USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
რა წერია მთავრობის წლიურ ანგარიშში, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინება
თარიღი:  236

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში თვის ბოლოს მივა. მანამდე კი მთავრობის წლიური ანგარიში ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება. ანგარიში 164-გვერდიანია.

 

პრემიერის წლიური ანგარიში პარლამენტშია. დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც ის ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და კომიტეტებს გადაეგზავნება. ყოველწლიური მოხსენებით მთავრობის მეთაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგაზაფხულო სესიის ბოლოს, სავარაუდოდ 30 ივნისს წარდგება.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს და გლობალური გამოწვევების ფონზე ახორციელებს მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას.

 

მთავრობის ინფორმაციით, რეფორმათა განხორციელება და ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება გრძელდება პროგრამით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რაც წარმოადგენს საგზაო რუკას საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის ამაღლებისთვის.

 

ანგარიშის თანახმად, გასული წელი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ისტორიული შედეგით აღინიშნა − 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ.

 

„ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი ხელშესახები ნაბიჯი ხაზს უსვამს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადაჰყავს, რაც, თავის მხრივ, კატალიზატორია რეფორმების ტემპის ინტენსიფიკაციისთვის. ამ მიმართულებით გრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც წარმოადგენს ჩარჩოს ევროკავშირთან მეტი დაახლოებისთვის ყველა პრიორიტეტულ სექტორში. გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე გაღრმავდა ურთიერთობები ნატო-სთან − მადრიდის სამიტზე დამტკიცდა საქართველოსთვის მორგებული ღონისძიებათა დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და მედეგობას. საქართველო და აშშ კვლავ რჩებიან საიმედო მოკავშირეებად და სტრატეგიულ პარტნიორებად, ასევე საქართველო ინარჩუნებს ორპარტიულ მხარდაჭერას აშშ-ის კონგრესში და ხელს უწყობს აშშ-ის ჩართულობის ზრდას შავი ზღვის რეგიონში“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

დოკუმენტში საუბარია რუსეთზეც. მთავრობის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა შეუქცევადად არის მიმართული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, დევნილი მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვისკენ.

 

„ამისათვის საქართველოს დიპლომატიური სამსახური შესაძლებლობების ფარგლებში იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მობილიზებულ იქნეს მაქსიმალური საერთაშორისო ყურადღება და გაძლიერდეს წნეხი რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია დოკუმენტში. მთავრობა აღნიშნავს, რომ აქტიურად მუშაობენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.

 

„აშშ-თან თანამშრომლობით დაიწყო თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელება, მიმდინარეობს ურთიერთთავსებადობის ამაღლება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და ამ მიზნით საქართველო ჩართულია სამხედრო სწავლებებში. თავდაცვის სფეროს რეფორმირებისა და სამხედრო სამსახურის გაძლიერებისთვის მომზადდა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წარიმართა მუშაობა დანაშაულთან ბრძოლის სისტემის გაძლიერებისა და საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის, რისთვისაც გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და მისი ინსტიტუციური გაძლიერება. დამტკიცდა 2022−2030 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის გრძელვადიან ხედვას და კონკრეტულ მიზნებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფისა და სისტემური დაცვისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

მთავრობა ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ ზრდაზეც. მთავრობის ცნობით, ზედიზედ მეორე წელს მიღწეულ იქნა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (2022 წელს − 10,1%), რომელიც საფუძვლად დაედო მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და უმუშევრობისა და სიღარიბის დონის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის მიღწევას.

 

„სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შემცირდა ინფლაცია. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მდგრადია 2023 წელსაც და პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი 7,2%-ს შეადგენს. განსაკუთრებით სწრაფად აღდგა ტურიზმის სექტორი, რომელმაც გააუმჯობესა პრეპანდემიური შედეგები და 2023 წლის პირველ კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 37,5%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

მთავრობა აქცენტს აკეთებს სოციალურ მიმართულებაზეც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის განვითარებასა და დახვეწაზე.

 

„ჯანდაცვის სფეროში სისტემური რეფორმებისა და ახალი მექანიზმების დანერგვით სულ უფრო მცირდება მოსახლეობის ფინანსური ტვირთი და ჯიბიდან გადახდების წილი, რომელმაც 2022 წელს 41% შეადგინა. ამოქმედდა დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მეთოდოლოგია, რაც საშუალებას იძლევა, არსებული რესურსი უფრო ეფექტიანად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესდა რეფერენტული ფასები. შედეგად, მოსახლეობისათვის მედიკამენტური საშუალებები დაახლოებით 40%-ით გაიაფდა. მაღალკვალიფიციური და თანამედროვეობის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს გრძელვადიან საწინდარს საქართველოს განვითარებისა და ღირსეული პოზიციონირებისათვის. ამ მიზნით, მთავრობა კვლავაც მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავდა განათლების სისტემის რეფორმის განხორციელებისა და თითოეულ საფეხურზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ. თანასწორი, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის განათლების სექტორის ჩამოყალიბებისათვის დამტკიცდა „2022−2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სტრატეგია“. დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობის/რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში, 885 ბაღი აშენდება და რეაბილიტირდება და ამ მიზნით სახელმწიფო 1,3 მილიარდ ლარს დახარჯავს. დაიწყო ერთი მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ჯამში, დასრულებულია 133 და მიმდინარეობს 53 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია“, - განმარტავს მთავრობა.

 

 

საქართველოს მასშტაბით, შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას განხორციელდა 3755 ინსპექტირება 1933 ობიექტზე. განხორციელებულმა ინსპექტირებებმა კი დასაქმებულ პირთა 13,7% (176 000-ამდე დასაქმებული პირი) მოიცვა. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირებები გაიზარდა 144%-ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი − 132%-ით.

 

„გრძელდება მუშაობა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით, შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას განხორციელდა 3755 ინსპექტირება 1933 ობიექტზე. განხორციელებულმა ინსპექტირებებმა კი დასაქმებულ პირთა 13,7% (176 000-ამდე დასაქმებული პირი) მოიცვა.

 

2021 წელთან შედარებით, 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირებები გაიზარდა 144%-ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი − 132%-ით. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლიდან 41%-ით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.

 

რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულ აქტივობებს, სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას სულ განხორციელდა 814 ინსპექტირება“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3,39%-ით (-1908 ფაქტი), მათ შორის, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის, ბინიდან ქურდობა, თაღლითობა და სხვა. უპრეცედენტოდ მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 62%-ს აღემატება, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საგრძნობია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გაუმჯობესებული მდგომარეობაც. კერძოდ, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, აღინიშნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია.

 

„2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა შემცირებულია 7%-ით, დაღუპულთა რაოდენობა 4%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა კი − 2%-ით.

 

დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი და საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, დამონტაჟდა 1 309 ვიდეოკამერა: 969 − ზოგადი ხედვის, ხოლო 340 − ნომრის ამომცნობი. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ დამონტაჟებულია 6 765 ვიდეოკამერა: 4 572 − ზოგადი ხედვის, ხოლო − 2 193 ნომრის ამომცნობი. საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ამოქმედდა საშუალო სიჩქარის კონტროლის 81 სექცია, რომელიც ფარავს 238 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამურად ამოქმედებულია 441 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 1 672,83 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს“, - ნათქვამია ანგარიშში.

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსებები გაიზარდა.

 

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე კონკურსის წესით საქართველოს 149 მოქალაქე დაფინანსდა.

 

ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრევენციული მიმართულების გაძლიერებისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, არაერთი ღონისძიება განახორციელა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, დამატებით, 85 საჯარო სკოლაში შევიდა.

 

„ზოგადი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსება 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გაიზარდა 256.8 მლნ ლარით და შეადგინა 1,568.5 მლნ ლარი. ასევე გაიზარდა მასწავლებელთა სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის მოცულობა 125 ლარის ოდენობით და უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრა 795 ლარით, წამყვანი მასწავლებლისათვის − 1 175 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის − 1475 ლარით.

 

პრევენციული მიმართულების გაძლიერებისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, არაერთი ღონისძიება განახორციელა, მათ შორის: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, დამატებით, 85 საჯარო სკოლაში შევიდა. მოცემულ ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, საქართველოს მასშტაბით, 692 საჯარო სკოლაში, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯში უზრუნველყოფს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს თბილისსა და რეგიონებში ახალი სოციალური მუშაკები დაემატნენ და მათი რაოდენობა 60-ამდე გაიზარდა. სოციალური მუშაობის კომპონენტით, მანდატურის სამსახური ამჟამად შესულია საქართველოს 60 საჯარო სკოლაში.

 

პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიზნით, გარდა მზარდი დონორული დაფინანსებისა, ყოველწლიურად იზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსებაც (2022 წელთან შედარებით, 2023 წელს პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება გაიზარდა 26.2 მლნ ლარით და შეადგინა 122.42 მლნ ლარი). 2023 წელს გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების საათობრივი შრომის ანაზღაურება 20%-ისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი სარგო − 10%-ის ფარგლებში. გაზრდილი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ფონზე, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 13 859 პირი, ხოლო 2023 წლისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობამ 17 000-ს გადააჭარბა.

 

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსება (ინფრასტრუქტურის გარეშე), 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს გაიზარდა 5,0 მლნ ლარით და შეადგინა 147,5 მლნ ლარი.

 

2022-2023 სასწავლო წელს სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტი მოიპოვა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის (მაღალმთიანი, მრავალშვილიანი, ობოლი, შშმ, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები, აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლადამთავრებულები და სხვა) 1508-მა სტუდენტმა. სასწავლო წლის ბიუჯეტი შეადგენს 2,7 მლნ ლარს. 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, დაფინანსდა 2513 სტუდენტი. დაფინანსების თანხამ შეადგინა 5,4 მლნ ლარი.

 

2022 წელს სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე კონკურსის წესით დაფინანსდა საქართველოს 149 მოქალაქე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

მთავრობის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 11,3 მლნ ლარით გაიზარდა და 75,8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სპორტის სფეროს დაფინანსება 43 მილიონი ლარით გაიზარდა.

 

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 5,426,903 შეადგინა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი 1,208,462.

 

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება.

 

„2022 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 5,426,903 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 58%-ით აღდგენის მაჩვენებელია. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი 3,652,949 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 71.9%-ით აღდგენის მაჩვენებელი და 2021 წელთან შედარებით, +131.6%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აღდგენის დინამიკა სტაბილურობას განაგრძობს − 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,208,462-ით განისაზღვრა, რაც 2019 წლის მონაცემების 74.7%-ით აღდგენის მაჩვენებელია. ტურისტული ვიზიტების შემთხვევაში კი, აღნიშნული აღდგენის მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს (845,332 ტურისტული ვიზიტი).“- ნათქვამია დოკუმენტში.

 

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იწყება ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამა, რომელიც ქალაქებისა და კურორტების განვითარებისთვის მომდევნო 5-წლიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარის ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებს.

 

„პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია შემდეგი მდებარეობები: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი. პროგრამა ითვალისწინებს ქალაქებისა და კურორტების ისეთი არეალების განვითარებასა და იერსახის განახლებას, რომელიც მათ პოტენციალს მნიშვნელოვან დატვირთვას შესძენს და ახალ მიზიდულობის ცენტრებს გააჩენს. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამისთვის უკვე გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება 10.5%-ით. ასევე მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც, 2022 წლის მონაცემებით, 173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირდა 253 677 მესაკუთრის უფლება 219 833 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ჯამური ფართობია 84 814.9 ჰა.

 

„რეგისტრირებულ მესაკუთრეთა 50% (124 178 მესაკუთრე) ქალია. საველე სამუშაოები დასრულებულია აბაშის, კასპის, ლაგოდეხისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სენაკის, ხაშურის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. ამჟამად სისტემური რეგისტრაციის პროცესში ჩართულია 648 ამგეგმავი, 225 რეგისტრატორი და 15 საჯაროდ გამოცხადების სპეციალისტი”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ანგარიშში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინისადმი სოლიდარობა საქართველომ საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობისა თუ განცხადებებზე მიერთების გზით.

 

„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“.- ნათქვამია ანგარიშში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ გააქტიურდა ურთიერთობების დინამიკა მოლდოვასთანაც.

 

„2022 წლის 17-18 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 24 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, რამაც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ერთობლივი მიზნების კონსოლიდაციის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ორმხრივი ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

ანგარიშის თანახმად, ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, შედგა უპრეცედენტო რაოდენობის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის - 36 ორმხრივი ვიზიტი.

 

„პროაქტიულად, დაიგეგმა და განხორციელდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში. პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები გაიმართა კვიპროსთან, ლიეტუვასთან, რუმინეთთან, სლოვენიასთან, იტალიასთან, ირლანდიასთან.

 

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს ევროპული მომავლისადმი გერმანიის მხრიდან დაფიქსირებული ღია პოლიტიკური მხარდაჭერა“,-ნათქვამია ანგარიშში.

 

მათივე ცნობით, გრძელდებოდა მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით საქართველოსთვის გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების განხორციელების კუთხით.

 

„ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაწეული ძალისხმევა შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების მიზნით, მათ შორისაა საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სტრატეგიული პროექტი. 2022 წლის 15 ნოემბერს ევროკავშირის ინიციატივით საქართველოს (მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად) მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი „ტრანსპორტის გაერთიანების“ (TCT) შესაბამის ორგანოებში.

 

მომზადდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვისა და წლის ანგარიშები, მომზადდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულების 2022 წლის ანგარიში, რომელიც წარედგინა ევროკომისიას“,- ნათქვამია ანგარიშში.

 

მთავრობის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წლის ივნისს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა და გადაწყვეტილებისთანავე შეუდგა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას.

 

„ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

საქართველოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ძალისხმევის თაობაზე მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შეიქმნა უწყებათშორისი ჯგუფი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში არაერთი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის დედაქალაქებში და შეხვედრები გამართა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

2023 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ავსებს 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის მოსაზრებას და აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით 6 მიმართულებიდან 3-ში უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, კერძოდ, ესენია: ფუნდამენტური საკითხები, კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარი.

 

უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

ამასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაახლოების პროცესის ეფექტიანი მონიტორინგისთვის შემუშავდა ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებების ელექტრონული აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდება. ელექტრონული პლატფორმა აღრიცხავს მონაცემებს მიმდინარე, შესრულებულ თუ სამომავლო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის შესახებ. ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასების კუთხით, სამართლებრივი ექსპერტიზის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში მომზადდა 68 სამართლებრივი დასკვნა ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის დირექტივებთან, რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ანგარიშში.

 

ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.

 

2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება - 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი და ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში 10 არასრულწლოვანი.

 

„2022 წელს გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 1-ელი ივნისიდან 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა.

 

2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია. შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვანები. ასევე, აქტიურად განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი. ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში ირიცხება 10 არასრულწლოვანი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ანგარიშის თანახმად, 2023 წლიდან ასევე, გაიზარდა სახელმწიფო პენსიების ოდენობა.

 

„პენსიის ინდექსაციის წესის შესაბამისად, 2023 წელს სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულთათვის − 365 ლარით. სახელმწიფო პენსიის ზრდის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პენსიონერებმა მიიღეს გაზრდილი დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით“,- ნათქვამია ანგარიშში.

 

მთავრობის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ გრძელდება დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და საანგარიშო პერიოდში განსახლდა 2556 დევნილი და 141 ეკომიგრანტი პირი, მათ შორის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 118 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით, ასევე, განხორციელდა სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 2185 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა.

 

კანონის უზენაესობის ინდექსიის მიხედვით, (World Justice Project Rule of Law Index 2022) საქართველო გლობალური რეიტინგით 140 ქვეყნიდან 49-ე ადგილზეა, ხოლო, პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, - ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა კვლავ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რაზეც მიანიშნებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა და რეიტინგის ფარგლებში ნაჩვენები შედეგები. მთავრობის განმარტებით, სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო შეფასების შესაბამისად, საქართველო პირველია რეგიონში და ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში.

 

„აღნიშნულს მოწმობს 2022 წლის საერთაშორისო ინდექსების შემდეგი მაჩვენებლები: კორუფციის აღქმის ინდექსი Corruption Perception Index 2022 − საქართველო 56 ქულით იკავებს 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს;

 

Trace „Bribery Risk Matrix 2022“ − საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულს შორისაა, ხოლო გლობალური რეიტინგით 33-ე ადგილზეა 194 ქვეყნიდან;

 

გლობალური კორუფციის ინდექსი Global Corruption Index 2022 − საქართველო რეიტინგით 46-ე ადგილზეა 196 ქვეყანას შორის;

 

„კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 5 ადგილით დაწინაურდა, ტოპ 40-ში გადავიდა და მე-40 პოზიციაზე მოხვდა, ამავე ქვეყნებს შორის ევროპაში 21-ე, კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-18 ადგილზე გავიდა;

 

კანონის უზენაესობის ინდექსი World Justice Project Rule of Law Index 2022 − საქართველო გლობალური რეიტინგით 49-ე ადგილზეა 140 ქვეყნიდან, ხოლო, პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის GRECO-ს 2022 წლის 17 ივნისის ანგარიშის შესაბამისად, საქართველომ მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშში მითითებული 16 რეკომენდაციიდან სრულად და ნაწილობრივ შეასრულა 14 რეკომენდაცია, ხოლო, დარჩენილ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი.

 

2022 წლის 15 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. საკანონმდებლო ცვლილება დაეფუძნა ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს და ქვეყნის კონსტიტუციული მოწყობის გათვალისწინებით, შეიქმნა საუკეთესო საკანონმდებლო რეგულირება, რომელმაც ერთი უწყების ქვეშ გააერთიანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკვანძო ასპექტები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

ამასთან, ანგარიშის თანახმად, „ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ანტიკორუფციული ბრძოლის არქიტექტურა ქვეყანაში, უწყების პასუხისმგებლობად განისაზღვრა როგორც ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შექმნა, ისე მისი იმპლემენტაციის მონიტორინგი. ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების კონტროლი, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობა და მათი ქონებრივი ინტერესების გაცხადება, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, ასევე მამხილებელთა დაცვის ხელშეწყობა, რაც ერთობლიობაში, ნიშნავს ქვეყანაში კორუფციის რისკფაქტორების ფართო პრიზმიდან კონტროლს“.

 

„ბიურო არის ის მექანიზმი, რომელიც გახდება კორუფციის პრევენციის გარანტი ქვეყანაში და გააკონტროლებს ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მიმართულებებს.

 

ანტიკორუფციული მიმართულებით განხორციელებული რეფორმა ახალ საფეხურზე გადაიყვანს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყანაში და ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე. გრძელდება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი. დაიხვეწება არსებული ელექტრონული სისტემა იმისთვის, რომ უზრუნველყოს არა მარტო არასრული და არასწორი ინფორმაციის შემთხვევების გამოვლენა, არამედ ინტერესთა კონფლიქტების შესაძლო ფაქტების პრევენცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

გარდა ამისა, მთავრობის ცნობით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიზნით, დეკლარაციების ღია ფორმატში გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა ცვლილებები ელექტრონულ სისტემაში, რომლის შედეგად დაინტერესებულ პირთათვის, ბიუროს ვებგვერდზე − www.declaration.gov.ge განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონული დეკლარაციები, გარდა PDF ფორმატისა,ხელმისაწვდომი გახდა CSV ფორმატში და API აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის საშუალებით.

 

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership – OGP) საქართველოს აქტიური პოზიციონირება, ღია მმართველობის პროცესის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ეფექტიანი კოორდინაცია, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება და ღია მმართველობის სფეროში ახალი და ინოვაციური რეფორმების მხარდაჭერა. ღია მმართველობა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, როგორც ღია მმართველობა საქართველოს მაკოორდინირებელ უწყებას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სახელმწიფო

 

უწყებების მხრიდან 50-ამდე ინიციატივა წარედგინა. ინიციატივების განხილვა წარიმართა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმისა12 და ვიწრო თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით. გაიმართა 13 ფორუმი, ხოლო დამატებით, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი ინიციატივების შესაბამისად, 20-მდე თემატური სამუშაო შეხვედრა.

 

ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შემდგომი ნაბიჯია ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამართვა როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების მონაწილეობით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.