USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
дата:  347

2023 წლის 22 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:

- ბოლო 72 საათია ყირიმი იბომბება. გუშინ სევასტოპოლის სიახლოვეს რუსეთის საზღვაო ძალების ერთ-ერთი საკონტროლო პუნქტი იქნა განადგურებული, დღეს კი უშუალოდ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ძალების ცენტრალური სამეთაურო შტაბი დაიბომბა. უკრაინელები Storm Shadow ფრთოსან რაკეტებს იყენებენ.

სევასტოპოლის გარდა აფეთქებებია საკის, ჯანკოის, ევპატორიასა და ბახჩისარაის მიმართულებითაც. რაკეტებთან ერთად არ წყდება დრონების გამოყენება.

ყირიმის დაბომბვა არამხოლოდ სამხედრო მოქმედებებისათვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ფსიქოლოგიურ დარტყმასაც აყენებს რუსეთს - კრემლში დიდი ხნის განმავლობაში ტრაბახობდნენ რომ სევასტოპოლი ისევე იყო დაცული როგორც ყირიმის ხიდი და თავად მოსკოვიო. ამ ეტაპზე ყველა მათგანზე იქნა ამა თუ იმ ფორმით იერიში მიტანილი.

- NBC-ს ცნობით აშშ-ს პრეზიდენტმა ზელენსკის ATACMS-ის გადაცემაზე თანხმობა განუცხადა. თავდაპირველად საუბარია მცირე რაოდენობით რაკეტაზე. როგორც დასავლური მედია საუბრობს, აშშ-ში ზოგიერთი შიშობდა რუსეთისაგან რაიმე არარაციონალურ პასუხზე, მაგრამ რუსეთს რისი გაკეთებაც შეეძლო უკვე ყველაფერი გააკეთა გარდა ბირთვული იარაღის გამოყენებისა და ატომური ელ. სადგურის აფეთქებისა. ATACMS-ის გადაცემა და მისი, თავდაპირველად, მცირე რაოდენობით მიწოდება ნიშნავს, რომ ტაბუ ამ თემაზეც მოიხსნა და პირველი პარტიის მიწოდების შემდეგ, სავარაუდოდ დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდება.

- ზაპორიჟიას ოლქში, ვერბოვესთან უკრაინელები რუსული თავდაცვის პირველი ხაზის ბოლო მონაკვეთზე არიან. ISW აღნიშნავს, რომ უკრაინელების მხრიდან ამ მონაკვეთის გადალახვის შემთხვევაში პირველი ხაზი სრულად გარღვეულად ჩაითვლება, რის შემთხვევაშიც რუსებს შედარებით უკან, თავდაცვის მეორე ხაზში გადანაცვლება მოუწევთ. სწორედ ამიტომაა, რომ რუსეთი უზარმაზარი ცოცხალი ძალით ცდილობს უკრაინელთა შეკავებას.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати