამაშს, იარაღის ექსპორტზე ასე ადვილად ვეღარ იქნება ორიენტირებული.

- ხერსონის ოლქში, ნოვა კახოვკას სიახლოვეს დაიბომბა  ყირიმისაკენ მომავალ ცენტრალურ არხზე გადებული ცუკური ხიდი. აღნიშნული არხის ირგვლივ ხიდებსა და მის მომიჯნავედ იერიშები სავარაუდოდ გააქტიურდება. ამით ნოვა კახოვკა ჩრდილოეთიდან (ტავრიისკისა და ცუკურის მონაკვეთებიდან) სწრაფი მომარაგება შეიზღუდება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ჯერ იერიშების ახალ ეტაპზე ვართ.

- დაიბომბა რუსეთის ქალაქი ბრიანსკის ინდუსტრიული რაიონი. აფეთქებები იყო ქალაქი სოჭის სიახლოვესაც, რის შედეგადაც ადლერის სიახლოვეს არსებული აეროპორტი დროებით დაიხურა.

 მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

tbilisi
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way