ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებისას პაციენტებში ყელის ტკივილი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება აღინიშნება. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „ქრონიკასთან“ აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა ორგანიზმში საშუალო სიმძიმისაა, თუმცა გავრცელების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
„ომიკრონისთვის“ ძირითადად დამახასიათებელია ყელის ტკივილი, ასევე შესაძლებელია იყოს ცხვირით სუნთქვის გაძნელება. აქვს რამდენიმე განმასხვავებელი თვისება, მაგალითად წელის ტკივილი, ღამით ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, ანუ მთლიანად მიმდინარეობა არის საშუალო სიმძიმის და მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომები ხანგრძლივი არ არის, მხოლოდ 3-4 დღის განმავლობაში აღინიშნება და შემდეგ მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.