USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  598
2023 წლის 4-5 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
- სამხრეთით, ზაპორიჟიასა და დონეცკის ოლქებში შეტაკებები მიმდინარეობს თითქმის მთელ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. უკრაინელები უტევენ ჟერებიანკას, ვასილივკას მიმართულებაზე, ნოვოპროკოპივკასა და ვერბოვეს ტოკმაკის მიმართულებაზე, პრიუტნესა და ზავიტნე ბაჟანიას ველიკა ნოვოსილკას მიმართულებაზე, (მარიუპოლის გზაზე), ნოვოდონეცკესა და ნოვომაიორსკეს, ვუჰლედარსა და ველიკა ნოვოსილკას შორის. კიდევ ერთი წერტილი, სადაც უკრაინელები გააქტიურდნენ პოლოჰისაკენ მიმავალი გზაა, ზაპორიჟიას ოლქში. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ უკრაინელები 150 კილომეტრის სიგრძეზე რამდენიმე მონაკვეთში ერთდროულად აწარმოებენ ლოკალურ შეტევებს.
ამ მრავალ წერტილში ერთდროული დაწოლის მიზანი რუსული არმიის მრავალი მიმართულებით გაფანტვა და რომელიმე სექტორში წარმატებული გარღვევაა.
ამასთან, ვერბოვესთან და ნოვოპროკოპივკასთან ძალიან მასშტაბური შეტაკებები მიმდინარეობს, ხოლო რუსები ცოცხალ ძალას არ ზოგავენ უკრაინელთა შესაჩერებლად. ამისდა მიუხედავად წინსვლა მაინც აქვთ უკრაინელებს. სწორედ ამ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისას უკრაინელებმა რამდენიმე ტანკი, მათ შორის ბრიტანული Challenger 2 დაკარგეს. ცხადია ეს ყველაფერი, ასეთი საბრძოლო მოქმედებებისას სრულიად მოსალოდნელი იყო. საბედნიეროდ, ეკიპაჟი გადარჩა.
- უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ლუგანსკელი სეპარატისტების საბაჟოს უფროსი, რომელიც ფულის გათეთრებასა და უკრაინის წინააღმდეგ ფინანსურ და სამხედრო დანაშაულს ჩადიოდა, ააფეთქეს.
- ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე. წინსვლას როგორც უკრაინელები ისე რუსები ცდილობენ. ამ მიმართულებითაა გადმოსროლილი აზოვის ბრიგადაც. შეტაკებებმა ბოლო დღეებია ძალიან იმატა. რელიეფი ერთდროულად ტყიანიცაა და ზოგან ჭაობიანიც.
- კუპიანსკთან, ხარკივის ოლქში, უკრაინელებმა დაასტაბილურეს ფრონტის ხაზი და ახლა თავად ცდილობენ მცირე მასშტაბის, ლოკალურ წინსვლას. მასშტაბური არაფერი, როგორც ჩანს პოზიციურ ბრძოლებად გარდაიქმნება ამ ეტაპზე ვითარება.
ზოგიერთი კომენტატორი ჩივის, რომ ამ მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოსო.
- ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ. საუბარი, როგორც მოსალოდნელი იყო, მარცვლეულის შეთანხმებას შეეხო. შეთანხმება არ შედგა, თუმცა კრემლის მხრიდან ისეთი მოთხოვნები გაჟღერდა, რაც ფინანსური მიმართულებით სანქციების შერბილებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ეს მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ სანქციები მუშაობს და საკმაოდ აზარალებს რუსეთის ეკონომიკას. მაგრამ შეხვედრა ამით არ დასრულებულა, ერდოღანი მომდევნო კვირების განმავლობაში აპირებს ევროპელებთან შუამდგომლობას და მოლაპარაკებების გაღრმავებას ყველა მხარესთან.
მიყევით ბმულს - გიორგი კობახიძე
World
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way