USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  374
2023 წლის 23-24 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
- რუსეთის მიერ დაწესებული უკრაინის შავი ზღვის აუზის ბლოკადა ფაქტობრივად ჩავარდნილია - უკრაინული პორტები მეორე ხომალდმა დატოვა და თურქეთში ჩავიდა. თავიდანვე ნათელი იყო რომ რუსული საზღვაო ბლოკადა ძალიან რთულად თუ იმუშავებდა - ამისათვის მათ საპატრულო ხომალდების გამოყვანა მოუწევდათ, რაც განახორციელეს კიდეც. ამას კი აღნიშნულ ხომალდებზე საზღვაო უპილოტო აპარატების შეჯახება მოჰყვა. პრაქტიკულად რუსული ფლოტი უკრაინამ პორტებს მიაჯაჭვა. ამის შემდეგაც, რუსეთს თუკი ბლოკადის წარმართვა მოუნდება, შავ ზღვაში ფლოტის გაყვანა მოუწევს, რაც მის წინაშე არსებულ საფრთხეებს კვლავ რეალისტურს გახდის.
- რუსებმა ყირიმის პორტების დასაცავად ბარიკადების შექმნა დაიწყო. ამისათვის ისინი სპეციალურ ბადეებს, მყარს კონსტრუქციებსა და შესაძლოა ნაღმებსაც კი იყენებენ - უშუალოდ პორტის შესასვლელ საზღვაო აკვატორიაში. რუსეთი მსგავსი ინფრასტრუქტურის აგებით ცდილობს ყირიმის ხიდის დაცვასაც.
- ამ ფონზე აფეთქებები ყირიმში, სევასტოპოლში როგორც 23 ისე 24 სექტემბერსაც გრძელდებოდა. ბოლო ორ დღეში, როგორც ჩანს, ფრთოსანი რაკეტების ნაცვლად დრონები მუშაობენ. ამასთან, 22 სექტემბერს ყირიმის დაბომბვის ფონზე რუსები ვარაუდობენ, რომ უკრაინელებმა Storm Shadow-ბის დამატებითი შევსება მიიღეს.
- 22 სექტემბრის უკრაინულ იერიშს სევასტოპოლზე 9 ოფიცრის დაჭრა და დაღუპვა მოჰყვა. დაჭრილთა შორის არიან ზაპორიჟიაში რუსული არმიის ხელმძღვანელი გენერალ-პოლკოვნიკი ალეკსანდრ რომანჩუკი და გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცეკოვი. როგორც ბევრჯერ აღნიშნულა, მხოლოდ გავიმეორებ - ომში მაღალი რანგის ოფიცრების დანაკარგი ან მათი გამოთიშვა ტექნიკის დანაკარგზე ბევრად მეტია.
- ბახმუტის მიმართულებაზე რუსეთმა დიდი რაოდენობით დამატებით რამდენიმე ბრიგადა გადაისროლა, რაც უკრაინელთა შეტევის შეჩერებაზეა ორიენტირებული. მათთვის ბახმუტის დაკარგვა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დანაკარგი იქნება. როგორც ჩანს ბახმუტის სექტორში ბრძოლა კიდევ გართულდება.
- ბოლო 24 საათში ორჯერ დაიბომბა კურსკი, რუსეთი. სავარაუდო სამიზნე საჰაერო ინფრასტრუქტურა იყო. დეტალები უცნობია. რუსები დუმან, მხოლოდ ბუნდოვანი ფოტომასალა გავრცელდა.
- ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ზაპორიჟიას ფრონტზე, როგორც ნოვოპროკოპივკაში ისე ვერბოვეში. უკრაინელები მაქსიმალურ დაწოლას ახორციელებენ რუსულ პოზიციებზე და რაც მთავარია არის წინსვლა. სხვა დეტალები ამ მიმართულებიდან საკმაოდ მწირი და შეზღუდულია. ეს სამი კვირის წინ უკრაინელთა მიერ დაწესებული საინფორმაციო შეზღუდვის გამოა ასე.
- CNN მიმოიხილავს რუსეთში მიმდინარე ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებია რუსეთში გამალებული მილიტარიზაცია მიმდინარეობს და ქვეყანა თანდათან ჩაკეტილ, გასამხედროებულ ავტოკრატიას ემსგავსება. და ამ ყველაფერმა სკოლის ადრეული ასაკის ბავშვებამდეც მიაღწია - მათი თქმით სამხედრო სწავლებები და ბავშვებისათვის ზიზღის ჩანერგვა სახელმწიფო განათლების პრიორიტეტად იქცა რუსეთში.
- გუშინ პოლონეთის პრემიერმა მორავიეცკიმ უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა, აღარ მიმართოს პოლონეთის წინააღმდეგ ზეწოლას, რადგან ისინი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთ ნავში სხედან. თუმცა პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული ხორბლის გაყიდვის კვლავ წინააღმდეგ რჩება ვარშავა. როგორც აღვნიშნე, სამ კვირაში პოლონეთში არჩევნებია და ხორბლის საკითხი ერთ-ერთი საკვანძოა. ამიტომაა რომ ახლა ასეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ყოველივეს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
World
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way