USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
თარიღი:  436
2023 წლის 27-28 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
 
- როგორც უკრაინელების ისე რუსების ძალის მაქსიმალური კონცენტრაციაა სამხრეთში, ნოვოპროკოპივკა-ვერბოვეს მონაკვეთზე. ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად რუსები ჯერ კიდევ სრულად დაუკომპლექტებელ სამხედრო ნაწილებსაც უყრიან თავს. როგორც ჩანს რუსულ არმიაში მომწიფდა აზრი, რომ ახალი დანაყოფების შეტევითი ოპერაციებისათვის გამოყენებას მთლიანად თავდაცვაზე გადასვლა სჯობს. მარტივად რომ ვთქვათ ეს ყველაფერი ორ რამეზე მიუთითებს: რუსული არმია უკრაინელთა უკრაინელთა გამოფიტვაზე აკეთებს აქცენტს და ის, რომ რუსების რიგებში პრობლემაა და მათი შევსება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ნაწილებით ხდება. რადგან მეტწილად, შეტევაში მყოფი დანაყოფები უფრო დიდ დანაკარგებს იღებენ ხოლმე რუსები ვარაუდობენ, რომ მათი თავდაცვის სტრატეგია იმოქმედებს.
 
მაგრამ საკმაოდ რისკიანი სტრატეგიაცაა - უკრაინელები თავიანთ ცოცხალ ძალას ძალიან უფრთხილდებიან და თუკი მათ შეძლეს და რომელიმე მონაკვეთზე რუსული თავდაცვა ბოლომდე ჩამოშალეს, მაშინ ეს მობილიზებული რუსული ნაწილები ალყაში მოხვედრის რეალური საფრთხის წინაშე დადგებიან, თავი რომ დავანებოთ იმ მოცემულობას, რომ კონცენტრაცია ერთ მონაკვეთზე ნიშნავს სხვა მონაკვეთების დასუსტებას. სწორედ ამ მიზეზით რუსები სხვა სექტორებიდან ძალების გადმოსროლას არ ახდენენ და ინიციატივაც მინიმალური აქვთ.
 
ამ ეტაპზე კვლავ ძალიან აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ნოვოპროკოპივკაში ისე ვერბოვეში.
 
- უკრაინის მხარეს მებრძოლმა თავისუფალი რუსეთის ლეგიონმა უკრაინის სუმის ოლქიდან რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და შემდეგ კვლავ უკან დაბრუნდა. რა იყო მათი ზუსტი მიზანი და რა შედეგით დასრულდა არაა ცნობილი, მაგრამ ოპერაციის მიზანი შესრულდაო, აღნიშნეს. სავარაუდოდ, სასაზღვრო ზონაში მდგომი საგუშაგოს განადგურება მოხდა.
 
- რუსეთ უკრაინის-სასაზღვრო პერიმეტრზე უკრაინელები რუსულ სადაზვერვო ინფრასტრუქტურას მეთოდურად ანადგურებენ. საუბარია კამერებსა და ანტენებზე. ეს ერთგვარი დაშინების მეთოდიცაა - რუსები ყველა იმ მიმართულებით, სადაც რაიმე ფეთქდება ხდება, დამატებითი ძალების გადასროლით პასუხობენ, რადგან ამ მონაკვეთიდან სამხედრო აქტივობის ეშინიათ.
 
- ყირიმი კვლავ იბომბება. ამჯერად სევასტოპოლის სიახლოვესთან ერთად აფეთქებები და ხანძარია ქერჩის მიმართულებითაც.
- ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკადან უკრაინელები კიდევ უფრო აღმოსავლეთით გადავიდნენ შეტევაზე. ამჯერად შეტაკებები ოდრადივკას სიახლოვეს მიმდინარეობს. ამ მიმართულებითაც დიდი ძალებია თავმოყრილი როგორც უკრაინელთა ისე რუსების მხრიდან.
 
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის