USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
რა უნდა იცოდნენ ევროპის ტერიტორიაზე მოგზაურობის მსურველებმა?
თარიღი:  375

ევროპაში მდებარე შენგენის ზონაში მყოფი ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზოდ შესასვლელად საჭიროა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. აღნიშნული დოკუმენტი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა იყოს გაცემული და პირის დაბრუნების თარიღიდან კიდევ მინიმუმ 3 თვის ვადით უნდა ჰქონდეს მოქმედების ძალა.

ოფიციალური წესების თანახმად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა, შესაძლოა, რამდენიმე დამატებითი საბუთის წარდგენა მოითხოვონ. ასეთი დოკუმენტების სიაში შედის:

  1. საქართველოშიდასაბრუნებელი ავიაბილეთი და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს მიერ მოწოდებული მოქმედი ჯავშანის დამადასტურებელი საბუთი.
  2. სამოგზაურო დაზღვევა.

შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის მსურველებმა, ასევე, უნდა გაითვალისწინონ ფინანსური რეგულაციებიც. ევროპის ქვეყნებში უვიზოდ შესვლისათვის მესაზღვრეს ასევე უნდა წარუდგინონ მოგზაურობის ფინანსურად უზრუნველყოფის დამადასტურებელი ფაქტები. ეს შეიძლება იყოს ნაღდი ფული ან პირის მფლობელობაში არსებული საბანკო ელექტრონული ბარათები, ასევე დაფინანსების შესახებ ცნობა ან აღნიშნულ ქვეყანაში მცხოვრები მასპინძლის მიერ მოწოდებული საგარანტიო წერილი.

ჩამოთვლილ  ფინანსურ რეგულაციებს თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად განსაზღვრავს შიდა კანონმდებობლის მიხედვით. თუმცა, ფინანსური უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული თანხის რაოდენობა შენგენის ზონის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისას, როგორც წესი,  დღეში 50 ევროს არ აღემატება.

თუკი მოგზაურობის მიზანი არა ტურისტული, არამედ სამედიცინო მომსახურების მიღება, ან კონფერენციებსა თუ სემინარებში მონაწილეობაა,  დამატებით საჭირო იქნება კონფერენციის პროგრამა. მკურნალობის მიზნით მოგზაურ ადამიანებს, სასურველია, თან ჰქონდეთ იმ კონკრეტული სამედიცინო ორგანიზაციის თანხმობის დოკუმენტი, რომელშიც დაგეგმილი აქვთ მკურნალობა.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის