USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
რა უნდა გააკეთოთ დიდ ხუთშაბათს? - რჩევები
дата:  508

დიდი ხუთშაბათი საიდუმლო სერობის გახსენებაა. დღე, რომლის დროსაც იესომ ზიარების საიდუმლო დაადგინა, ასევე თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა. მან მოწაფეები დააპურა და თქვა: „მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის (ლუკას სახარება, 22,19/20)"

ამის სამახსოვროდ, ტაძრებში ფეხის დაბანის რიტუალი ტარდება: ეპისკოპოსი 12 მღვდელს ფეხს ბანს. მორწმუნეები კი მსახურებისა და ზიარებისთვის ეკლესიაში მიდიან. დიდ ხუთშაბათს აუცილებელი გაწმენდის მთავარი რიტუალი ჩაიტაროთ. საქმე ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ გაწმენდას. დაიცავით ხალხური ტრადიციები, რომელიც წინაპრებისგან გადმოგვეცა. დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა, რომლის დროსაც მთელი რიგი რიტუალები უნდა შეასრულოთ.

რა უნდა გააკეთოთ დიდ ხუთშაბათს 

სხეული გაწმინდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და კეთილდღეობა შემოუშვათ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ დღეს წყალს განსაკუთრებული თვისებები აქვს. მაგალითად, მას ყველა წყენის და ტკივილის ჩამორეცხვა, ასევე პრობლემების გადაჭრა შეუძლია.

ძველად მორწმუნეები ადრე დგებოდნენ, მდინარესთან მიდიოდნენ და მასში ჩადიოდნენ. მზის ამოსვლამდე კი ყველა ორთქლის აბანოში იყო. ბანაობისას ლოცულობდნენ და ღმერთს ყველაფერი ცუდის და ნეგატიურის მოშორებას სთხოვდნენ. გამდინარე წყალში დაბანისას თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ ყოველგვარი ფიზიკურისა და სულიერისგან თავისუფლდებით. სჯობს ცივი წყალი გამოიყენოთ.

შხაპის მიღებისას წარმოთქვით: „როგორც აღსარება წმენდს, წყალი ჭუჭყს მაშორებს, შენ, ხუთშაბათო, იყავი წმინდა, გამბანე და გამწმინდე ყოველგვარი ბოროტებისგან, ადამიანების წყენისგან, ურჩობისგან, სიჭარბისგან, ღვთისგმობისგან, ცუდი ფიქრებისგან, ავი სიტყვებისგან, დემონური დავისგან. მამასა და ძესა და წმინდა სულსა. ამინ“.

მეორე ნაბიჯი – სახლის გაწმენდა.

დიდ ხუთშაბათამდე ბინა გენერალურად უნდა დაალაგოთ. შეამოწმეთ, სახლში ნეგატივით დამუხტული ნივთები ხომ არ გაქვთ: თუ იპოვით, დაუყოვნებლივ მოიშორეთ. გახსოვდეთ, რომ სახლის დალაგება საეკლესიო მსახურების გამოტოვების მიზეზი არაა.

ამ დღეს მარილი მოამზადეთ. ითვლება, რომ ხუთშაბათის მარილს განსაკუთრებული ძალა და ენერგეტიკა აქვს. მას სამკურნალო და დამცავი თვისებები აქვს. 

კიდევ ერთი ხალხური სიბრძნე ფულს უკავშირდება. ამბობენ, თუ დიდ ხუთშაბათს მთელ თანხას დაითვლით, მთელი წლის განმავლობაში მატერიალური სიდუხჭირე არ შეგაწუხებთ. ფულს სიჩუმე უყვარს, ამიტომ სხვებისგან განმარტოებით დაითვალეთ. რიტუალია სამჯერ შეასრულეთ: დილით ადრე, შუადღეს და საღამოს, მზის ჩასვლისას. ასევე მნიშვნელოვანია, კონცენტრირებული იყოთ და სხვა არაფერზე იფიქროთ.

ლოცვა

სხვა ყველაფერთან ერთად, დიდ ხუთშაბათს აუცილებელია ლოცვა. ამისთვის, იდეალურია ეკლესიაში წირვის დრო. ადამიანები ღმერთს შესთხოვენ, რომ ყველა ცოდვა აპატიოს და მძიმე დაავადებისგან  გაათავისუფლოს. თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, ლოცვა შეგიძლიათ სახლშიც წაიკითხოთ.

ტროპარი: რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა.

კონდაკი: მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა, რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე განმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად. 

ნიშნები

ძველად, დიდ ხუთშაბათს სახლს ღვიით და მანანათი რთავდნენ. ხალხს სჯეროდა, რომ ასე უბედურებას გადაურჩებოდნენ. ამავე დღეს ნეგატიური ენერგიის მოსაშორებლად თმას იჭრიდნენ.

ითვლება, რომ დიდ ხუთშაბათს სახლიდან არავის არაფერი არ უნდა მისცეთ. თუ მეზობელი რამეს გთხოვთ, სჯობს თავაზიანად უარი უთხრათ. თუ ეკლესიაში წასვლას აპირებთ, იქედან ანთებული სანთელი წამოიღეთ. ასე ნებისმიერ უსიამოვნებასთან გამკლავებას შეძლებთ.

ასევე დიდ ხუთშაბათს დიასახლისები აღდგომისთვის მომზადებას იწყებენ.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати