USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  713

2023 წლის 10-11 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში:

- დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, უკრაინელთა აღმოსავლეთის თავდაცვის ერთ-ერთ ღერძზე, ავდიივკაზე მასირებული ფლანგური შეტევა დაიწყო. რუსები უტევენ როგორც ჩრდილო-დასავლეთიდან, კრასნოჰორივკადან ისე სამხრეთიდან, ვოდიანე-ოპიტნეს მონაკვეთიდან. შეტევაში მონაწილეობენ სეპარატისტების დარჩენილი დანაყოფები, მძიმე ტექნიკა, რუსული სპეციალური დანაყოფები და მოხალისეები. ავდიივკა ის წერტილია, რომელზეც 2022 წლის ომის დაწყებიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა ფრონტის ხაზი და მიუხედავად არაერთი მცდელობისა რუსებმა ვერ შეძლეს ავდიივკას აღება.
ქალაქი ავდიივკა იბომბება როგორც მძიმე არტილერიით ისე ავიაციის გამოყენებით. დაიბომბა ავდიივკას რკინიგზის ხაზიც.
უკრაინელები ინარჩუნებენ პოზიციებს და მეტიც, ჩრდილო-დასავლეთიდან წამოსული რუსული არმიის სატანკო და მძიმე ტექნიკის კოლონა საარტილერიო დარტყმებით გაანადგურეს. სიტუაცია მსგავსია სამხრეთ-დასავლეთის ფლანგზეც, სადაც უკრაინელებმა რუსების გაჭრა ტონენკეს მიმართულებით აღკვეთეს. მიუხედავად ამისა რუსული იერიშები არ შეჩერებულა.
ავდვიივკაში უკრაინელებს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლები ჰყავთ, შესაბამისად ისინი მაქსიმალურად ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას. ამასთან, უკრაინელებმა ავდიივკას დასაცავად შესაძლოა ჩართონ დამატებითი რეზერვებიც.
აქამდე ყველა შეტევა ავდიივკას მიმართულებით სრული კრახით დამთავრდა რუსებისათვის. როგორც ჩანს ახლა საკმაოდ დიდი მომზადებისა და ძალების შემდეგ დაიწყეს იერიში მისი მიმართულებით.
- რუსეთის ბრიანსკის ოლქში მობილიზებული წვევამდელების ნაწილს დაარტყეს უკრაინელებმა, სასაზღვრო პერიმეტრის სიახლოვეს. არიან დაჭრილები და დაღუპულები.
- ბახმუტის სამხრეთით უკრაინული შეტევა აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად რუსების რიცხობრივი უპირატესობა უკრაინელები პროფესიონალიზმის ხარჯზე ლოკალურ საყრდენ პუნქტებს უტევენ. მათი დაკავების შემთხვევაში გზა ოპიტნეს მიმართულებით იხსნება.
- მასობრივად დაიწყო რუსების სასარგებლოდ მომუშავე კოლაბორაციული ქსელის გამოვლენა და მათი დაკავება უკრაინაში. ისინი არამხოლოდ იარაღის კოორდინატებს აძლევდნენ მოწინააღმდეგეს, არამედ დაბომბვის შემდეგ კორექტირების ინფორმაციას აწვდიდნენ რუსებს. გარდა ამისა პანიკის დათესვა კოლაბორაციონისტების კიდევ ერთი ფუნქციაა.

- უცვლელია ფრონტის ხაზი სამხრეთში, ზაპორიჟიას ოლქში და ჩრდილოეთში, ხარკივის ოლქში, თუმცა ორივე მიმართულებით შეტაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ინიციატივა გარდამავალია.

მიყევით ბმუულს - გიორგი კობერიძე

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way