USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  490

2023 წლის 3-4 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში:

 

- საინტერესოდ ვითარდება მოვლენები უკრაინა რუსეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ. რუსებმა სასაზღვრო მონაკვეთზე ფორტიფიკაციების აგება და თხრილების გავლება აქტიურად განაახლეს და ხარისხსაც ითხოვენ. როგორც ჩანს მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ უკრაინელთა მხრიდან სამხრეთში მიმდინარე ძალიან ნელი წინსვლის ფონზე შესაძლოა შეტევა წამოიწყონ რუსეთის ტერიტორიაზეო. ამათ სამხედრო სოციალურ არხებზე თავად საუბრობენ.

 ზოგადად ამის შანსი მაღალი არაა, მაგრამ რუსებისათვის ეჭვის მიზეზი ოთხი რამ გახდა:

1. რუსებმა საკუთარი ბრძოლისუნარიანი დანაყოფების დიდი ნაწილი სამხრეთ უკრაინაში გადაისროლეს, რის გამოც აღმოსავლეთში მათი რაოდენობა შემცირდა;

 2. პრო-უკრაინული თავისუფალი რუსეთის ლეგიონი გააქტიურებულია სასაზღვრო სივრცეში;

 3. ბოლო დღეებია აქტიურად იბომბება რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრვი პერიმეტრი;

 4.პრეზიდენტი ზელენსკი გუშინ ლუგანსკის ოლქში იმყოფებოდა, კრემინასა და სვატოვეს შორის უცნობ მონაკვეთზე, სადაც სამხედრო ნაწილების მზაობა შეამოწმა.

 ამ მიზეზის გამო რუსები უშვებენ ეჭვს, რომ შესაძლოა უკრაინელებმა ახალ ტაქტიკას მიმართონო. მათი აზრით თუკი უკრაინამ წარმატებას მიაღწია და ჰიპოთეტური შეტევის შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიების დაკავება შეძლო ის მათ უკრაინის ტერიტორიებში გადაცვლას შესთავაზებსო.

 ცხადია ჰიპოთეტურად გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ნაკლებად სავარაუდოა. თუკი სამხრეთში დაწოლა მართლაც შემცირდება უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში ან აღმოსავლეთის ხაზზე ნებისმიერ მონაკვეთში განაახლონ შეტევა, მაგრამ რუსეთში მასშტაბური შეჭრა თავის ლოჯისტიკურ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და დასავლეთის აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერაც შესაძლოა შემცირდეს. ამიტომაა, რომ ამ ეტაპზე ეს უფრო რუსების შიშს წააგავს ვიდრე კარს მომდგარ რეალობას, მაგრამ პრო-უკრაინული თავისუფალი რუსეთის ლეგიონის მხრიდან ქმედებების განხორციელება მართლაც არაა გამორიცხული.

 - უკრაინელებმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის S400-ის გამშვებზე მიიტანეს იერიში.

 - უკრაინელების იერიშებს კურსკის ოლქის სასაზღვრო დასახლებებში ელექტრო ენერგიის გათიშვა მოჰყვა.

 - უკრაინელები ბომბავენ რუსეთის ბრიანსკის ოლქსაც.

 - კვლავ დაიბომბა სევასტოპოლი, ყირიმში. ამ ფონზე რუსები საპატრულო ხომალდების ნაწილს როგორც ჩანს ნოვოროსისკის პორტში ეზიდებიან. იქმნება რეალობა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვაო ბლოკადა ჩავარდა და ხომალდების სევასტოპოლის სიახლოვეს ბაზირება მხოლოდ უკრაინელების სამიზნეებს აადვილებს.

 - იტალიის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელიც კონტრშეტევისას უკრაინა გადააწყდა. მათზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა დანაღმული მდელოებია, რომელთა გაწმენდაც აქტიური საბრძოლო მოქმედებების პირობებში ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, შესაბამისად წინსვლაც საკმაოდ ნელიაო.

 - აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება ირანიდან ამოღებული მსუბუქი შეიარაღება მთლიანად უკრაინას გადასცეს. ეს ცხადია მინიმალურია იმ მოთხოვნასთან, რაც უკრაინას აქვს, მაგრამ პრეცედენტის დონეზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და იმედია ასეთი რამ შემდგომშიც სხვა ავტოკრატიული რეჟიმებისაგან ამოღებულ იარაღსაც შეეხება.

 - თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინისათვის დახმარების გაგრძელება აშშ-ს უსაფრთხოებისათვისაა საკვანძო, რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთი ისეთ აგრესიულ ძალად ჩამოყალიბება, რომ მისი მხრიდან ესკალაციების სწრაფვა სხვა წერტილებში მხოლოდ გაიზრდება. პრაქტიკულად რუსეთმა ყველა ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ არსებული სამართლებრივი წესრიგი დაერღვია და იმ წერტილზე გადასულიყო, სადაც კონფლიქტი მართავს დღის წესრიგს.

 - რუსეთში ფინანსური ბაზარი კვლავ რყევებშია. მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა თავისი რეზერვები რუბლის გასამყარებლად მიმართა და სექტემბრის დასაწყისში დაიჭირა კიდეც ინფლაცია ახლა 1 ამერიკული დოლარის ფასი 101 რუბლია.

 - აშშ-ში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იქნა გადაყენებული. ამან გარკვეული პრობლემა შეიძლება შეუქმნას უკრაინისათვის გამოსაყოფ დახმარებას, რადგან სანამ ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ ახალი ბიუჯეტიც არ დამტკიცდება. ბიუჯეტში კი უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარებაც იქნება გათვალისწინებული.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

 

 

world
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way