USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
რა შენდება დეზერტირების ბაზრის ადგილას?
თარიღი:  

თბილისში დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა არის დაგეგმილი - შესაბამისი განაცხადი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უკვე დააკმაყოფილა და სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია.

არქიტექტურული პროექტის მიხედვით, შენობა 15.3 მეტრის იქნება და მასში ორი სართული განთავსდება. განაშენიანების საერთო ფართობი 17,994 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო უშუალოდ კომერციული ფართობი 12,458 კვადრატული მეტრი იქნება. ახალი სავაჭრო ცენტრი გააერთიანებს ბრენდულ მაღაზიებსა და საკვებ ობიექტებს.

პროექტს შპს "თბილისი მოლი" განახორციელებს, რომელიც ჰოლდინგ CBS ჯგუფის შემადგენელი კომპანიაა. ჰოლდინგის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. BMG-იმ ჯგუფის პრესსამსახურს მიმართა კითხვებით როდის იგეგმება მშენებლობის დაწყება და რა არის ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება, კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება.

მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ახალი სავაჭრო ცენტრი ასეთი იქნება:

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის