ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეს საგანგებო მდგომარეობის დროს ქუჩებში მანქანით გადაადგილდება.
ფარცხალაძე ამ ეტაპზე თანამდებობას არც ერთ საჯარო უწყებაში იკავებს.
საქართველოს მთავრობაში ჯერჯერობით არ პასუხობენ კითხვას, რა ნიშნით გაიცა საშვი ყოფილ მთავარ პროკურორზე.
ფარცხალაძე ფიგურირებს ლევან ყიფიანის ფიზიკური შეურაცხყოფის და აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის საქმეში.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში საგნგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ის ქართული ოცნების უმრავლესობამ 22 მაისამდე გაახანგრძლივა. 26 აპრილის ჩათვლით აკრძალულია მანქანების გადაადგილება, გარდა სადისტრიბუციო, სატვირთო, სასწრაფო დახმარების და მედიის მანქანებისა. ყველა, ვინც მანქანით გადაადგილდება, სპეციალური საშვი აქვს. საშვის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს მანქანით გადაადგილების შეზღუდვა მრავალ პრობლემას უქმნის