USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
дата:  482
2023 წლის 2-3 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
- ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი და მის ნაცვლად რუსტემ უმიეროვს დაუჭირა მხარი. უმიეროვი ყირიმული წარმოშობის უკრაინელია. ამ ნაბიჯით თურქეთთან უკრაინის სამხედრო კავშირები ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ყირიმელი თათრების ძირითად მხარდამჭერად, თავად უკრაინის შემდეგ სწორედ თურქეთი იყო მოაზრებული.
- ზაპორიჟიას ოლქში, უკრაინელები კვლავ გააქტიურდნენ ჟერებიანკის მიმართულებით, ვასილივკას სექტორში. ეს მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მდინარე დნეპრის მომიჯნავე ნაწილია. კონტრშეტევის შემდეგ ამ მიმართულებით უკრაინელებმა ლობკოვესა და პიატიხატკის გათავისუფლება მოახერხეს და შემდგომ ჟერებიანკასთან დასტაბილურდა ფრონტის ხაზი. ახლა კვლავ აქტიურობაა.
- შეტაკებები გრძელდება დონეცკის ოლქის სამხრეთით, მარიუპოლისაკენ მიმავალ გზაზე (85 კილომეტრში), ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, ზავიტნე ბაჟანიას მისადგომებთან. უროჟაინედან აქტიურად იბომბება რუსული პოზიციები. მიუხედავად იმისა, რომ ზავიტნე ბაჟანიას გარკვეული ბუნებრივი ბარიერი აკრავს ჩრდილოეთიდან - მდინარე მორკი იარის სახით - მაინც, დასახლებისაკენ ორი მხრიდან ახორციელებენ უკრაინელები დაწოლას.
- ზაპორიჟიას ოლქში, რობოტინე-ვერბოვე-ნოვოპროკოპივკას მონაკვეთზე კვლავ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებია. რუსები ცდილობენ ყველა რეზერვი და ელიტური ნაწილები გადაისროლონ უკრაინელთა მხრიდან თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევის შესაჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული გარღვევას ძირითადად ვერბოვესთან ვადევნებთ თვალს, მის აღმოსავლეთით, ნოვოპროკოპივკას სიმაღლეებისათვის ძალიან ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს.
ამ ფონზე დღეს უკრაინელებმა რუსებს მომარაგების ხაზები დაუბომბეს სწორედ ნოვოპროკოპივკა სიახლოვეს.
- ხარკივი-ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, კუპიანსკისა და სვატოვეს სექტორში რუსებს აქტიურობა ძვირად რომ უჯდებათ ამაზე დასავლურმა სამხედრო ანალიტიკამაც დაიწყო წერა. გარდა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის დანაკარგებისა, რუსები იძულებულები შეიქნენ სწორედ ამ მიმართულებით გადაენაწილებინათ საუკეთესო ნაწილები, რადგან ფიქრობდნენ, რომ უკრაინელები იძულებულნი გახდებოდნენ საკუთარი გაწვრთნილი დანაყოფები ამ მიმართულებით გადმოესროლათ და თავდაცვაში დაეტოვებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა. უკრაინელებმა ისე შეძლეს დაესტაბილურებინათ ფრონტის ხაზის რომ მიუხედავად ყურადღებისა და ცოცხალი ძალის ამ მიმართულებით გადანაწილებისა, სამხრეთში შემტევი ბრიგადების უმრავლესობა დატოვეს. ეს კი რუსეთისათვის სერიოზული პრობლემა გახდა, რადგან მათი შეტევა ჩრდილოეთით, მეტწილად, უშედეგო გადმოდგა, ხოლო თავიანთი ელიტური ცოცხალი ძალის ნაწილი ზაპორიჟიას ნაცვლად ხარკივი-ლუგანსკის ოლქში აღმოჩნდა.
- სამხრეთში, ხერსონის ოლქიდან შავ ზღვაში შეჭრილი კინბურნის ნახევარკუნძული მდებარეობს, რომელიც ოფიციალურად მიკოლიავის ოლქს ეკუთნის. სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი წერტილია ის. რუსებს ეს მიმართულება კარგად აქვთ ფორტიფიცირებული, თუმცა უკრაინელები სპეცოპერაციას ახორციელებენ ხოლმე იქ და ერთის მხრივ ამოწმებენ რუსულ თავდაცვას, ხოლო მეორეს მხრივ ანადგურებენ სამიზნეს. ერთ-ერთი ასეთი ოპერაცია ჩაატარეს უკრაინელებმა. თუ რა იყო მისი მიზანი უცნობია. თუმცა რუსები წერენ რომ სამხედრო კატერებით უკრაინელთა მხრიდან პერიოდულ დესანტირებას ეფექტურად ებრძვიან.
- კვლავ გამოჩნდა უპილოტო მოიერიშე საფრენი აპარატი "ბაირაქტარი". უკრაინელებმა ის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის აუზში რუსული სამხედრო ეკიპაჟის წინააღმდეგ გამოიყენეს.
- დაიბომბა რუსეთის კურსკის ოლქი, სადაც ფსბ-ს ერთ-ერთ შენობას დრონი დაეცა.
- როიტერის ინფორმაციით აშშ უკრაინისათვის გაღარიბებული ურანის ჭურვების გადაცემას აპირებს, რომელიც კარგად დაცულ ჯავშანშიც აღწევს.
- დააკავეს იგორ კოლომოისკი - უკრაინელი მილიარდერი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ზელენსკის მფარველად მოიაზრებდნენ. იგი თაღლითობასა ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. კოლომოისკი 2021 წლიდან აშშ-ს სანქცირებულთა სიაშია. შესაძლოა სწორედ აშშ-ს მხრიდან გარკვეული მოთხოვნაც ყოფილიყო უკრაინისადმი კოლომოისკის დაკავებასთან დაკავშირებით. თუმცა ზელენსკიდა და კოლომოისკის შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე ვერსია ჯერ კიდევ 2021 წლიდან არსებობს. სხვა ვერსიით, უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის ამაზე კარგი შანსი და საერთო თანხმობა ცოტა თუ იარსებებს. ამიტომ ვადევნებთ ახლა თვალს მასიურ ანტიკორუფციულ პროცესებ ქვეყნის შიგნით.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати