USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
რა საკითხებს განიხილავენ დღეს მთავრობის სხდომაზე?!
дата:  445

დღეს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, „ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. უწყების ცნობით, მთავრობის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე იმსჯელებენ.

აქედან 15 საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილის წარადგენს და ისინი ენერგოპროექტებს შეეხება, ხოლო ერთს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

ეს საკითხებია:

 

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირებისათვის „პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკური პირი ვახტანგ ნათელაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, შპს მტკვარი ჰესსა და სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის „მტკვარი ჰესის“ შესახებ 2015 წლის 16 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის შორის „კინტრიში 2 ჰესი“ ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს იმერ-ენერჯი კაპიტალს შორის „ძევრა ჰესების კასკადი“ ელექტროსადგურების შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს თელიან ქარს შორის „თელიანის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს ზემო ვინდს შორის „ზემო ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს პარვუს ბჟალას შორის ბჟალა ჰესი ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს პარვუს ბჟალას შორის „ბჟალა 1 ჰესი“ ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.
  10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს პარვუს ბჟალას შორის ბჟალა 2 ჰესი ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს პარვუს ბჟალას შორის ბჟალა 3 ჰესი ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს პარვუს ბჟალას შორის ბჟალა 4 ჰესი ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ჰინატას შორის „რუსთავის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ზეფიროს ენერჯის შორის „შიდა ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს პარვუს სოლარს შორის „სამგორის 1 მზის ელ.სადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  16. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати