არსებობს სავალდებულო წესები, რომლის გათვალისწინების გარეშე შინაურ ცხოველთან ერთად თვითმფრინავით ვერ იმგზავრებთ. გარდა იმისა, რომ კონკრეტულ ავიაკომპანიებს თავიანთი წესები აქვთ, არსებობს მთელი რიგი ზოგადი წესები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ფრენა აეროპორტში მისვლამდე საჭიროებს დამატებით დაგეგმვას.
ავიაკომპანიები ზოგადად გვთავაზობენ შინაური ცხოველების გადაყვანის ორ ვარიანტს:
ზოგადი წესები ცხოველის ზომებისა და წონის შესახებ:
ავიაკომპანიების უმრავლესობა თავის მგზავრებს ნებას რთავს, თან ჰყავდეთ ცხოველები თვითმფრინის სალონში. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია პატარა შინაური ცხოველებისთვის.
ცხოველის წონისა და ზომის ზოგადი შეზღუდვა სათავსოსთან ერთად 8 კგ და 44 x 30 x 26 სმ-ია.
გაითვალისწინეთ, რომ ეს წესი გამოიყენება მყარი სათავსოსთვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეგმავთ მათ რბილი ჩანთით ტრანსპორტირებას, არსებობს სხვა წესი: ფაქტობრივად, ბევრი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ლიმიტი ეხება სამ განზომილებას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 126 სმ-ს.
როდესაც თქვენი შინაური ცხოველის ზომა ან მისი წონა აღემატება ავიაკომპანიის მიერ დაშვებულს:
რა თქმა უნდა, შეიძლება თქვენი შინაური ცხოველი უფრო დიდი იყოს, ვიდრე ავიაკომპანიის მიერ დადგენილ ლიმიტებს შეესაბამება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შინაური ცხოველის ტრანსპორტირების უფლება თქვენ საერთოდ არ გაქვთ.
როგორც წესი, გამოსავალი არის ცხოველის გადაყვანა ბარგის განყოფილებით, თუმცა ეს შეიძლება საკმაოდ სტრესული იყოს მისთვის. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია ეკიპაჟის ინფორმირება ბარგის განყოფილებაში მყოფი ცხოველის შესახებ, რადგან თვითმფრინავის ამ ნაწილში შეიძლება ძალიან ციოდეს.
გაითვალისწინეთ, რომ თუ კი თქვენი შინაური ცხოველის წონა აღემატება 50 კს-ს, თქვენ მის ტრანსპორტირებას ვერც ბარგის განყოფილებით ვერ მოახერხებთ.
თუმცა, ყველა ავიაკომპანიას ერთმანეთისაგან განსხვავებული ცხოველების გადაყვანის პოლიტიკა გააჩნია, მოდით გავეცნოთ რამდენიმეს:
შინაური ცხოველები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კვალიფიკაციას, შეუძლიათ იმოგზაურონ სამგზავრო სალონით: სალონში დასაშვებია მხოლოდ შინაური ძაღლები და კატები. ცხოველის სათავსო არ უნდა აღემატებოდეს 6 კგ-ს და 45 x 35 x 23 სმ-ს (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე).
შინაური ცხოველები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კვალიფიკაციას, შეუძლიათ იმოგზაურონ ჩასაბარებული ბარგის განყოფილებით: ძაღლები და კატები, რომლებიც იწონიან 6 კგ-ზე მეტს, აქვთ 45 x 35 x 23 სმ-ზე დიდი ყუთი/გალია, გადაიყვანენ თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში.
პეგასუსი გთავაზობთ ტრანსპორტირების 3 მეთოდს: სალონით ტრანსპორტირება, ტრანსპორტირება საჰაერო ხომალდის სათავსოთი, ტრანსპორტირება, როგორც ტვირთი.
სამამდე შინაური ცხოველი დაიშვება სალონში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: შინაური ცხოველისა და სათავსოს საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს.
სალონში ერთ მგზავრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი შინაური ცხოველი. სათავსო არ უნდა აღემატებოდეს 55 სმ x 40 სმ x 23 სმ, ხოლო სათავსოსა და შინაური ცხოველის წონა ერთად არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს.
ძაღლებისთვის, რომლებიც ემსახურებიან უსინათლო ან სმენადაქვეითებულ მგზავრებს, ფრენა უფასოა. ხოლო ფრენის დაჯავშნისას უნდა აცნობოთ ავიაკომპანიას.
თქვენ ასევე შეგიძლიათ კატებისა და ძაღლების ტვირთის სახით გადაადგილება, თუ მათი წონა აღემატება 8 კგ-ს.
გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ Airbus 320 და 321 მოდელებს შეუძლიათ შინაური ცხოველების ტვირთის სახით გადაყვანა, ასე რომ აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ბილეთი.
ცხოველები, რომელთა გადაყვანაც თვითმფრინავით დაუშვებელია:
არის ისეთი ცხოველებიც, რომელთა გადაყვანის უფლება არ გაქვთ. მაგალითად, ასეთია: წყალში მცხოვრები თევზები და სხვა საზღვაო არსებები, ისეთი პატარა ცხოველები, როგორიცაა ქვეწარმავლები, მღრღნელები და კუ.
გარდა ამისა, არ შეიძლება ისეთი ჯიშის ძაღლების გადაყვანა, როგორიცაა: ბულდოგი, ბოქსერი, ბოსტონის ტერიერი, შიჰ ცუსი, ჩიჰაჰუა, პეკინეზი და სხვ. რადგან ამ ძაღლების პრობლემა არის ის, რომ მათ აქვთ თავის შუბლის ნაწილების განსაკუთრებული ანატომია და ვერ უძლებენ ფრენას.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს მგზავრმა ცხოველის ტრანსპორტირებისთვის?
ავიაკომპანიებს, როგორც წესი, ესაჭიროებათ ჯანმრთელობის სერთიფიკატი, რომელსაც გასცემს აკრედიტებული ვეტერინარი ან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მასთან ვიზიტის შემდეგ, რომელიც მოიცავს ფიზიკურ გამოკვლევას, სადაც ნათქვამია, რომ თქვენი შინაური ცხოველი ჯანმრთელია და გაკეთებული აქვს ვაქცინაცია. სერთიფიკატი მოქმედებს მხოლოდ 30 დღის განმავლობაში და ის დაგჭირდებათ როგორც გასამგზავრებლად, ასევე დასაბრუნებლად.