USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
რა სანქციები დაუწესა EU-მ რუსეთს და რომელ რეგულაციებს იცავს საქართველო?
дата:  870

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დააწესა და ამჟამად მუშაობა რიგით მეექვსე პაკეტზე მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიციით, ქვეყანა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებას და რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სანქციების სიაში მოხვედრილი ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის, როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების საქონელი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

„განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის 22 აპრილის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად მოხდება რეაგირება.

საგულისხმოა, რომ საბაჟო კონტროლის გარდა, ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს იცავს ქვეყნის საბანკო-საფინანსო სექტორიც, რომელსაც ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი უწევს.

აღნიშნული მოცემულობების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად მთავრობის ოფიციალური პოზიციისა, საქართველოს გარკვეულ საერთაშორისო სანქციებთან მიერთება და მათ აღსასრულებლად შესაბამისი ზომების მიღება მაინც უწევს.

მთავრობას არ განუმარტავს ზუსტი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, უწყებები ირჩევენ თუ რომელი სანქციების აღსრულება უზრუნველყონ და რომლის - არა.

სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობა დიდი შვიდეულის (G7) მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოქმედებდეს. 24 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირისა და მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რუსეთზე დაწესებული სანქციების აღსრულების მიზნით, უზრუნველყოფილიყო საფინანსო და სავაჭრო რეგულაციების აღსრულება და განხორციელებულიყო უწყვეტი კონტროლი, რათა რუსეთის ფედერაციას სხვა ქვეყნების საშუალებით არ ეცადა სანქციების გვერდის ავლა და შუამავლების გამოყენებით შეზღუდვების უგულებელყოფა.

G7-ის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ითვალისწინებს საბაჟო კონტროლს და მარეგულირებელი ორგანოს მიერ ტრანზაქციების კონტროლს, თუმცა ის არ ავალდებულებს ქვეყნებს, რომ მიუერთდნენ სხვა სანქციებსაც (მაგ: საჰაერო სივრცის შეზღუდვა) ან თავად დააწესონ ახალი შეზღუდვები.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის სანქციები მოიცავს როგორც ზოგად ინდუსტრიებს და სფეროებს, ასევე ინდივიდუალურ შეზღუდვებს და ამკრძალავ ზომებს, მათი ნაწილის აღსრულების არაპირდაპირი ვალდებულება კი როგორც სხვა ქვეყნებს, ასევე საქართველოსაც აქვს.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების და შეზღუდვების ჩამონათვალი:


ფინანსური სანქციები

• რუსეთის ცენტრალურ ბანკს გაეყინა რეზერვები;

• SWIFT-ის სისტემიდან გაირიცხა რამდენიმე რუსული ბანკი;

• რუსულ ბანკებს და კომპანიებს შეეზღუდათ ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებთან წვდომა;

• ევროკავშირში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს და კერძო პირებს შეეზღუდათ რუსეთში ინვესტიციების განხორციელება.


ეკონომიკური სანქციები

• რუსეთში აიკრძალა ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირად ღირებული ($55,000+) ავტომობილების ექსპორტი.

• აიკრძალა კვანტური კომპიუტერების, ნახევარგამტარების, კომპიუტერული ჩიპების და პროცესორების ექსპორტი;

• რუსეთისთვის გარკვეულწილად შეიზღუდა პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება და ტექნიკური მომსახურების გაწევა.


სატრანსპორტო შეზღუდვები

• რუსული ავიახაზებისა და რუსეთში რეგისტრირებული თვითმფრინავებისთვის დაიკეტა ევროკავშირის საჰაერო სივრცე;

• რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს, სატვირთო ხომალდებს, იახტებსა და ნავებს შეეზღუდათ ევროკავშირის პორტებში შესვლა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა;

• შეიზღუდა ევროკავშირიდან რუსეთში საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და კოსმოსური ტექნიკის სათადარიგო ნაწილების და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების ექსპორტი;

• რუსულ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ოპერატორებს შეეზღუდათ ევროკავშირში საქმიანობა.


ენერგეტიკული სექტორის შემზღუდავი ზომები

• რუსეთიდან აიკრძალა ქვანახშირის იმპორტი;

• რუსეთში აიკრძალა ნავთობის გადამამუშავებელი ტექნიკის და დანადგარების ექსპორტი;

• შეიზღუდა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელება;

• რუსეთიდან აიკრძალა რკინის, ფოლადის, ხის, ცემენტის, ალკოჰოლის და ზღვის პროდუქტების იმპორტი.


შეიარაღება და თავდაცვის სექტორი

• აიკრძალა რუსეთთან იარაღით და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობა;

• აიკრძალა ისეთი პირდაპირი და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის, მოწყობილობების და დანადგარების ექსპორტი, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ.


ინდივიდუალური სანქციები

უკრაინასთან ომის დაწყების გამო, ევროკავშირმა 1100-მდე კერძო და 100-მდე იურიდიულ პირს დაუწესა სანქციები. აღნიშნულ პირებს შეეზღუდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის და საქმიანობის უფლება, გარდა ამისა, მათ გაეყინათ აქტივები.

ინდივიდუალური სანქციები რუსეთის მთავრობის, დუმის, უსაფრთხოების საბჭოს, შეიარაღებული ძალების და სამინისტროების მაღალჩინოსნებს შეეხოთ. შეზღუდვები დაუწესდათ რუს ოლიგარქებს, მთავრობასთან დაკავშირებულ პირებს და მათ ოჯახის წევრებსაც.
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати