საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
"პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია უტარდება 3 ხიდს. მოეწყობა საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს.
თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება მეტად კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი.
კომპანია Meta-მ დაასრულა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პროგრამები. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.
კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ „სამართლებრივი და პოლიტიკის ლანდშაფტი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის ძალისხმევის გარშემო იცვლება“.
მანამდე უმსხვილესმა ამერიკულმა კვების კომპანია „მაკდონალდსმა“ ოთხი წლის შემდეგ მრავალფეროვნების პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
როგორც „მაკდონალდსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის მრავალფეროვნების პოპულარიზაციაზე უარს იტყვის კომპანიის უმაღლესი რგოლის დონეზე. ეს პროგრამა შეჩერდება კვების ობიექტების მიმწოდებლებისთვისაც, რომლებსაც ადრე კომპანია უმცირესობების დასაქმებისკენ მოუწოდებდა.