USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
პროკურატურამ სქესობრივი დანაშაულების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თარიღი:  2983

საქართველოს პროკურატურამ ორი პირის გაუპატიურების, სქესობრივი კავშირის იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შედიოდა, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებთან, ძალის გამოყენებით ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ხოლო შემდგომ მუქარითა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების შანტაჟით აიძულებდა მასთან ხანგრძლივ სექსუალური ხასიათის ურთიერთობას.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება); 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება); 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება); 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ფიზიკური ძალადობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულების დადგენის მიზნით.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის