USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
რა შეიცვალება სამსახურები რომ 7 საათზე დაიწყოს?
дата:  994

რა მოხდება თუ კომპანიების ნაწილი სამუშაოს დილის 6-ზე ან ვთქვათ 7 საათზე დაიწყებს? ბევრი ქვეყანა სწორედ ასე ადრე იღვიძებს. ამით ხალხს მეტი დრო რჩება დასვენების, ოჯახისთვის და ქალაქებს ხერგილებისგან განტვირთვაში ეხმარება.

„სამუშაო დღე მთელ ქვეყანაში 8 საათზე წაიყოს და 16 საათზე დამთავრდეს“, - ასეთი იდეა ჰქონდა „რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელს შოთა ბურჯანაძეს 2021 წელს. თუკი საქართველო ორის საათით ადრე გაიღვიძებდა ეს ხალხსაც წაადგებოდა და ქვეყნის ეკონომიკასაც - ამტკიცებდა რესტორატორი.

ასეთივე ინიციატივები ჰქონდათ სხვებსაც და არამარტო საქართველოში. ივლისში სომხეთის დედაქალაქის მერმა, ჰრაჩია სარქისიანმა გადაწყვიტა, რომ ერევანმა ადრე უნდა გაიღვიძოს და ამისთვის „უკიდურეს ზომებსაც“ მიმართა.

„ამიერიდან მუსიკას, რომელიც ჩვენ ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ერთდროულად დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 7 საათზე გაიგონებენ“, - თქვა მან. ახლა ერევნის მერიასა და სომხეთის სხვა მუნიციპალიტეტებში დილის 7 საათზე ჰიმნს უკრავენ.

მაინც რა იცვლება, როცა სამსახური არა 10 საათზე, არამედ 2-3 საათით ადრე იწყება?

ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი რომელიც გერმანულენოვანი ქვეყნების (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) გამოცდილებას სწავლობდა, ამბობს, რომ ასე ოჯახისთვის და დასვენებისთვის მეტი დრო რჩება.

„ჩვენთან ადამიანი მუშაობას იწყებს ათ საათზე, ბრუნდება რვის ნახევარზე, რადგან თბილისში სახლში დროულად ვერც მიაღწევ. შეჭამს, დაწვება და დაიძინებს. გერმანიაში ექვს საათზე იწყება სამუშაო დღე. 14-15 საათზე უკვე სახლში არიან და მთელი საღამო წინ აქვთ. ძირითადად ქუჩაში სეირნობენ ოჯახთან ერთად. ამას მოჰყვება ისიც, რომ ვიღაცა მზესუმზირას გაყიდის, ვიღაცა მოხალულ წაბლს (ძალიან პოპულარულია ევროპაში), ვიღაც ნამცხვარს გამოაცხობს და იმას გაყიდის და დამატებითი შემოსავალი ექნება“, - ირაკლი როსტომაშივილი ამბობს, რომ სამუშაო საათების გადაწევა ქვეყნის ეკონომიკაზეც მოქმედებს, - „არ შეიძლება დაქცეულ ქვეყანაში მუნიციპალური სტრუქტურები 10 საათზე იწყებდნენ მუშაობას. მე თუ მაქვს დეველოპერული კომპანია და სახელმწიფო სამსახურები 6 საათზე გაიღება, მეც მასზე ავეწყობი. მაგრამ ჩვენთან ეს რომ შემოიტანონ, იტყვიან, ძილის უფლებასაც აღარ გვაძლევენო“.

კიდევ ერთი ფაქტორი - თბილისის ქუჩებში დილის და საღამოს საათებში მუდმივი ხერგილებია. სამსახურში ყველა ერთი და იგივე დროს დადის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ კომპანიების ნაწილი მუშაობას ადრე დაიწყებს, ეს ქუჩების განტვირთვასაც შეეშველება.„განტვირთვაზე ყველაფერი მოქმედებს“, - ამბობს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა, - „თბილისში ძირითადი ტრანსპორტი მანქანაა, თან ამ მანქანებში უმეტესად ერთი კაცი ზის... სამუშაო საათების გადაწევასაც აქვს აზრი, განსაკუთრებით დიდ ოფისებში. ამაში თავად კომპანიებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულები, მით უფრო, თუ თანამშრომელი სამსახურში დროზე ვერ მოდის...“

2022 წლის მონაცემებით, ადამიანები მსოფლიოში საშუალოდ 6:00 - 9:00 საათამდე იღვიძებენ. ეს ხშირად ამა თუ იმ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ცხოვრების წესსა თუ კულტურაზეა დამოკიდებული. ყველაზე ადრე იღვიძებს სამხრეთ აფრიკა - 6:24 სთ. ტოროლების რიგში არიან კოსტა რიკა და კოლუმბიაც. ევროპა და აზიის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა 7 საათისთვის იღვიძებს. ყველაზე გვიან კი საბერძნეთი და საუდის არაბეთი „დგება“ - 8:30 საათზე.

ეს საშუალო მაჩვენებელია, სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი გაცილებით ადრეც ახერხებს ადგომას, მაგალითად ამერიკელების საკმაოდ დიდი ნაწილი დილას 4 საათზე იწყებს, რაც თითქმის წარმოუდგენელია ესპანელებისთვის. ესპანეთში ამ დროისთვის ბევრი ჯერ მხოლოდ დასაძინებლად ემზადება.

კვლევებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიამ „ეისითი“ 2018 წელს ჩაატარა კვლევა თუ რომელ საათზე იღვიძებს თბილსის მოსახლეობა. გაირკვა, რომ 41% იღვიძებს 06:00- 08:00 საათებში, 39% - 08:00 -10:00 საათებში, ხოლო 9% - 10:00 -12:00 დროის პერიოდში. მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:00 საათზე ან უფრო გვიან. ასევე ცონტანი არიან (6%) ისინიც, ვინც 06:00 საათზე ან უფრო ადრე დგებიან.

გარემოდამცველი კახა ბახტაძე იხსენებს, წლების წინ როგორ სცადეს ორგანიზაციაში სამუშაო საათები დილისკენ გადაეწიათ. მცდელობა მცდელობად დარჩა, რადგან თანამშრომლების ნაწილს ბავშვები სკოლაში ჰყავდა მისაყვანი. 

გვინდოდა 7-8 საათზე დაგვეწყო, მაგრამ 9 საათზეც კი ვერ მოდიოდნენ სამსახურში, რადგან მანამდე ბავშვი უნდა მიეყვანათ სკოლაში. ლოჯისტიკურმა პრობლემებმაც იჩინა თავი, აღმოჩნდა, რომ ისეთი თანამშრომლები, როგორიცაა, მაგალითად, ოფისს-მენეჯერი მთელი დღე სამსახურში უნდა ყოფილიყო, ან ორი ადამიანი უნდა აგვეყვანა ამ ადგილას“, - ამბობს კახა ბახტაძე და მიიჩნევს, რომ დღეს გაცილებით მოსახერხებელია, თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდეს ან შედარებით თავისუფალი გრაფიკი ჰქონდეს, - „სკოლას არის მორგებული დღეს ბევრი და ამის თქმა, რომ გინდა თუ არა 7 საათზე დაიწყე მუშაობა, არ გამოვა. ამას ჯობს… მიიყვანოს ბავშვი 9 საათზე სკოლაში, მოვიდეს სამსახურში და თუნდაც შუაღამისას გააკეთეოს თავისი საქმე“.

ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ ევროპაში სკოლა რვა საათზე, რვის ნახევარზე და ზოგან უფრო ადრეც იწყება.„ამაზეც შეიძლება ფიქრი, სკოლამ რომ ერთი საათით ადრე გადაინაცვლოს. ცოტა ამოისუნთქავს ქალაქი, მაგრამ როდესაც ამდენი მანქანაა და გაჩერებებზეც საზოგადოებრივ ტრანსპორტს დიდხანს ელოდები... არ ვიცი რა უნდა შეიცვალოს, რომ ამას ეშველოს. იმ ქვეყნებში სადაც ხერგილები არ არის, იქ უბრალოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია გამართული“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი მანანა ხარხელი, რომელიც დროის მენეჯმენტზე მუშაობს ამბობს, რომ მსგავსი ცვლილება თანამშრომლებთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ადამიანი ბუნებით „ბუა“ და ზოგი - „ტოროლა“.

„როგორც აუცილებლობა რომ შემოიღო სწორი არ იქნება. „ტოროლებს“ ურჩევნიათ რთული საქმეები დილით გააკეთონ, ამ დროს უფრო ენერგიულები და მიზანდასახულები არიან. მაგრამ არიან „ბუები“, რომელებიც ერთხელ და ორჯერ შეიძლება გააღვიძო, მაგრამ თუ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ამყოფებ, ნერვულ აშლილობამდე მივლენ. შეიძლება ორგანიზაციამ თავად სცადოს, გადააწყოს ისე, რომ ნაწილმა ადრე დაიწყოს (მაგალითად 8 საათზე) და დაამთავროს მუშაობა, მეორე ნაწილმა კი გვიან (მაგალითად 13-14 საათზე)“, - ამბობს მანანა ხარხელი. მისი აზრით, ამ მხრივ თუნდაც ექსპერიმენტის ჩატარება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, - „რამდენიმე წარმატებულმა კომპანიამ რომ დანერგოს და ნახოს რა შედეგეზე გავლენ, ამაზე უკეთეს ვრაფერს გააკეთებენ“.

  • თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2012 წლიდან. 

    წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати