USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
რა უთხრა პომპეომ გახარიას სასამართლოს საკითხზე
дата:  827

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პომპეომ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება და გააფრთხილა საქართველოს სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აღნიშნული სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია გიორგი გახარიას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა, თუმცა სასამართლო სისტემაზე საუბრის შესახებ განცხადებაში აღნიშნული არ ყოფილა.

გახარიას გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  კოვიდ-19-ის გამოწვევებსა და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. განცხადების მიხედვით, საუბრისას გახარიამ ხაზი გაუსვა პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი.

ამასთან, გახარიასა და პომპეოს შორის საუბარი შედგა ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც. როგორც გახარიას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, პრემიერმა პომპეოს, კოვიდ-19-ის კრიზისის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა, კერძოდ ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდის თანახმად კი, პომპეომ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქარველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და განმარტა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების მიხედვით უნდა იმოქმედოს და შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати